სიონის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 99:
 
== ტაძრის საძვალე==
სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - [[ჯვარი ვაზისა|წმ. ნინოს ჯვარი]]. [დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის მცდარი მოსაზრებით სიონის საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაფლულია 550 წლის ახლოს მოწამებრივად აღსრულებული წმ. [[ევსტათი მცხეთელი]]ს ნაწილები, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ წმინდა ევსტათის ნეშტი სვეტიცხოველში განისვენებს]. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთან მარმარილოს თეთრი ქვის ქვეშ ასვენია წმ. იოანე მანგლელ ეპისკოპოსის (1666-1751) ნეშთი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: [[კირიონ II|კირიონ მეორის]] (1855-1918), [[ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)|ლეონიდეს]] (1861-1921), [[ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)|ამბროსის]] (1861-1927), [[ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი)|ქრისტეფორეს]] (1873-1932), [[კალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი)|კალისტრატეს]] (1863-1952), [[მელქისედეკ III (კათოლიკოს-პატრიარქი)|მელქისედეკ III-ის]] (1872-1960), [[ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი)|ეფრემ II-ის]] (1896-1972) და [[დავით VIV (კათოლიკოს-პატრიარქიდევდარიანი)|დავით V-ის]] (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ [[ვახტანგ ორბელიანი]]სა (1812-1890).
 
წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი. სიონში აგრეთვე დაკრძალულნი არიან: [[ანა ბატონიშვილი]] - ვახტან VI-ის ქალიშვილი (1745); სოლომონი - ერეკლე II-ს შვილი (1765); [[დიმიტრი ორბელიანი]] (1784); [[თამარი ბატონიშვილი]] - ერეკლე II-ის ქალიშვილი (1786); [[იოანე ორბელიანი]] - "სჳნდისის ლოცუანი"-ს დამწერი (1794); [[დავით ორბელიანი]] - სახლთუხუცესი (1796); [[ნეკრესელი ეპისკოპოსი ამბროსი]] (1796); თბილელი მიტროპოლიტი [[ქრისტეფორე თუმანიშვილი]] (XVIII); ლუარსაბი - გიორგი XII-ის ჩვილი შვილი (XVIII); [[ბერი იოანე (ოსეშვილი)|დეკანოზი იოანე (ოსეშვილი)]] (1801); [[სოფია ორბელიანი]] - ქსნის ერისთავ იასეს ქალიშვილი (1802); [[ნიკოლოზ ორბელიანი]] (1803); [[ივანე ლაზარევი]] - გენერალ-მაიორი (1803); [[პავლე ციციანოვი]] - საქართველოს მთავარმართებელი (1806); [[ზაალ ორბელიანი]] (1808); [[ბარბარე]] - გიორგი XII-ის ქალიშვილი (1814); [[თამაზ ორბელიანი]] - ერეკლე II-ის დისშვილი (1815); [[საქართველოს ექზარხოსი მოსე]] (1834); [[ქეთევან ორბელიანი]] (1852); [[გორის ეპისკოპოსი იოანე]] (ავალიანი) (1859); [[თბილელი მთავარეპისკოპოსი ბარნაბა]] (1589); [[თბილელი მთავარეპისკოპოსი იოსები]] - [[დიდ-მოურავიანი]]ს დამწერი (1670); [[თბილელი მიტროპოლიტი დომენტი]] (ორბელიანი) (1727); [[თბილელი მიტროპოლიტი გერმანე]] (XVIII); [[თბილელი მიტროპოლიტი ეფრემი]] (XVIII); [[თბილელი მიტროპოლიტი არსენი]] (1812); [[თბილელი მთავარეპისკოპოსი პავლე]] (თარხნიშვილი) - მოკლული ბაზალეთის შეტაკებაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიონის_ტაძარი“-დან