ელენე ძამაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
No edit summary
{{ვიკი}}
'''ელენე (ლეკა) ძამაშვილი''' (დ. [[16 თებერვალი]], [[1942]], [[თბილისი]] — გ. [[21 ივლისი]], [[2020]], [[კაირო]]) — ქართველი კლასიკური მუსიკის პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კაიროს კონსერვატორიის პროფესორი.
 
== ბიოგრაფია ==
1961 წელს დაამთავრა მეორე მუსიკალური სასწავლებელი, სადაც სწავლობდა პედაგოგ ლუსია ესაიანის კლასში. იმავე წელს ჩაირიცხა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში]] ტატიანა გოლდფარბის კლასში, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა პედაგოგ [[თენგიზ ამირეჯიბი|თენგიზ ამირეჯიბთან]].
 
14 წლის ასაკში ელენეს ჰქონდა პირველი სოლო გამოსვლა კონსერვატორიაში,<ref>{{Cite web | url = http://www.rcmagazine.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1239&Itemid=&ed=41 | title = О КАИРСКИХ ДЕЛАХ И НЕ ТОЛЬКО | publisher = ''rcmagazine.ge'' | accessdate = 7 აგვისტო, 2020}}</ref> სადაც მოგვიანებით, [[1971]] წლიდან [[1990]] წლამდე, მუშაობდა კონცერტმეისტერად და ვოკალური ანსამბლის კლასის პედაგოგად. აგრეთვე, მოღვაწეობდა პიანისტად სიმფონიურ ორკესტრთან და [[საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი|ტელერადიოკომიტეტში]]. მისი შესრულებით განხორციელდა 600-ზე მეტი ჩანაწერი.<ref>{{Cite web | url = http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009357/ | title = ელენელეკა ძამაშვილი | publisher = [[საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი]] | accessdate = 7 აგვისტო, 2020}}</ref>
 
[[საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო|საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს]] პრეზიდიუმის 1990 წლის 23 ივლისის №181 დადგენილებით, ელენე ძამაშვილს მიენიჭა [[საქართველოს დამსახურებული არტისტი]]ს წოდება.<ref>{{საქართველოს უწყებები|290360|13–14}}</ref>
* მოღვაწეობდა კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის მუსიკის დეპარტამენტში.
 
ყოველწლიურად ელენე ძამაშვილი ატარებდა სოლო-კონცერტებს, ასევე უკრავდა ადგილობრივ და მიწვეულ სტუმარ მუსიკოსებთან. მან შექმნა შემოქმედებითი დუეტი კონსერვატორიის დეკანთან, მევიოლინე ჰასან შარარასთან, აგრეთვე, ჩამოაყალიბა კაიროს საფორტეპიანო კვარტეტი.<ref>{{Cite web | url = https://www.cairo360.com/event/egyptian-piano-quartet-at-cairo-opera-house/ | title = Egyptian Piano Quartet at Cairo Opera House | publisher = ''cairo360.com'' | accessdate = 7 აგვისტო, 2020}}</ref>
</ref>.
 
ელენეს არაერთმა მოსწავლემ მიაღწია საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის [https://www.cuatropuntos.org/mohamed-shams.html მუჰამედ შამსმა] და [https://www.carthage.edu/live/profiles/1692-wael-farouk ვაელ ფარუკმა]. 2014 წელს კაიროში გამართული შოპენის მუსიკის საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა უმრავლესობას ელენე ძამაშვილის სტუდენტები წარმოადგენდნენ.
 
== დამატებითი რესურსები ინტერნეტში ==
{{Nplg ბიოგრაფია|00009357|ლეკა ძამაშვილი}}
* [http://old.1tv.ge/ge/videos/view/187952.html საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2017 წელს ჩაწერილი ინტერვიუ ელენე ძამაშვილთან]
* [http://english.ahram.org.eg/News/125728.aspx გაზეთ „ალ-აჰრამის“ 2015 წლის ვრცელი სტატია ელენე ძამაშვილის შესახებ] {{En}}