სურინამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 145:
 
2012 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 2.563 მილიარდი იყო, ხოლო იმპორტის საერთო ღირებულებამ 1.782 მილიარდი შეადგინა.
 
==დემოგრაფია==
2012 წლის აღწერის მიხედვით, სურინამის მცხოვრებთა რიცხვი 541,638-ია. მათი 90% დედაქალაქ პარამარიბოში ან სანაპიროზეა დასახლებული.
 
სურინამი ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი ქვეყანაა მსოფლიოში, რაც ხანგრძლივი კოლონიალიზმის შედეგია. მოსახლეობის 37%-ს აფრო-სურინამელები შეადგენენ, რომლებიც ორ ეთნიკურ ჯგუფად, კრეოლებად და მარონებად იყოფიან. სურინამელი მარონები, რომლებიც გაქცეული ტყვეების შთამომავლები არიან, ქვეყნის მოსახლეობის 21.7%-ს შეადგენენ და ექვს ჯგუფად იყოფიან. სურინამელი კრეოლები, რომლებივ აფრიკელი ტყვეებისა და ნიდერლანდელების შთამომავლები არიან, მოსახლეობის 15.7%-ს შეადგენენ.
 
სხვა მრავალრიცხოვან ეთნიკური ჯგუფს წარმოადგენენ ჩინელები, რომელთა რიცხვიც 2011 წელს 40,000-ზე მეტი იყო; ასევე ლიბანელები, მათ შორის ძირითადად მარონიტები; ებრაელები, კერძოდ, სეფარდები და აშქენაზები; ბრაზილიელები, რომელთა უმრავლესობა ოქროს მაღაროებშია დასაქმებული.
 
აბორიგენი ტომები ქვეყნის მოსახლეობის 3.7%-ს წარმოადგენენ.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სურინამი“-დან