ძიმითი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
აკაკი ბერიძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 3:
 
==ისტორია==
ძიმითი არის სოფლების, [[ზედა ძიმითი]]სა და [[ქვედა ძიმითი]]ს ძველი სახელწოდება. ძიმითი წარმოადგენდა საბერიძეოს, შედიოდა ბერიძეების სათავადოში და იდგა [[ბერიძეები]]ს ციხე. „ბახვის წყლის შესართავს ზეით არს ციხე ბერიძისა, სამხრითკენ მას ზეით ხეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი“ ([[ვახუშტი ბატონიშვილი]]). 1660-1662 წლებში [[ვამეყ III დადიანი|ვამეყ დადიანმა]] ძიმითი აფხაზეთის საკათალიკოსოს შესწირა.<ref>„ქართული სამართლის ძეგლები“ ტ. VI გვ. 671 — თბილისი, 1977</ref> ძიმითში იდგა წმინდა კვირიკეს სახელობის ხის, გუმბათიანი ეკლესია. ეკლესიას გარშემო ჰქონდა ქვის გალავანი. ეკლესია გუგუნავების სათავადოში მდებარეობდა და მათი მზრუნველობით სარგებლობდა. გიორგი და სიმონ გუგუნავებმა ძიმითს შესწირეს ზარი, ვახუშტი გუგუნავამ შესწირა წმინდა გიორგის ხატის ბუდე. ტაძარში ინახებოდა წმინდა კვირიკეს და წმინდა გიორგის ოქროთი დაფარული ვერცხლის ხატები. წარწერებში იხსენიება [[გიორგი III გურიელი]] გიორგი დადიან-გურიელის სახით. იქვე ინახებოდა [[თეთროსანი|თეთროსანიდან]] და [[ჯიხანჯური]]დან წამოღებული ღვთისმშობლის ხატი.<ref>{{cite book| | first=| last= [[ექვთიმე თაყაიშვილი|თაყაიშვილი, ე.]]| series=| title=არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი| publisher=„წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“ |location=ტფილისი|year=1907| origyear=| isbn=| edition=|page=28-30|url=http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/65051/1/ArqeologiuriMogzaurobaniDaShenishvnani.pdf}}</ref>
 
XIX საუკუნეში ძიმითის სასოფლო საზოგადოებას ეკავა [[ნიგოითის სერი]]ს კალთები და მთაგორიანი ტერიტორიები, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით ეჭირა მდინარე [[სუფსა|სუფსის]] უხვმოსავლიანი სასიმინდე მერეები, შუაში ჩამოდიოდა მდინარე მამათისღელე. ძირითადად მოდიოდა [[სიმინდი]] და [[ღომი]]. გავრცელებული იყო [[მეაბრეშუმეობა]] და [[მეფუტკრეობა]].<ref>{{cite book| | first=| last= [[გიგო შარაშიძე|შარაშიძე, გ.]]| series=| title=გურიის წარსულიდან| publisher=„წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“ |location=თბილისი|year=2006| origyear=1928| isbn=ISBN 99940-62-66-2| edition=|page=37-39|url=}}</ref>ძიმითის სასოფლო საზოგადოებაში, გარდა ძმისა, შედიდა სოფლები [[მამათი]] და [[ნაგომარი]]. 1901 წლის 15 იანვარს ძიმითის ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. ხანძარმა იმსხვერპლა თავადი გუგუნავების კუთვნილი საგვარეულო ნივთები. 1914 წელს მოსახლეობის ზრდის გამო გაიყო ზედა და ქვედა ძიმითად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძიმითი“-დან