კუ-კლუქს-კლანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
1870-1871 წლებში ფედერალურმა ხელისუფლებამ გაატარა აღსრულებლის აქტი, რომლის შედეგადაც დაიწყო კლანის წევრთა სისხლის სამართლებრივი დევნა და დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთა. ძალადობითა და მკვლელობების მთელი სერიით კლანმა შეძლო სერიოზულად შეერყია შავკანიანთა პოლიტიკური ორგანიზებულობა. მეორე მხრივ, ამან გამოწივია საპასუხო აქტების შემუშავება ფედერალური ხელისუფლების მიერ. კლანის წევრებმა დაიწყეს ნიღბების ტარება, რათა დაემალათ თავიანთი ვინაობა და თავი აერიდათ სისხლის სამართლებრივი დევნისგან. კლანი თავის „აქციებს“ ძირითადად ღამე ატარებდა. პატარა ქალაქებში, რომლებსაც დიდი ქალაქებისგან განსხვავებით მოქალაქეების უფრო ძლიერი სოციალიზაცია ახასიათებთ, ხშირად მსხვერპლი ხმით, ან სხვა მანერებით მაინც ცნობდა თავდამსხმელს. კუ კლუქს კლანის წევრები ხშირად ამბობდნენ, რომ ისინი წარმოადგენდნენ კონფედერაციის არმიის აჩრდილებს და რომ მათი მიზანი იყო შავკანიანების დაშინება.
 
კუ კლუქს კლანის წევრები არბევდნენ შვკანიანებს, მათ შორის „ლოიალური ლიგის“ წევრებს და აშინებდნენ სამხრეთელ რესპუბლიკელებს. მათ გამოაცხადეს ნამდვილი ნადირობა შავკანიან პოლიტიკოსებზე, რომელთაც კლავდნენ ოჯახის წევრებთან ერთად. კლანის სისასტიკე პიკს აღწევდა საარჩევნო კამპანიების დროს. 1868 წელს, რამოდენიმერამდენიმე კვირის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევენების დროს [[ლუიზიანა]]ში მოკლეს და დაჭრეს 2 000-ზე მეტი კაცი. ორგანიზაციამ შეიწირა 200-ზე მეტი შავკანიანი რესპუბლიკელი. მსხვერპლთა გვამებს ტყეებშიც კი პოულობდნენ. ასე და ამგვარად, კუ კლუქს კლანმა აიძულა ხალხი მხარი დაეჭირა [[დემოკრატიული პარტია (აშშ)|დემოკრატებისთვის]].
 
1870-იან წლებში ჩნდება ახალი მილიტარიზებული ჯგუფები, როგორიცაა „თეთრი ლიგა“ და „წითელ პერანგიანები“. ორივე ორგანიზაცია გამორჩეულად მისიწრაფვოდა რესპუბლიკელთა დასამხობად და პოლიტიკური ელიტის შესაცვლელად, რათა მოეპოვებინათ კონტროლი პოლიტიკურ პროცესებზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კუ-კლუქს-კლანი“-დან