ხორბალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ხორბალი''' ({{lang-la|Tríticum}}) — [[ბალახოვანი მცენარე|ბალახოვან მცენარეთა]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[მარცვლოვანნი|მარცვლოვანთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი [[მარცვლეული კულტურები|მარცვლეული კულტურა]]. აერთიანებს 27 ველურად მზარდ და კულტურულ სახეობას. მოშინაურებულია (ერთმარცვალა, იგივე [[გვაწა ზანდური]] და [[ასლი]]) [[მიწათმოქმედება|მიწათმოქმედების]] [[წინა აზია|წინააზიურ]] კერაზე ([[ნოყიერი ნახევარმთვარე|ნოყიერ ნახევარმთვარეში]]) [[ძვ. წ. IX ათასწლეული|ძვ. წ. IX]]–[[ძვ. წ. XII ათასწლეული|XII ათასწლეულში]]. VII ათასწლეულის ბოლოს ამ რეგიონში გამოიყვანეს [[რბილი ხორბალი|რბილი]] და [[მაგარი ხორბალი|მაგარი ხორბლის]] სახეობები, რომლებიც სხვაგან ჯერ არ შეინიშნებოდა. გვარი გამოირჩევა დიდი პოლიმორფიზმით. არსებობს მორფოლოგიურ, გენეტიკურ და სხვა ნიშან-თვისებებზე დაყრდნობილი რამდენიმე კლასიფიკაცია (მაგ., [[ქრომოსომა|ქრომოსომების]] რაოდენობის მიხედვით გამოარჩევენ დი-, ტეტრა-, ჰექსა-, ოქტოპლოიდურ სახეობებს). [[ნიკოლოზ გონჩაროვი|ნიკოლოზ პავლეს ძე გონჩაროვის]] მიერ შექმნილი ხშირად გამოყენებული კლასიფიკაციის თანახმად, ხორბლის გვარი იყოფა 5 სექციად.<ref>{{დრე წიგნი | ავტორი = Беспалова Л. А. | სათაური = ПШЕНИЦА | ტომი = 28 | გვ = 66-67}}</ref>
 
ხორბლის გავრცელების არეალი მსოფლიოს ყველა კონტინენტს მოიცავს. ერთწლოვანი მცენარეა, თუმცა ცნობილია ორწლიანი მრავალწლოვანი ფორმებიც. გვხვდება საშემოდგომო, საგაზაფხულო და ნახევრად საშემოდგომო ფორმები. ხორბლის გვარში შემავალი სახეობებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია რბილი (''T. aestivum'') და მაგარი ხორბალი (''T. durum''). აქვს ფუნჯა ფესვთა სისტემა. ღერო სიმაღლეში 40–130 სმ-ია. მომწიფებული ღერო (ჩალა) თეთრი, ყვითელი ან იასამნისფერია. ყვავილედი რთული თავთავია, რომლის ღერაკზე განლაგებულია თავთუნები. თითოეულ თავთუნში მოთავსებულია 3–5 (ზოგჯერ მეტიც) ყვავილი. აქვს სხვადასხვა ფორმის თავთავი — თითისტარისებრი, კვადრატული, კომბლისებრი, პრიზმისებრი; ფერად — თეთრი, წითელი, შავი; ფხიანი ან უფხო. თვითმტვერია მცენარეა.<ref>{{ქსე|11|498|ნასყიდაშვილი პ.}}</ref>
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხორბალი“-დან