ისარლიშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|ისარლოვების გერბი '''ისარლიშვ...
(განსხვავება არ არის)

18:28, 4 აგვისტო 2020-ის ვერსია

ისარლიშვილები, ისარლოვები — წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულო, წარმოშობით მესხეთიდან.

ისარლოვების გერბი

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ისარლიშვილების გვარი ხურსისძეთა განშტოება იყო. ოსმალთა ბატონობის პერიოდში ახალციხელმა ისარლიშვილებმა კათოლიკობა მიიღეს. გვარი „ისარლიშვილი“ ტრადიციული სახელოს, „ციხისთავის“ თურქული თარგმანიდან („ისარ-ლი აღასი“) მომდინარეობს. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ისარლიშვილების ნაწილი თბილისში გადმოსახლდა (XIX საუკუნის მიწურულს მათ ეკუთვნოდა სახლი ახლანდ. რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე № 51.[1] ჰქონდათ აზნაურობა. აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში ოსმალეთთან, სპარსეთთან და ინდოეთთან. ლუკა ისარლიშვილი მეფე ერეკლე II-ის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და სპარსეთში მისიით მყოფი გარდაიცვალა 1793 წელს. მისი შვილი გრიგოლი (გ. 1828) 1790-იანი წლების ბოლოს ინდოეთში დამკვირდა და დიდძალი ქონება დააგროვა. თბილისელი ისარლიშვილებიდან იყო XIX საუკუნის რამდენიმე ცნობილი საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, მ. შ. ცენზორი და ჟურნალისტი ლუკა ისარლიშვილი, გენერალ-მაიორი იოსებ ისარლიშვილი, პუბლიცისტი რაფიელ ისარლიშვილი და სხვ. „რუსეთის იმპერიის თავადაზნაურობის საგვარეულოთა გერბების საერთო კრებულის“ მე-16 ნაწილში (1901) შეტანილია ისარლოვების ოფიციალურად დამტკიცებული გერბი.[2]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. თბილისური სახლი (თაბუკაშვილის ქუჩა № 51) / ლ. ანდრონიკაშვილი // Ars Georgica ; 2011.
  2. Общий гербовник дворянских родов Российской империи, Ч. 16. СПб., 1901; - с. 35.