ჭერემის საეპისკოპოსო ტაძრის კომპლექსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Episcopal Cathedral of Cheremi.jpg|300px|მინი|ჭერემის საეპისკოპოსო ტაძარი]]
[[ფაილი:Bishop's Palace of Cheremi.jpg|300px|მინი|ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევები]]
'''ჭერემის საეპისკოპოსო ტაძრის კომპლექსი''' — არქიტექტურული ძეგლი [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[ჭერემი|ჭერემში]]. კომპლექსში შედის: [[საკათედრო ტაძარი]], [[სასახლე]] და [[გალავანი]].
 
Line 5 ⟶ 7:
მთავარი ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით სამჯერ უფრო განიერი და გაცილებით მაღალია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია, შიგნით ნალისებრი, ხოლო გარედან ხუთწახნაგიანი შეერილი აფსიდით, რომელიც დარბაზის გრძივი კედლებიდან უჩვეულოდ განიერი მხრებითაა გამოყოფილი. [[აფსიდები|აფსიდში]] გაჭრილია მაღალი ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელი, რომელსაც თითქმის პარალელური წირთხლები აქვს. აფსიდის თაღი ნახევარწრიულია. მისი ქუსლები აფსიდის კედლის კიდეების მიმართ ოდნავ განზე არის გასული. თაღი დაყრდნობილია შირიმის იმპოსტებზე, რომელთა პროფილს თარო და შეწყვილებული ლილვი შეადგენს. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი ერთსაფეხურიანი პილასტარია, რომლებზეც [[კამარა|კამარის]] საბჯენი [[თაღი|თაღები]] იყო დაყრდნობილი. პილასტრები დაგვირგვინებულია შირიმის მარტივი პროფილის, წრეთარგიანი კაპეტელებით. ჩრდილო-აღმოსავლეთ პილასტართან შემორჩენილია მასზე მიშენებული საკუთხევლის ზღუდის წრიული სვეტის ნაწილი.
 
საკურთხევლის სარკმლის გარდა, ინტერიერს კიდევ შვიდი თაღოვანი სარკმელი აშუქებდა. სამ-სამი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ხოლო ერთი დასავლეთ კედელში. მთავარი ეკლესიიის სამი შესასვლელიდან მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთი შესასვლელებია შემორჩენილი. გვერდითი ეკლესიებიდან მთელ სიგრძეზე მხოლოდ ჩრდილოეთისღა დგას. სამხრეთი ეკლესიიდან კი მხოლოდ აფსიდალური ნაწილი. ორივე [[ეკლესია (ნაგებობა)|ეკლესია]] აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. ორივე აფსიდში გაჭრილია თითო ვიწრო, მაღალი სარკმელი. ჩღდილოეთჩრდილოეთ ეკლესიის სარკმელი შიგნიდან და გარედან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, სამხრეთ ეკლესიას კი თარაზულად. ეკლესიას დამოუკიდებელი თაღოვანი შესასვლელი, მთავარი ეკლესიის პირდაპირ აქვს. მთავარი ეკლესიის შემოსასვლელის მოპირდაპირედ, შემორჩენილი იყო ვიწრო კარი, ბოძი და კარის მეორე მალი.
 
ჩრდილოეთ ეკლესია გადახურული ყოფილა [[კრამიტი|კრამიტით]]. ეკლესიის კარიბჭე რომელიც გვერდით ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებდა, თითქმის მთლიანადაა დანგრეული. მთავარი ეკლესიის შესაბამის კედელზე [[კამარა|კამარის]] დასაყრდნობად მიშენებული იყო თაღედი, რომლის ერთი პილასტრის ფრაგმენტი მთავარი ეკლესიიის ჩრდულო-დასალვეთ კუთხესთან შემორჩა კარიბჭის დასავლეთ კედელზე არსებული პილასტრის მოპირდაპირედ ამ პილასტრის გარდა დასავლეთ კედელზე ერთმანეთისგან არათანაბარი მანძილებით დაცილებული კიდევ სამი პილასტარია. ჩრდილოეთიდან მეორე და მესამე პილასტრებს შორის მოწყობილი ყოფილა შესასვლელი.
 
სასახლე დგას საეპისკოპოსო ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით ორმოციოდე მეტრზემდებარეობსმეტრზე. მდებარეობს ჭერმისხევის ხეობის პირას, ფლატის თავზე, განეკუთვნება VIII-IX საუკუნეს. შენობა ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით. შემორჩენილია ერთი საკმაოდ გრძელი შუა ნაწილი რომელსაც მოწყობილი აქვს ტრაპეციისმაგვარი შვერილი. შენობა ორსართულიანი ყოფილა. სართულშუა გადახურვა გამართული იყო ხის კოჭებზე. [[გალავანი]] შემორჩენილია ფრაგმენტულად, ნაგებისა სხვადასხვა ზომის [[რიყის ქვა|რიყის ქვით]].
 
==ლიტერატურა==