საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
10 იანვარს სამხედრო საბჭომ პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თ. სიგუას წინადადებით დაადგინა შემდეგი: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღდგეს საკრებულოთა საქმიანობა; საკრებულოებმა ათი დღის ვადაში ჩაატარონ გამგეობის არჩევნები ფარული კენჭისყრით; გამგეობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად წარედგინოს რესპუბლიკის დროებით მთავრობას; პრემიერ მინისტრის დროებით შემრულებელს თ. სიგუას მიეცეს თბილისის მერის არჩევის უფლება და სხვა<ref>„საქართველოს რესპუბლიკა“, №04, 11 იანვარი, 1992</ref>.
21 იანვარს მარტვილში გაიმართა სამხედრო საბჭოს ერთერთი ხელმძღვანელის ჯაბა იოსელიანისა და ზუგდიდის სამხედრო რწმუნებულის გია ყარყარაშვილის შეხვედრა უზენაესი საბჭოს დეპუტატთან ვ. შურღაიასთან და ზუგდიდის ყოფილ პრეფექტთან ა. ქობალიასთან. საუბრისას ჯაბა იოსელიანმა მხარეებს წაუყენა ულტიმატუმი, რომ 21 ინვრის ბოლომდე ზუგდიდში განლაგებულმა სამხედრო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაყარონ იარაღი და უზრუნველყონ ზუგდიდის უმსხვერპლოდ განთავისუფლება<ref>„საქართველოს რესპუბლიკა“, №10, 22 იანვარი, 1992</ref>.
 
სამხედრო საბჭომ აღდგენილად გამოაცხადა [[1921]] წლის [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] [[კონსტიტუცია]] და 1992 წლის 11 ოქტომბერს დანიშნა [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1992)|საპარლამენტო არჩევნები]].