ბიშკეკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
fix url
კონკურსის ფარგლებში დავიწყე და ფაქტობრივად სულ მე დავწერე თუმცა კიდევ ვაპირებ დამატებასაც და რედაქტირებასაც უბრალოდ ვინახავ რომ არ დამეკარგოს.
ხაზი 49:
 
ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში — [[ჩუის ხეობა]]ში, [[ტიან-შანი]]ს მთისწინეთში. [[ყაზახეთი]]ს საზღვრიდან 25 კილომეტრში.
 
== ისტორია ==
 
=== ცარისტული ერა ===
1860 წელს, პოლკოვნიკ ციმერმანის ხელმძღვანელობით, საჯარისო ძალებმა დაიკავეს და დაანგრიეს ქალაქი, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. პოლოვნიკმა შემდეგ თავიდან ააშენა ქალაქი და სამართავად პორუჩიკ ტიტოვს გადასცა, როგორც ახალი რუსული გარნიზონის მეთაურს.
 
=== საბჭოთა ერა ===
1926 წელს, ქალაქი გახდა ახლად დაარსებული ყირგიზეთის სრ-ის დედაქალაქი. მას გადაერქვა სახელი და დაერქვა "ფრუნზე", ლენინის თანამებრძოლის მიხაილ ფრუნზეს საპატივცემულოდ, რომელიც ბიშკეკში იყო დაბადებული და წამყვანი როლი ითამაშა 1905 და 1917 წლის რევოლუციებისას, ისევე როგორც 1920 წელს მომხდარ რუსეთის სამოქალაქო ომში.
 
=== თავისუფლების ერა ===
ადრეული 1990-ანი წლები ხმაურინი გამოდგა. 1990 წლის ივნისში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სამხრეთ ყირგიზეთში მიმდინარე ეთნიკური აჯანყებების გამო, რაც დედაქალაქამდე გავრცელების საშიშროებას ქმნიდა. 1991 წლის 5 თებერვალს, ქალაქს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება - ბიშკეკი, იმავე წელს კი ყირგიზეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად. დამოუკიდებლობამდე, ბიშკეკის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეთნიკური რუსები შეადგენდნენ. 2004 წლისთვის, რუსები ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენდნენ, 2011 წლისთვის კი 7-8%-ს.
 
დღესდღეობით ბიშკეკი თანამედროვე ქალაქია ბევრი რესტორნებითა და კაფეებით. მის ქუჩებში შეხვდებით უამრავ მეორად ამერიკულ თუ იაპონურ მანქანებსა და მიკროავტობუსებს. თუმცაღა, ქუჩები და ტროტუარები 90-ანი წლებიდან მოყოლებული ცუდ მდგომარეობაშია. ამავდროულად, ბიშკეკი კვალავაც ინარჩუნებს ყოფილ საბჭოურ შეგრძნებას, საბჭოთა დროის შენობებისა და ბაღების დომინირების გამო, თანამედროვე ნაგებობეთან შედარებით.
 
ბიშკეკი ასევე ყირგიზეთის ფინანსური ცენტრიცაა, აქ განლაგებულია ქვეყნის 21-ივე კომერციული ბანკის სათაო შენობა. საბჭოთა ხანაში ქალაქს უამრავი ინდუსტრიული საწარმო ჰქონდა, თუმცა მათი უმეტესობა 1991 წლის შემდეგ ან დაიხურა, ანდაც ძალიან შემცირებული მასშტაბებით აგრძელებს ფუნქციონირებას. ბიშკეკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასაქმების ცენტრი დღესდღეობით არის ღია ბაზარი - Dordoy Bazaar, სადაც დიდი რაოდენობით ჩინეთიდან იმპორტირებული საქონელი იყიდება.
 
== გეოგრაფია ==
 
=== ორიენტაცია ===
მიუხედავად იმისა რომ ქალაქი შედარებით ახალგაზრდაა, გარშემო არის საინტერესო ადგილები, რომლებიც პრეისტორიული დროიდან იღებენ სათავეს.
 
ქალაქის ცენტრალური ნაწილი მართკუთხა ფორმისაა. ქალაქის მთავარი ქუჩაა - ჩუის გამზირი, რომელსაც სახელი რეგიონის მთავარი მდინარის გამო დაერქვა. საბჭოთა პერიოდში მას ლენინის გამზირი ერქვა. ამ ქუჩაზე ან მის სიახლოვეს არის სამთავრობო შენობებისა და უნივერსიტეტების უმრავლესობა.
 
მთავარი ჩრდილო-სამხრეთ ქუჩას იუსუპ აბდრახმანოვის ქუჩა ეწოდება, თუმცა ხშირად მას ისევ მისი ძველი სახელით - საბჭოთა ქუჩით იხსენიებენ. აქ რამდენიმე ძირითადი სავაჭროა ცენტრია თავმოყრილი და მის ჩრდილოეთ ნაწილში არის დორდოი ბაზარზე გასასვლელი.
 
მნიშვნელოვანი დასავლეთ-აღმოსავლეთ ქუჩაა ჯიბეკ ჯოლუ რაც ითარგმნება როგორც აბრეშუმის გზა. ის ჩუის გამზირის ჩრდილოეთით არის და მის პარალელურად მიემართება. როგორც აღმოსავლეთის ისევე დასავლეთის ავტოსადგურებს სწორედ ამ ქუჩაზე შეხვდებით.
 
ვასილიევას 197-ში შეგიძლიათ ნახოთ კათოლიკური ეკლესია, რომელიც ერთადერთია მთელს ყირგიზეთში.
 
ასევე ბიშკეკის ცენტრში არის დოლონ ომურზაკოვის სახელობის სტადიონი, რომელიც ყველაზე დიდია ყირგიზეთის რესპუბლიკაში.
 
=== დისტანცია ===
ბიშკეკი დაახლოებით 300 კილომეტრითაა დაშორებული ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს - ოშს. თუმცა უახლოესი დიდი ქალაქი ბიშკეკიდან არის ყაზახეთის ქალაქი ალმათი, რომელიც 190 კილომეტრშია აღმოსავლეთით. ამასთანავე, 470 კილომეტრია ტაშკენტამდე, 680 დუშანბემდე და დაახლოებით 1000-1000 კილომეტრი შემდეგ ქალაქებამდე: ნურ-სულთანი, ისლამაბადი, ქაბული და ურუმჩი.
 
=== კლიმატი ===
ბიშკეკში არის ნოტიო კონტინენტური კლიმატი. საშუალო ტემპერატურა ზამთარში არის 0 გრადუსი ცელსიუსის ქვევით. აქ საშუალო ნალექი არის 440 მილიმეტრი წელიწადში. საშუალო დღიური მაღალი ტემპერატურები მერყეობს 3°C-დან იანვარში, დაახლოებით 31°C-მდე ივლისში. ზაფხულის თვეებში დომინირებს მშრალი პერიოდები, ზოგჯერ ჭექა-ქუხილით რაც წარმოქმნის ძლიერ ქარს და იშვიათად მტვრიან შტორმებს. სამხრეთით მდებარე მთები წარმოადგენს ბუნებრივ თავდაცვით საშუალებას უამინდობისგან.
 
== დემოგრაფია ==
ბიშკეკი ყირგიზეთის ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქია. მისი მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით 1 012 500 ადამიანია. ქალაქის დაარსებიდან 1990-ანი წლების შუა პერიოდამდე, ეთნიკური რუსები და სხვა ევროპული წარმომავლობის ხალხები (უკრაინელები, გერმანელები) შეადგენდნენ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას. 1970 წლის აღწერით ეთნიკური ყირგიზები 12.3%-ს შეადგენდნენ, მაშინ როდესაც ევროპელები მაშინდელი ფრუნზეში 80%-ზე მეტნი იყვნენ. დღესდღეობით ბიშკეკის მოსახლეობის 66%-ს ყირგიზები შეადგენენ, ხოლო ევროპელების ხვედრითი წილი 20%-ს ქვევითაა. მიუხედავად ამ ფაქტისა, რუსული კვლავ რჩება ძირითად ენად, ყირგიზული კი განაგრძობს პოპულარობის დაკარგვას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.
 
== ეკონომიკა ==
ბიშკეკში გამოიყენება ყირგიზული ფულის ერთეული - სომი. სომის ღირებულება ხშირად მერყეობს, თუმცა 2020 წლის ივლისის მონაცემებით 1 ამერიკული დოლარი 75 სომს უდრის. ბიშკეკის ეკონომიკა ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სექტორზე დგას და აქედან მიღებული პროდუქტების ხშირი მიმოცვლა ხდება შორეულ რეგიონებთან. ბიშკეკის ქუჩებში ხშირად შეხვდებით გარე მოვაჭრეებს ღია ბაზრებში რომლებიც სწორედ ზემოთხსენებულ პროდუქტებს ჰყიდიან. ქალაქის საქმიან ნაწილს უმეტესად ურბანული იერსახე აქვს - ბანკებით, მარკეტებით, მაღაზიებითა და სავაჭრო ცენტრებით. მოთხოვნად საქონელს მიეკუთვნება სხვადასხვა ხელნაკეთობები, როგორებიცაა სკულპტურები, ნახატები, ჩუქურთმებიანი ორნამენტები და სხვ.
 
=== საცხოვრებელი პირობები ===
როგორც პოსტ-საბჭოთა ქალაქების დიდმა ნაწილმა, ბიშკეკმაც დიდი ცვლილებები განიცადა საცხოვრებლების თვალსაზრისით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საბჭოთა პერიოდში სახლები განაწილებული იყო მოსახლეობისთვის, მას შემდეგ კი ეს ყველაფერი პრივატიზირებული გახდა. მიუხედავად იმისა რომ ე.წ "კერძო სახლები" ნელ-ნელა პოპულარობას იხვეჭს, მოსახლეობის უმეტესობა ისევ საბჭოთა დროის აპარტამენტებში ცხოვრობს.
 
მათ ვისაც უშუალოდ ბიშკეკში მდებარე სახლებისთვის ფინანსური მდგომარეობა არ უწყობს ხელს, უმეტესად შიდა მიგრანტები პატარა პროვინციული ქალქებიდან და სოფლებიდან, უწევთ არაფორმალურ დასახლებებში გაჩერება ბიშკეკის შემოგარენში. ასეთი დასახლებები 400 000 ადამიანს იტევს, ანუ ბიშკეკის მოსახლეობის 30%-ს. მიუხედავად იმისა რომ ასეთი დასახლებების უმეტესობაში არ არის ძირითადი საჭიროებები როგორებიცაა წყალი და ელექტროენერგია, ბოლო პერიოდია ადგილობრივი მთავრობა განიხილავს ამ საკითხების მოგვარების გზებს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიშკეკი“-დან