ბანგკოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==გეოგრაფია==
[[File:Chaophrayashortcut.jpg|thumb|left|upright|]მდინარე ჩაო ფრაია და მისი არხები]]
ბანგკოკის ფართობია 1,568.7 კმ², რითაც ტაილანდის პროვინციებს შორის 69-ე ადგილს იკავებს. ქალაქის ურბანული სივრცე 700 კმ²-ზეა გადაჭიმული.
 
ბანგკოკი ტაილანდის ცენტრალურ ვაკეზე, მდინარე ჩაი ფრაიას ნაპირებზე მდებარეობს, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრში [[ტაილანდის ყურე|ტაილანდის ყურეში]] ჩაედინება. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1.5 მეტრია.<ref name="Sinsakul">{{cite journal|last=Sinsakul|first=Sin|title=Late Quaternary geology of the Lower Central Plain, Thailand|journal=Journal of Asian Earth Sciences|date=August 2000|volume=18|issue=4|pages=415–426|doi=10.1016/S1367-9120(99)00075-9 |bibcode=2000JAESc..18..415S}}</ref> ბანგკოკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ჭაობებით იყო დაფარული, რომლებიც თანდათანობით ამოშრა, რის შემდეგაც სარწყავი მიზნით არხები გაიყვანეს. დღეისათვის არხების უმრავლესობა საკმაოდ დაბინძურებულია; ბანგკოკის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციამ რამდენიმე მათგანის გასაწმენდად სპეციალური სამუშაოები ჩაატარა.
 
XIX საუკუნემდე, სანამ ქალაქში გზებს გაიყვანდნენ, ნაოსნობა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო და მოსახლეობის უმეტესობა მდინარის ნაპირას ცხოვრობდა, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ XIX საუკუნეში ბანგკოკს „აღმოსავლეთის ვენეციას“ უწოდებდნენ.<ref>{{cite book|first=H. Warrington |last=Smyth|title=Five years in Siam: from 1891 to 1896|year=1898|place=New York|publisher=Charles Scribner's Sons|volume=II|page=9}} Quoted in Baker & Phongpaichit 2005, p.&nbsp;90.</ref>
 
===კლიმატი===
ბანგკოკში ტროპიკული სავანის ჰავაა. წლის განმავლობაში ქალაქში ძირითადად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ყველაზე ცივი თვეა დეკემპერი, რომლის საშუალო ტემპერატურა 22.0 °C-ია, ხოლო ყველაზე ცხელი თვე აპრილია, რომლის დროსაც საშუალო ტემპერატურა 35.4 °C-ია. ქალაქისთვის დამახასიათებელია სამი სეზონი: ცხელი, წვიმიანი და ცივი. წვიმიანი სეზონი მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრამდე, ხოლო ცივი სეზონი ოქტომბრიდან თებერვლამდე გრძელდება. ბანგკოკში რეკორდული ტემპერატურული მაქსიმუმი – 40.1 °C 2013 წლის მარტში დაფიქსირდა,<ref name="BP-20180715">{{cite news |last1=Wangkiat |first1=Paritta |title=Strong Cities Needed |url=https://www.bangkokpost.com/news/special-reports/1503802/strong-cities-needed |accessdate=16 July 2018 |work=Bangkok Post |date=15 July 2018 |format=in Spectrum}}</ref> ხოლო მინიმუმი – 9.9 °C 1955 წლის იანვარში.<ref>{{cite web|title=Extreme minimum temperature during winter season in Thailand 60-year period (1951–2010)|url=http://www.tmd.go.th/programs/uploads/tempstat/min_stat_latest_en.pdf|website=TMD website|author=Thai Meteorological Department}}</ref>
 
[[NASA]]-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის კლიმატის გავლენის შემსწავლელი ჯგუფის მეცნიერები მსოფლიოს დიდი ქალაქების, მათ შორის ბანგკოკის კლიმატურ მონაცემების ანალიზს აკეთებენ. 1960 წელს ქალაქში 32 °C-ზე მაღალი ტემპერატურა ერთი წლის განმავლობაში 193 დღის მანძილზე დაფიქსირდა. 2018 წელს ასეთი დღეების რიცხვმა 276-ს მიაღწია. NASA-ს მეცნიერთა პროგნოზით, 2100 წლისთვის ბანგკოკში 32 °C-ზე მაღალი ტემპერატურა 297-დან 344 დღემდე დაფიქსირდება.<ref>{{cite news |last1=Popovich |first1=Nadja |last2=Migliozzi |first2=Blacki |last3=Taylor |first3=Rumsey |last4=Williams |first4=Josh |last5=Watkins |first5=Derek |title=How Much Hotter Is Your Hometown Than When You Were Born? |url=https://www.nytimes.com/interactive/2018/08/30/climate/how-much-hotter-is-your-hometown.html |accessdate=1 September 2018 |work=New York Times |publisher=NASA Goddard Institute for Space Studies |date=n.d. |format=Interactive graphic}}</ref>
 
==დემოგრაფია==
5 124

რედაქტირება