ჭერემის ნაქალაქარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 66:
{{მთავარი|ჭერემის საეპისკოპოსო ტაძრის კომპლექსი}}
საეპისკოპოსო ტაძარი (წმინდა ნიკოლოზის ეკლესია) მდებარეობს სოფ. ჭერემის ცენტრში. იგი ამჟამად სამეკლესიანი ბაზილიკაა, რომლის შუა, მთავარ ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან შიგნით ნალისებური, გარედან ხუთწახნაგა შვერილი აფსიდა აქვს. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიები აღმოსავლეთით ნახევარწრიული [[აფსიდა|აფსიდებით]] ბოლოვდება. შუა ეკლესია მოპირკეთებულია შირიმის ფოროვანი ქვით, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიები აგებულია რიყის ქვით. [[გიორგი ჩუბინაშვილი]] ეკლესიას დეკორაციული ფორმების მიხედვით X-XI საუკუნეებს მიაკუთვნებდა და ფიქრობდა, რომ იგი აგებულია უფრო ძველი ტაძრის ადგილას, რომლის პირველად ფორმად მიიჩნევდა სამნავიან ბაზილიკას, შვერილი ხუთწახნაგა აფსიდით{{Sfn-2|გამყრელიძე გ. და სხვები|2013|გვ=631}}.
[[ფაილი:Inscription of Episcopal Cathedral.jpg|300px|მინი|მარცხნივ|საეპისკოპოსო ტაძრის წარწერა]]
 
ტაძრის ჩრდილოეთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ქვედა ნაწილში ქვაზე ამოკვეთილ წარწერას [[ლეონ მელიქსეთ-ბეგი]] შემდეგნაირად კითხულობდა: „კათალიკოზი მელქისედეკ“ და შესაძლებლად მიიჩნევდა იგი მიეწეროს [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] კათოლიკოს მელქისედეკს{{Sfn-2|გამყრელიძე გ. და სხვები|2013|გვ=631-632}}. თ. ბარნაველი კი შემდეგნაირად კითხულობდა ზემოთ დასახელებულ წარწერას: „ესე საფლავი მელქისედეკისი“. ის მეორადი გამოყენებით მოხვედრილა კედელში. [[პალეოგრაფია|პალეოგრაფიულად]] წარწერის მელქისედეკი არ უნდა იყოს კათოლიკოსი მელქისედეკ I (1010-1033){{Sfn-2|გამყრელიძე გ. და სხვები|2013|გვ=632}}<ref>ბარნაველი თ., კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1962, გვ., 140</ref>.