ბანგკოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ბანგკოკში 1960-იან წლებში, 10-დან 19 წლამდე სკოლის მოსწავლეთა 60-70% ქალაქში საშუალო განათლების მისაღებად იყო ემიგრირებული.
 
==უსაფრთხოება==
ბანგკოკში ძირითად საშიშროებას ავტოსაგზაო შემთხვევები წარმოადგენს. 2010 წელს ქალაქში 37,985 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 16,602 ადამიანი დაშავდა და 456 დაიღუპა, ხოლო ფულადმა ზარალმა 446.42 მილიონი ბატი შეადგინა. ფატალურ შემთხევათა წილი ქალაქში შედარებით დაბალია. 2010 წელს, ბანგკოკში ქვეყანაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხევევათა 50.9 დაფიქსირდა, საიდანაც ქალაქზე ფატალურ შემთხევათა მხოლოდ 6.2% მოდის. ბანგკოკში აგრეთვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ ცოფიანი ქუჩის ძაღლები, რომელთა რიცხვიც 300,000-ზე მეტია. დედაქალაქის საავადმყოფოებს ყველაზე ხშირად სწორედ ქუჩის ძაღლების ნაკბენის სამკურნალოდ აკითხავენ.
 
==საერთაშორისო ურთიერთობები==
ბანგკოკში გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური და სოციალური კომისიის შტაბ-ბინა მდებარეობს. ქალაქში მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული ოფისია განლაგებული, ესენია: გაეროს აზიისა და წყარი ოკეანის რეგიონის [[გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია|სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო]], [[სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია]], [[შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია]], [[მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია]], [[საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირისკავშირი]], [[გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი]] და [[გაეროს ბავშვთა ფონდი]].
 
===დაძმობილებული ქალაქები===
5 124

რედაქტირება