დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 80:
 
=== საქართველოს გამოსვლა დსთ-დან ===
[[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის]], მასში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების მონაწილეობის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების გამო, 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილმა]] გააკეთა განცხადება დსთ-იდან საქართველოს გამოსვლის თაობაზე. 2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (117 ხმით) მიიღო დადგენილებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
2009 წლის 18 აგვისტოს საქართველო ოფიციალურად გამოვიდა დსთ-დან. ამას წინ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული დაპირისპირება უძღოდა. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებიდან საქართველო ერთადერთია, რომელიც დსთ-ს წევრი არ არის.
 
2008 წლის 18 აგვისტოს [[საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო]]მ ნოტით აცნობა დსთ-ის აღმასრულებელ კომიტეტს საქართველოს პარლამენტის აღნიშნული დადგენილებებისა და დსთ-იდან საქართველოს გამოსვლის შესახებ. შესაბამისად, 2008 წლის 18 აგვისტოდან საქართველომ თავიდან მოიხსნა დსთ-ის წევრობიდან გამომდინარე ყველა ვალდებულება. დსთ-ის წესდების (მ. 9) თანახმად, 2009 წლის 18 აგვისტოსათვის დასრულდა დსთ-იდან საქართვ. გამოსვლის ფორმალური პროცედურა. ამავე დროს, სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის 1969 წ. კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის ძალაში დარჩა დსთ-ის ფარგლებში დადებული რიგი საერთაშაშორისო მრავალმხრივი შეთანხმება, რომლებშიც მონაწილეობა არ არის შეზღუდული დსთ-ის წევრობით. მათ შორის, შეთანხმება დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ, შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ, კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ და ა.შ.
 
==ლიტერატურა==