ელენე ძამაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
 
ყოველწლიურად ელენე ძამაშვილი ატარებდა სოლო-კონცერტებს, ასევე უკრავდა ადგილობრივ და მიწვეულ სტუმარ მუსიკოსებთან. მან შექმნა შემოქმედებითი დუეტი კონსერვატორიის დეკანთან, მევიოლინე ჰასან შარარასთან, აგრეთვე, ჩამოაყალიბა კაიროს საფორტეპიანო კვარტეტი.<ref>{{Cite web | url = https://www.cairo360.com/event/egyptian-piano-quartet-at-cairo-opera-house/ | title = Egyptian Piano Quartet at Cairo Opera House | publisher = ''cairo360.com'' | accessdate = 7 აგვისტო, 2020}}</ref>
 
ელენეს არაერთმა მოსწავლემ მიაღწია საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის [https://www.cuatropuntos.org/mohamed-shams.html მუჰამედ შამსმა] და [https://www.carthage.edu/live/profiles/1692-wael-farouk ვაელ ფარუკმა]. 2014 წელს კაიროში გამართული შოპენის მუსიკის საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა უმრავლესობას ელენე ძამაშვილის სტუდენტები წარმოადგენდნენ.
 
კულტურის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების მიზნით მისი ინიციატივით მოეწყო რამდენიმე კონცერტი კლასიკური მუსიკის ქართველ და ეგვიპტელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით.<ref>{{Cite web | url = http://english.ahram.org.eg/News/99902.aspx | title = Art Alert: An evening of classical compositions from Georgia and Egypt | publisher = ''english.ahram.org.eg'' | date = 27.04.2014 | accessdate = 7 აგვისტო, 2020}}</ref>