ბანგკოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==ისტორია==
[[File:La Loubere map of Bangkok (English).jpg|thumb|upright|alt=An engraved map titled "A Map of Bancock", showing a walled settlement on the west of a river, and a fort on the east|მარცხნივ|XVII საუკუნის ბანგკოკის რუკა]]
ბანგკოკის ისტორია [[XV საუკუნე]]ში იწყება, როცა ის მდინარე ჩაო ფრაიას დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სოფელი და აიუთაიას სამეფოს ნაწილი იყო. მდინარის ნაპირზე სტრატეგიულმა მდებარეობამ ქალაქის მნიშვნელობის გაზრდას შეუწყო ხელი. თავდაპირველად, ბანგკოკი საბაჟო პუნქტის ფუნქციას ასრულებდა. მდინარის ორივე ნაპირზე ციხე-სიმაგრეები იყო განლაგებული. მათთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენაა 1688 წლის ალყა, რომლიც შედეგადაც ფრანგები სიამიდან განდევნეს. დღევანდელი ბანგკოკის დაარსების თარიღად 1782 წლის 21 აპრილი სახელდება, დღე, როდესაც ქალაქის სვეტები აღმართეს.
 
[[ვიეტნამის ომი|ვიეტნამის ომის]] დასრულების შემდეგ, იაპონიამ ბანგკოკში ინვესტიციების ჩადება დაიწყო. ამის შედეგად გაფართოვდა ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, რამაც ქალაქის ფინანსური ზრდა განაპირობა,<ref>Baker & Pongpaichit 2005, pp. 37–41, 45, 52–71, 149–150, 162, 199–204.</ref> რომელიც დიდი წარმატებით გრძელდებოდა 1980-იან და 1990-იან წლებში. ბანგკოკის ეკონომიკური ზრდა 1997 წლის [[აზიის ფინანსური კრიზისი|აზიის ფინანსურმა კრიზისმა]] შეაჩერა, რომელმაც ქალაქში მრავალი საზოგადოებრივი და სოციალური პრობლემა წარმოშვა.
 
ქალაქი დღევანდელი სახით 1972 წელს, ბანგკოკის მეტროპოლიტურ ადმინისტრაციასთან ერთად დაარსდა.
 
==მთავრობა==
5 227

რედაქტირება