ბანგკოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==მთავრობა==
ქალაქის ადგილობრივი სამთავრობო ორგანოა ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაცია, რომლის მეთაურიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა. ადმინისტრაცია ორ, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებად იყოფა, ესენია: ბანგკოკის მთავრობა და ბანგკოკის მეტროპოლიტური საბჭო. მთავრობის მეთაურია ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაციის მდივანი. საბჭოს არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. საკანონმდებლო ორგანოში თითოეულ რაიონს ერთი ან მეტი წარმომადგენელი ჰყავს. 2014 წელს, ტაილანდის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ბანგკოკში ყველა ადგილობრივი არჩევნები გაუქმდა და ამავე წლის 15 სექტემბერს საბჭოს წევრები მთავრობამ დანიშნა.<ref>{{cite journal|journal=Royal Gazette|volume=133|issue=พิเศษ 238 ง|pages=9–10|script-title=th:คำสั่งหัวหน้าคณะรักษาความสงบแห่งชาติ ที่ ๖๔/๒๕๕๙ เรื่อง การให้ผู้ว่าราชการกรุงเทพมหานครพ้นจากตำแหน่ง และการแต่งตั้งผู้ว่าราชการกรุงเทพมหานคร|url=http://www.ratchakitcha.soc.go.th/DATA/PDF/2559/E/238/9.PDF|date=2016-10-18|language=Thai}}</ref>
 
ბანგკოკი 5 რაიონად და 180 ქვერაიონადაა დაყოფილი. თითოეულ რაიონს მთავრობის მიერ დანიშნული მოხელე ხელმძღვანელობს. რაიონული საბჭოები, რომლებიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევიან, რაონის ხელმძღვანელის საკონსულტაციო ორგანოს ფუნქციას ასრულებენ.
ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაცია პასუხისმგებელია ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, დაგეგმარებაზე, მშენებლობათა კონტროლზე, ტრანსპორტზე, ნარჩენების მართვაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე. ადმინისტრაცია ექვს დეპარტამენტადაა დაყოფილი, რომლებიც მისი პასუხისმგებლობების სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს.
 
როგორც ქვეყნის დედაქალაქში, ბანგკოკში ყველა სახელისუფლებო ორგანოა განლაგებული, ესენია: მთავრობა, პარლამენტი და უზენაესი, ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო სასამართლოები.
 
==გეოგრაფია==
5 233

რედაქტირება