ყვითელფეხა წინტალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ყვითელფეხა წინტალა''' (Charadrius melodus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 17–18 სმ, მასა 43–63 გრამი. შეფერილია ქარც-მორუხო-ყავისფრად, მუცელი თეთრია, აქვს ვიწრო, ზოგჯერ გაწყვეტილი საყელო. ფეხები მოყვითალო-ნარინჯისფერია. გამრავლების სეზონზე ნისკარტი შეფერილია ნარინჯისფრად, მისი წვერი შავია; საყელო და შუბლზე არსებული ზოლიც აგრეთვე შავი. დანარჩენ დროს საყელო რუხ ფერს იღებს და მკერდის მიდამოში წყდება. მრავლდებიან აშშ-სა და კანადაში — ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, დიდ ვაკეებზე და დიდი ტბების რეგიონში; მცირე რაოდენობით ბუდობს სენ-პიერსა და მიკელონზე. იზამთრებს კაროლინიდან (აშშ) ტამაულიპასის შტატამდე (მექსიკა), ბაჰამის კუნძულებზე, კუბაზე, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე (გაერთიანებული სამეფო), აგრეთვე გვხვდება ბარბადოსზე, ჰაიტიზე, დომინიკელთა რესპუბლიკაში, ბერმუდაზე, იამაიკაზე, პუერტო-რიკოში (აშშ), აშშ-ისა და ბრიტანეთი ვირჯინის კუნძულებზე, სენტ-კისტსა და ნევისში. ბუდობს მოქცევის დონის მაღლა რბილ ქვიშიან ადგილებში, სადაც ნაკლები მცენარეულობაა. ზამთარს ატარებს სანაპიროს პლაჟებზე, ქვიშიან ან ლამიან თავთხელებში. ბუდე მდებარეობს ღია გრუნტზე, წყლიდან ოდნავ მოშორებით, ხშირად დიდი ზომის ქვის ან ბალახთა ჯგუფის გვერდით; წარმოადგენს მცირე ზომის ნაკაწრს ქვიშაზე, რომელიც ზოგჯერ ამოფენილია ნიჟარებითა და კენჭებით. დებს 4 (ზოგჯერ 2–3, იშვიათად 5) კრემისფერ კვერცხს შავი და მუქი ყავისფერი ლაქებით. კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 26-28 დღე-ღამე გრძელდება. ახალგამოჩეკილი ბუდეს რამდენიმე საათში ტოვებს. საკვებს თვითონ მოიპოვებს. ფრენის უნარს 21-35 დღეში იძენს. ცივ ამინდებში დედალი იფარებს ხოლმე, თუმცა ზოგჯერ მამალს უტოვებს მოსავლელად და თვითონ თავს ანებებს. ნადირობის დროს გაირბენს, გაჩერდება და დაიხრება, რათა აკენკოს ან მოსინჯოს ზედაპირი, სადაც შეიძლება იყოს მისი ნადავლი. სანაპიროზე იკვებება მწერებით, ზღვის ჭიაყელებით, კიბოსნაირებით, ზღვის სხვა უხერხემლოებით; ხმელეთზე — აგრეთვე მწერებით, მათ შორის მცირე ზომის ხოჭოებით, წყლის ბაღლინჯოებით (Notorecta glauca), ქინქლებით და სხვ.