ბანგკოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==ეკონომიკა==
ბანგკოკი ტაილანდის ეკონომიკური და საინვესტიციო ცენტრია. 2010 წელს, ქალაქმა 3.142 მილიარდი ბატის[[ბატი]]ს ღირებულების პროდუქცია აწარმოა, რაც ქვეყნის [[მშპ]]-ს 29.1%-ს შეადგენდა, ხოლო ბანგკოკის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 456,911 ბატი იყო, რაც ტაილანდის საშუალო მაჩვენებელს – 160,556 ბატს თითქმის სამჯერ აღემატებოდა. ამავე წელს ბანგკოკის მეტროპოლიტურმა რეგიონმა 4.773 მილიარდი ღირებულების პროდუქცია აწარმოა, რაც ქვეყნის მშპ-ს 44.2%-ს შეადგენდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლის მიხედვით აზიის ქალაქებს შორის ბანგკოკი მეექვსე ადგილს იკავებს.
 
ბანგკოკის ეკონომიკის წამყვანი სექტორი საბითუბო და საცალო ვაჭრობაა, რომელიც ქალაქის მშპ-ს 24%-ს გამოიმუშავებს. მას მოჰყვება წარმოების სფერო, რომელზედაც მშპ-ს 14.3% მოდის; უძრავი ქონება, გაქირავება და ბიზნეს საქმიანობა (12.4%); და ტრანსპორტი და კომუნიკაციები (11.6%). ბანგკოკში ტაილანდის სერვისის სექტორის შემოსავლის 48.4% გამომუშავდება, რაც ქვეყნის მშპ-ს 49%-ია. ბანგკოკის მეტროპოლიტური რეგიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი წარმოების სფეროს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის მშპ-ს 28.2%-ს გამოიმუშავებს.
 
ბანგკოკის ეკონომიკის ერთ-ერთი წამმართველი ძალაა ტურიზმი. 2010 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 425.7 მილიარდი ბატი იყო.
 
ბანგკოკი ალფა კატეგორიის გლობალური ქალაქია და გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის სიაში 590-ე ადგილს იკავებს.
ბანგკოკში ტაილანდის ყველა კომერციული ბანკის შტაბ-ბინები, ფინანსური ინსტიტუციები და ქვეყნის უდიდესი კომპანიები მდებარეობს. აგრეთვე ქალაქში ოფისი აქვს მრავალ საერთაშორისო კომპანიას. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში Forbes 2000 ბანგკოკში დაარსებული 17 კომპანია შედის.
 
2010 წლის მონაცემების მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბანგკოკის მოსახლეობის 0.64% ცხოვრობდა, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვენებელი 7.75% იყო. ქალაქში [[ჯინის კოეფიციენტი]], რომელიც ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელია, 0.48-ს უდრის.
 
==განათლება==
5 227

რედაქტირება