ბანგკოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
როგორც ქვეყნის დედაქალაქში, ბანგკოკში ყველა სახელისუფლებო ორგანოა განლაგებული, ესენია: მთავრობა, პარლამენტი და უზენაესი, ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო სასამართლოები.
 
==გეოგრაფია==
ბანგკოკის ფართობია 1,568.7 კმ, რითაც ტაილანდის პროვინციებს შორის 69-ე ადგილს იკავებს. ქალაქის ურბანული სივრცე 700 კმ-ზეა გადაჭიმული.
 
ბანგკოკი ტაილანდის ცენტრალურ ვაკეზე, მდინარე ჩაი ფრაიას ნაპირებზე მდებარეობს, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრში ტაილანდის ყურეში ჩაედინება. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1.5 მეტრია. ბანგკოკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ჭაობებით იყო დაფარული, რომლებიც თანდათანობით ამოშრა, რის შემდეგაც სარწყავი მიზნით არხები გაიყვანეს. დღეისათვის არხების უმრავლესობა საკმაოდ დაბინძურებულია; ბანგკოკის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციამ რამდენიმე მათგანის გასაწმენდად სპეციალური სამუშაოები ჩაატარა.
 
XIX საუკუნემდე, სანამ ქალაქში გზებს გაიყვანდნენ, ნაოსნობა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო და მოსახლეობის უმეტესობა მდინარის ნაპირას ცხოვრობდა, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ XIX საუკუნეში ბანგკოკს „აღმოსავლეთის ვენეციას“ უწოდებდნენ.
 
===კლიმატი===
ბანგკოკში ტროპიკული სავანის ჰავაა. წლის განმავლობაში ქალაქში ძირითადად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ყველაზე ცივი თვეა დეკემპერი, რომლის საშუალო ტემპერატურა 22.0 °C-ია, ხოლო ყველაზე ცხელი თვე აპრილია, რომლის დროსაც საშუალო ტემპერატურა 35.4 °C-ია. ქალაქისთვის დამახასიათებელია სამი სეზონი: ცხელი, წვიმიანი და ცივი. წვიმიანი სეზონი მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრამდე, ხოლო ცივი სეზონი ოქტომბრიდან თებერვლამდე გრძელდება. ბანგკოკში რეკორდული ტემპერატურული მაქსიმუმი – 40.1 °C 2013 წლის მარტში დაფიქსირდა, ხოლო მინიმუმი – 9.9 °C 1955 წლის იანვარში.
 
NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის კლიმატის გავლენის შემსწავლელი ჯგუფის მეცნიერები მსოფლიოს დიდი ქალაქების, მათ შორის ბანგკოკის კლიმატურ მონაცემების ანალიზს აკეთებენ. 1960 წელს ქალაქში 32 °C-ზე მაღალი ტემპერატურა ერთი წლის განმავლობაში 193 დღის მანძილზე დაფიქსირდა. 2018 წელს ასეთი დღეების რიცხვმა 276-ს მიაღწია. NASA-ს მეცნიერთა პროგნოზით, 2100 წლისთვის ბანგკოკში 32 °C-ზე მაღალი ტემპერატურა 297-დან 344 დღემდე დაფიქსირდება.
 
==განათლება==
5 239

რედაქტირება