სურინამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 87:
 
1954 წელს სურინამი ნიდერლანდების სამეფოს კონსტიტუციური ქვეყანა გახდა. კონსტიტუციის მიხედვით, ნიდერლანდები ინარჩუნებდა კონტროლს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და პასუხისმგებელი იყო მის თავდაცავზე. 1974 წელს, ადგილობრივმა მთავრობამ, რომლის სათავეშიც სურინამის ეროვნული პარტია იდგა, ნიდერლანდების მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყო დამოუკიდებლობის თაობაზე, რომელიც ქვეყანას 1975 წლის 25 ნოემბერს მიანიჭა. დამოუკიდებლობის პირველ ათლწეულში სურინამის ეკონომიკის წამმართველი ძალა ნიდერლანდების მთავრობის დახმარება იყო.
 
===დამოუკიდებლობა===
სურინამის პირველი პრეზიდენტი იყო იოჰან ფერიე, ხოლო პრემიერ-მინისტრი ― ჰენკ არონი, რომელის სურინამის ეროვნული პარტიის იმჟამინდელი ლიდერი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის მოლაპარაკებების პროცესში, ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი ნიდერლანდებში გადავიდა, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ დამოუკიდებელ სურინამში ბევრად უარესი მდგომარეობა იქნებოდა, ვიდრე, როგორც ნიდერლანდების სამეფოს საკონსტიტუციო ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, პოლიტიკოსთა ხელშეწყობით სურინამი ეთნიკურად პოლარიზებული და კორუფციული ქვეყანა გახდა, ხოლო ეროვნუი პარტია ნიდერლანდების მიერ გამოგზავნილ ფულს პარტიზანული მიზნებით იყენებდა. ქვეყნის ლიდერები თაღლითობაში 1977 წლის არჩევნებში ამხილეს, რომელშიც ჰენკ არნონი მეორე ვადით აირჩიეს. მოსახლეობაში უკმაყოფილება სუფევდა, მათი დიდი ნაწილი ნიდერლანდებში გადასულ სურინამელთა საზოგადოებას შეუერთდა.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სურინამი“-დან