ივანე ადამიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ივანე ილარიონის ძე ადამიძე''' (დ. 1889, თბილისი, — გ. 30 სექტემბ...
(განსხვავება არ არის)

18:11, 5 აგვისტო 2020-ის ვერსია

ივანე ილარიონის ძე ადამიძე (დ. 1889, თბილისი, — გ. 30 სექტემბერი, 1937) — ქართველი სამხედრო პირი.

მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918); იყო კავკასიელ მსროლელთა მე-15 პოლკის პორუჩიკი, წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენის კავალერი (1916). გარკვეული ხანი ოსმალთა ტყვეობაში გაატარა. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯარის ოფიცერი, 1921 წელს — ქართული სამხედრო სკოლის ნაცვალთა ათასეულის კაპიტანი. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ შემდეგ მსახურობდა წითელ არმიაში პოლკოვნიკის წოდებით. მეთაურობდა ქართველ მსროლელთა 1-ლ ლეგიონს. იყო თბილისის ადგილობრივი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შტაბის უფროსი. 1937 წელს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

რესურსები ინტერნეტში

  • ადამიძე ივანე ილარიონის ძე / სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო. - 2013.
  • Адамидзе Иван Илларионович. «Офицеры русской императорской армии».