სეული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დავამატე ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, დემოგრაფია, არქიტექტურა, კულტურა და დაძმობილებული ქალაქები. დავურთე ფოტოები და წყაროები
ხაზი 50:
'''სეული''' — [[სამხრეთი კორეა|სამხრეთ კორეის]] [[დედაქალაქი]] და ქვეყნის უდიდესი [[აგლომერაცია]]. მოსახლეობა 10,421,782 კაცი (2007). [[2007]] წელს დაიწყო ახალი დედაქალაქის მშენებლობა ქვეყნის სამხრეთით, სადაც [[2012]] წლისთვის დაგეგმილია დედაქალაქის გადატანა.
 
== ეტიმოლოგია ==
==კლიმატი==
ქალაქი წარსულში ცნობილი იყო, როგორც ვუირიესეონგ ([[კორეული დამწერლობა|კორ:]] 위례성), ჰანიანგ (한양), ჰანსეონგ (한성) და კეიჯო(京城) ან გიეონგსეონგ (경성).
 
იაპონიის მიერ კორეის ანექსიის პეროდში ქალაქის სახელი კეიჯო შეცვალა ჰანსეონგმა (漢城).
 
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო. სახელწოდება სეული [[კორეული ენა|კორეული ენიდან]] მოდის და ,,დედაქალაქს<nowiki>''</nowiki> ნიშნავს.
 
სხვა კორეული ქალაქების სახელწოდებებისგან განსხვავებით სახლწოდება ,,სეულში<nowiki>''</nowiki> [[ჰანჯა]] (კორეულში გამოყენებული ჩინური იეროგლიფები) არ გამოიყენება.
 
== ისტორია ==
პირველი დასახლება მდინარე ჰანის მიმდებარედ, სადაც თანამედროვე სეული მდებარეობს ძველი წელთაღრიცხვით 4000 წლით თარიღდება.[http://www.britannica.com/EBchecked/topic/534948/Seoul/24023/Cultural-life#toc24024]
 
სეული პირველად მოხსენიებულია, როგორც ვუირიესეონგ, [[პექჩე|პექჩეს]] დედაქალაქი (დაარსდა ძვ.წ 18 წელს). ეს ტერიტორია თანამედროვე სეული ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის ამ ნაწილში ამ პერიოდის გალავანი დღესაც შემორჩენილია. [[კორეის სამი სამეფო]] ცდილობდა ამ სტრატეგილი მნიშნელობის ტერიტორიის დაპყრობას. დროთა განმავლობაში მმართველობა პექჩედან [[კოგურიო|კოგურიოს]] ხელში გადავიდა, მეექვსე საუკუნისთვის კი ტერიტორია [[სილა|სილამ]] დაიპყრო. [https://books.google.ge/books?id=LjgsBgAAQBAJ&printsec=frontcover&dq=three+kingdoms+korea&redir_esc=y#v=onepage]
 
მეთერთმეტე საუკუნეში [[კორიო|კორიომ]] სილა შეიერთა. სეულში ზაფხულის სასახლე აშენდა, რომელსაც ,,სამხრეთის დედაქალაქს<nowiki>''</nowiki> უწოდებენ. ამ პერიოდში სეულის უფრო დიდ დასახლებად ჩამოყალიბება დაიწყო. როდესაც [[ჩოსონის დინასტია|ჩოსონის დინასტიამ]] კორიო ჩაანაცვლა დედაქალაქი სეულში (იმდროინდელ ჰანიანგში) გადაიტანეს. დედაქალაქი აქ დინასტიის დაცემამდე დარჩა. [[გიეონგბოკგუნგი]], რომელიც მე-14 საუკუნეში სეულში აშენდა 1592 წლამდე სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა. სხვა დიდი ზომის სასახლე, [[ჩხანდოკუნი]] ქალაქში 1405 წელს აიგო და სამეფო რეზიდენციას 1611-დან 1872 წლამდე წარმოადგენდა. როდესაც ჩოსონმა სახელწოდება შეივალა და მას [[კორეის იმპერია]] დაექვა სეულს მნიშვნელოვანი ფუნქციები დაეკისრა.
 
თავდაპირველად ქალაქი მთლიანად მასიური, ქვის კედლით იყო გარშემორტყმული, რათა ქალაქის მოსახლეობა გარეული ცხოველების და ქურდების შემოტევებისაგან დაეცვათ. ქალაქი შემდგომში კედლის გარეთაც გაჩნდა და განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალაქის ტერიტორიაზე კედლები აღარაა (გამონაკლისია ბუგასკანის მთის მიმდებარე ტერიტორია(북악산)) სეულის ცენტრალურ უბანში დღესაც მდებარეობს კარიბჭეები. განსაკუთრებით პოპულარულია ჰეუნგინჯიმუნისა და სუნგნიემუნის კარიბჭეები. [[ჩოსონის დინასტია|ჩოსონის დინასტიის]] მმართველობის დროს ყოველდღირუად კარიბჭეები იღებოდა და იხურებოდა ბოსინგაკის ზარების თანხლებით. [http://english.visitkorea.or.kr/enu/ATR/SI_EN_3_1_1_1.jsp?cid=264135] მე-19 საუკუნის ბოლოს, იზოლაციის ასწლეულების შემდეგ სეულის კარიბჭეები უცხოელებისთვის გაიღო. ამასთანავე ქალაქმა გავითარება და მოდერნიზაცია დაიწყო. სეული გახდა პირველი ქვეყანა [[აღმოსავლეთი აზია|აღმოსავლეთი აზიაში]], რომელმაც სამეფო სასახლეში ელექტროენერგია შეიყვანა, რომელიც ედისონ ილუმინეითინგის მიერ იქნა აშენებული. ათი წლის შემდეგ სეულში გაკეთდა ქუჩის განათებებიც.[https://books.google.ge/books?id=cbRhAQAAQBAJ&redir_esc=y]
 
ქალაქის განვითარებას ხელი ვაჭრობამ შეუწყო. სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ [[საფრანგეთი]] და [[ამერიკის შეერთებული შტატები]]. 1904 წელს ამერიკელი ანგუს ჰამილტონი სეულს ესტუმრა, რომელმაც აღნიშნა:,,სეულის ქუჩები მომაჯადოვებელი, დიდებული, სუფთა, მშვენივრად გაკეთებული და კეთილმოწყობილია. სეული ძალიან ახლოა იმასთან, რომ გახდეს აღმოსავლეთის უმაღლესი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე სუფთა ქალაქი.<nowiki>''</nowiki> [https://books.google.ge/books?id=LR8svgdNOAYC&pg=PT123&lpg=PT123&dq=The+streets+of+Seoul+are+magnificent,+spacious,+clean,+admirably+made+and+well-drained&redir_esc=y#v=onepage]
[[ფაილი:Changdeokgun Palace 청덕궁- US Army Korea - Yongsan- 6 (5440949488).jpg|მარცხნივ|მინი|[[ჩხანდოკუნი]]]]
1910 წელს ანექსიის ხელშეკრულების შემდეგ, იაპონიამ დაიპყო კორეა და ქალაქს გიეონგსეონგი უწოდა. ქალაქში გაჩნდა იაპონური ტექნოლოგიები, ქალაქის კედელი და რამოდენიმე კარიბჭე დაინგრა. მათ გაიყვანეს გზები და ააშენეს დასავლური სტილის ნაგებობები. ქალაქი ამერიკის სამხედრო ძალებმა [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] ბოლოს გაათავისუფლეს.
 
1945 წელს, ქალაქს ოფიციალურად დაერქვა სეული. 1949 წელს კი მან სპეციალური ქალაქის წოდება მიიღო.
 
[[კორეის ომი|კორეის ომის]] დროს სეულის მმართველები მრავალჯერ შეიცვალა. ქალაქი ეკავა საბჭოთა კავშირს, ჩინეთის მიერ მხარდაჭერილ ჩრდილოეთ კორეას და ამერიკის მიერ მხარდაჭერილ სამხრეთ კორეას. ამ ყველაფრის გამო ქალაქი ძალიან დაზიანდა. დედაქალაქი დროებით [[პუსანი|პუსანში]] გადავიდა. ომის შედეგად ქალაქის მინიმუმ 191 000 შენობა, 55 000 სახლი და 1000 ქარხანა დაინგრა. მოსი დროს სეულში მიგრანტტა დიდი რიცხვი შევიდა, რამაც 1955 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 1,5 მილიონამდე გაზარდა.
[[ფაილი:경복궁 전경.jpg|მინი|[[გიეონგბოკგუნგი]]]]
მოს შემდეგ სეული რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციაზე კონცენტრირდა. 1960-იანი წლებიდან სამხრეთ კორეის ეკონომიკამ სწრაფად ზრდა დაიწყო. ასევე დაჩქარდა ურბანიზაცია, რის შედეგადაც მუშებმა სეულში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში გადასახლება დაიწყეს. 1970-იან წლებში სეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ზომა მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რადგან მას შეუერთდა მიმდებარე ქალაქები და სოფლები.
 
2012 წლის აღწერის მონაცემებით, სეულის ტერიტორიის მოსახლეობა სამხრეთ კორეის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20% -ს შეადგენს.[http://www.korea.net/AboutKorea/Korea-at-a-Glance/Facts-about-Korea] სეული გახდა ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. აქვე დაარსდნენ სამხრეთ კორეის წამყვანი კომპანიები, როგორებიცაა: [[Samsung|სამსუნგი]], ჰიუნდაი და [[ელჯი]].
 
სეული იყო 1986 წლის აზიის თამაშებისა და [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1988|1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადის]] მასპინძელი ქალაქი, ასევე 2002 წლის [[ფიფა|ფიფას]] მსოფლიო თასის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი.
[[ფაილი:Yanghwa Bridge.jpg|მარცხნივ|მინი|იანგჰვას ხიდი მდინარე ჰანზე და ბუხანის მთის ხედი]]
 
== გეოგრაფია ==
სეული სამხრეთ კორეის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ფართობი 605.25 კვადრატული კილომეტრია (233.69 კვადრატული მილი). ის მდინარე ჰანის ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროებზეა გაშენებული. მდინარე ჰანმა და მისმა მიმდებარე ტერიტორიამ კორეის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მდინარე ჩინეთთან დამაკავშირებელი იყო [[ყვითელი ზღვა|ყვითელი ზღვის]] გავლით. მდინარე ამჟამად ნავიგაციისთვის აღარ გამოიყენება, რადგან სწორედ მასზე გადის საზღვარი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. ისტორიულად, ქალაქი სეულის ციხესიმაგრის კედლით შემოსაზღვრული იყო [[ჩოსონის დინასტია|ჩოსონის დინასტიის]] მმართველობის დროს. კედელი გადაჭიმული იყო თანამედროვე ქალაქის ცენრალურ უნაბში მდებარე ოთხ მთავარ მთას შორის: ნამსანი, ნაქსანი, ბუხანსანი და ინვგანსანი. ქალაქს რვა მთა ესაზღვრება. . გეოგრაფიისა და ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე, სეული ძალიან პოლიცენტრული ქალაქს წარმოადგენს. ტერიტორია, რომელიც ძველ დედაქალაქსა და სასახლეებს მოიცავდა სეულის ისტორიულ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს.
 
===კლიმატი===
{{ინფოდაფა ამინდი (ინგლისური)
|location = სეული
Line 218 ⟶ 254:
|publisher = Korea Meteorological Administration |accessdate=2013-08-18}}</ref>
}}
 
== დემოგრაფია ==
სეული გამორჩეულია მოსახლეობის სიმჭიდროვითაც. ქალაქის სიმჭიდროვე დაახლოებით ორჯერ აღემატება [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკის]] სიმჭიდროვეს და [[რომი|რომთან]] შედარებით რვაჯერ მჭიდროდაა დასახლებული. 2015 წელს მოსახლეობა 9.86 მილიონი ადამიანი იყო,[http://english.chosun.com/site/data/html_dir/2014/02/14/2014021400795.html] 2012 წელს კი 10.44 მილიონი. სეულის მოსახლეობა 90-იანი წლების დასაწყისიდან იკლებს, ამის მიზეზებია ცხოვრების მაღალი ხარჯები, ქალაქების გაფართოება და მოსახლეობის დაბერება.
[[ფაილი:N Seoul Tower Panorama Night.jpg|ცენტრი|მინი|1000x1000პქ|სეულის პანორამა]]
2016 წლის მონაცემებით სეულში 404 037 უცხოელი ცხოვრობდა, რაც სამხრეთ კორეის უცხოელი მოსახლეობის 22.9%-ს შეადგენს. 2010 წლის მონაცემებით კორეაში მცხოვრები უცხოელებიდან 186 631 ჩინელია. მათგან 29,901 სწორედ სეულში ცხოვრობს. ჩინელების შემდეგ სეულში უცხოური წარმოშობის ყველაზე მეტი ამერიკელი ცხოვრობს. მათი რიცხვი 9,999-ს წარმოადგენს.მას ტაივანელები მოჰყვებიან რომელთა რაოდენობაც 8,717 ადამიანია.
 
სეულის მთავარ რელიგიებს შორის [[ქრისტიანობა]] და [[ბუდიზმი|ბუდიზმია]]. ნაკლებად გავრცელებული რელიგიები მოიცავს [[ისლამი|ისლამს]] და [[კონფუციანელობა|კონფუციანელობას]]. სეულში არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული კრება, რომელსაც დაახლოებით 830,000 წევრი ჰყავს. [https://www.economist.com/asia/2011/10/15/for-god-and-country]
 
ადგილობრივი სეულელები კორეულის გიეონგის დიალექტზე საუბრობენ.
[[ფაილი:Gangnam Seoul January 2009.jpg|მინი|განგნამის კომერციული ცენტრი]]
 
== ეკონომიკა ==
სეული სამხრეთ კორეის ფინანსურ და ბიზნესის ცენტრს წარმოადგენს. მას ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის თითქმის 0.6% უკავია, მაგრამ სახელმწიფოს შემოსავლის 48%-ს წარმოადგენს. გლობალურმა ფინანსურმა ცენტრმა, 2015 წელს მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან ქალაქებს შორის, სეული მე-6 ადგილზე გაიყვანა. ქალაქმა სამხრეთ კორეის [[მთლიანი შიდა პროდუქტი|მთლიანი შიდა პროდუქტის]] 23% შეადგინა.
 
=== ტექნოლოგიები ===
სეული ცნობილია, როგორც მსოფლიოს ,,ყველაზე სადენიანი ქალაქი<nowiki>''</nowiki>.სეულს აქვს ძალიან ტექნოლოგიურად განვითარებული ინფრასტრუქტურა.
 
სეული მსოფლიოს ლიდერებს შორისაა ინტერნეტთან კავშირით. სამხრეთ კორეის დედაქალაქს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტი, 26.1 მბ/ წმ აქვს. 2015 წლიდან, სეულმა უზრუნველყო უფასო Wi-Fi წვდომა გარე სივრცეებში 47,7 მილიარდიანი პროექტის საშუალებით. ინტერნეტი ხელმისაწვდომია 10,430 პარკში, ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.
 
== არქიტექტურა ==
[[ფაილი:Lotte world tower.jpg|მარცხნივ|მინი|ლოთე ვორლდ თაუერი]]
სეულის ტრადიციული გული, [[ჩოსონის დინასტია|ჩოსონის დინასტიის]] დროინდელი ქალაქი ამჟამინდელი სეულის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარეობს აქვეა: სასახლეების უმეტესობა, სამთავრობო ოფისები, კორპორატიული შტაბები, სასტუმროები და ტრადიციული ბაზრები.
 
ჯონგნოს ქუჩა, რომელიც ნიშნავს "ზარის ქუჩას", იყო მთავარი ქუჩა და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული კომერციული ქუჩა.ამ ქუჩაზე შესაძლებელია იპოვოთ ბოსინაგი, პავილიონი სადაც დიდი ზარი მდებარეობს. ზარი დღის განმავლობაში მრავალჯერ ირეკებოდა და ქალაქის ოთხ მთავარ კარიბჭეს აკონტროლებდა. ამ ნაწილის ჩრდილოეთით ბუხანის მთა მდებარეობს, სამხრეთ ნაწილში კი ნამსანი. ცენტრალური ნაწილიდან სამხრეთით ძველი გარეუბნებია: იონგსანის და მაპოს უბნები. მდინარე ჰანის გასწვრივ მდებარეობს უახლესი და უმდიდრესი უბნები, განგნამისა და სეოჩოს უბნები.
[[ფაილი:Korea-Seoul-National Museum Gyeongcheonsa Pagoda 0187&8-06.jpg|მინი|კორეის ეროვნული მუზეუმის პირველი სართული]]
 
=== თანამედროვე არქიტექტურა ===
ქალაქში განლაგებულია მრავალი მაღალი, საოფისე და საცხოვრებელი ცათამბრჯენები. უმაღლესი შენობა, ლოთე ვორლდ თაუერი 555 მეტრის სიმაღლისაა. ის 2017 წლის აპრილში ოფიციალურად გაიხსნა. ეს შენობა ასევე წარმოადგენს მსოფლიოში სიდიდით მეოთხე შენობას.
 
სეულის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი განგნამის უბანში მდებარეობს, რომელიც ხშირად მასპინძლობს საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებს.
 
2010 წელს სეული დასახელდა მსოფლიოს დიზაინის დედაქალაქად, რომელიც ამ სტატუსს ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.
 
== კულტურა ==
 
=== მუზეუმები ===
სეულში 115 მუზეუმი მდებარეობს. მათ შორისაა ეროვნული და ცხრა ოფიციალური მუნიციპალური მუზეუმი. ქალაქში მდებარე ეროვნული მუზეუმი, [[კორეის ეროვნული მუზეუმი]], ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმია არა მხოლოდ სეულში, არამედ მტელს სამხრეთ კორეში. ის 1945 წელს დაარსდა და მას შემდეგ მასში 220 000 არტეფაქტის კოლექციაა განთავსებული. [http://edition.cnn.com/travel/article/seoul-best-museums/index.html] 2005 წლის ოქტომბერში მუზეუმი იონგსანის პარკის მიმდებარედ, ახალ შენობაში განთავსდა.
 
[[კორეის ეროვნული ფოლკლორული მუზეუმი]] [[გიეონგბოკგუნგი|გიეონგბოკგუნგის]] სასახლის მიწაზე, ჯონგნოს უბანში მდებარეობს. ის დაარსებულია კორეული ისტორიული ობიექტებისა და კორეელი ხალხის ისტორიის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. კორეის ეროვნული სასახლე-მუზეუმიც [[გიეონგბოკგუნგი|გიეონგბოკგუნგის]] ტერიტორიაზე მდებარეობს.
 
== დაძმობილებული ქალაქები ==
სეული დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:
 
{{Flagicon|თურქეთი}} [[ანკარა]]
 
{{Flagicon|საბერძნეთი}} [[ათენი]]
 
{{Flagicon|ტაილანდი}} [[ბანგკოკი]]
 
{{Flagicon|კოლუმბია}} [[ბოგოტა]]
 
{{Flagicon|ეგვიპტე}} [[კაირო]]
 
{{Flagicon|ვიეტნამი}} [[ჰანოი]]
 
{{Flagicon|აშშ}} [[ჰონოლულუ]]
 
{{Flagicon|ინდონეზია}} [[ჯაკარტა]]
 
{{Flagicon|მექსიკა}} [[მეხიკო]]
 
{{Flagicon|რუსეთი}} [[მოსკოვი]]
 
{{Flagicon|ავსტრალია}} [[ახალი სამხრეთი უელსი]]
 
{{Flagicon|ყაზახეთი}} [[ნურ-სულთანი]]
 
{{Flagicon|აშშ}} [[სან-ფრანცისკო]]
 
{{Flagicon|ბრაზილია}} [[სან-პაულუ]]
 
{{Flagicon|ტაივანი}} [[ტაიბეი]]
 
{{Flagicon|უზბეკეთი}} [[ტაშკენტი]]
 
{{Flagicon|იაპონია}} [[ტოკიო]]
 
{{Flagicon|მონღოლეთი}} [[ულან-ბატორი]]
 
{{Flagicon|პოლონეთი}} [[ვარშავა]]
 
{{Flagicon|აშშ}} [[ვაშინგტონი]]
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სეული“-დან