ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{შერწყმა|ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია}}
'''ულუმბა''' — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამონასტრო კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოში, [[ქართლი|ქართლში]], [[მდინარე]] [[ჭერათხევი |ჭერათხევი]]ს მარჯვენა [[შენაკადი]]ს — ალისწყლის ხეობაში, ამავე სახელწოდების ნასოფლარში [[სოფელი|სოფელ]] [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალი]]ს მახლობლად ([[ხაშურის რაიონი]]). [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს (XVIII საუკუნე) ცნობით, მონასტერი VI საუკუნის შუაწლებში დაუარსებია ერთ-ერთ [[ასურელი მამები|ასურელ მამას]] [[მიქაელ ულუმბოელი|მიქაელ ულუმბოელს]], რომელიც შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, XIII საუკუნეში აქ უკვე დიდი ტაძარი მდგარა. XIV—XV საუკუნეებში მონასტერი საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენდა. [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|თემურლენგის ლაშქრობის]] შედეგად დანგრეული ტაძარი 1400—1415 წლებში ალის ხეობის მფლობელს [[ქუცნა ამირეჯიბი|ქუცნა ამირეჯიბს]] ხელახლა აუშენებია. მანვე შესწირა ულუმბის მონასტერს დიდძალი ყმა-მამული [[ლიხის ქედი |ლიხის ქედი]]ს ორივე მხარეს, მომდევნო საუკუნეებში მონასტერი კვლავ მოქმედებდა. ამჟამად მის ადგილზე ღთისმშობლის [[ დარბაზული ეკლესია]] დგას, რომელიც, როგორც სამხრეთის კარის წარწერაშია ნათქვამი, 1871 წელს სანახევროდ დანგრეული ძველი ეკლესიის აღმოსავლეთ მონაკვეთის კედლებზე დაუშენებიათ. დღევანდელი ეკლესია უფრო პატარაა (ძველის 2/3). გაირჩევა 2 სამშენებლო ფენა. მის კედლებში ჩართულია სანახევროდ მიწით დაფარული ძველი ეკლესიის ფრაგმენტები, რომელთა მიხედვით დადგენილია, რომ ძეგლს ჩუქურთმები და მოხატულობა ამკობდა. აგრეთვე მიწით იყო დაფარული, XI საუკუნის I ათეული წლებით თარიღდება.