მიანმარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
|სქოლიო =
}}
'''მიანმარის კავშირის რესპუბლიკა'''<ref>[http://lenta.ru/news/2010/10/21/myanmar/ მიანმამ შეცვალა სახელი და დროშა]</ref> (ბირმ. <span style="font-family:Padauk;">{{nobold|ပြည်ထောင်စု သမ္မတ မြန်မာနိုင်ငံတော်}}</span>, აგრეთვე '''ბირმის კავშირი''') — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება [[ბანგლადეში]] და [[ინდოეთი]], ჩრდილოეთიდან – [[ჩინეთი]], სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – [[ლაოსი]] და [[ტაილანდი]], ხოლო სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან – [[ანდამანის ზღვა]] და [[ბენგალის სრუტე]]. მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი ქვეყანაა. მისი ფარობი 676,678 კმ²-ია. 2017 წლის მონაცემებით, მიანმარის მცხოვრებთა რიცხვი 54 მილიონია. ქვეყნის დედაქალაქია [[ნაიფიიდო]], ხოლო უდიდესი ქალაქია – [[იანგონი]]. 1997 წლიდან მიანმარი [[სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია|სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის]] წევრია.
 
მიანმარმა დამოუკიდებლობა 1948 წელს მოიპოვა. 1962 წლის გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში ბირმის სოციალისტური პარტიის სამხედრო დიქტატურა დამყარდა.
 
დამოუკიდებლოს მოპოვების შემდეგ, მიანმარში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის მუდმივად დაძაბულობა სუფევდა, რაც ხშირად დაპირისპირებაში იზრდებოდა. ამ ფაქტმა მიანმარის სამოქალაქო ომს დაუდო საფუძველი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი [[სამოქალაქო ომიაომი]]ა. ომის მანძილზე, [[გაერო]] და სხვა ორგანიზაციები ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სისტემატურად აკეთებდნენ განცხადებებს. 1988 წელს მიანმარში სამხედრო გადატრიალების შედეგად სახელმწიფო მშვიდობისა და განვითარების სახელმწიფო საბჭოს მმართველობა დამყარდა, რომელიც 2010 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, 2011 წელს დასრულდა. ამ პერიოდიდან ქვეყანაში გაუმჯობესდა ადამიანის უფლებათა დაცვა, საერთაშორისო ურთიერთობები და შემსუბუქდა ეკონომიკური სანქციები, თუმცა სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების აღმოფხვრას მთავრობა კვლავ ვერ ახერხებდა, რომლის ძალადობრივი ქმედებებიც ხშირად საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. 2015 წლის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება [[აუნ სან სუ ჩისჩი]]ს პარტიამ, [[ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის|დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ]] მოიპოვა, თუმცა ქვეყანაში სამხედრო ძალები კვლავ დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობენ.
 
მიანმარი აღმოსავლეთ აზიის სამიტის, [[მიუმხრობლობის მოძრაობა|მიუმხრობლობის მოძრაობის]] და [[ბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის|BIMSTEC]]-ის წევრია.
 
მიანმარი მდიდარია ძვირფასი თვლებით, [[ნავთობი|ნავთობით]], [[ბუნებრივი აირი|ბუნებრივი აირითა]] და სხვა მინერალური რესურსებით. ქვეყანა ასევე განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სიმდიდრით გამოირჩევა. დიდი მეკონგის სუბრეგიონის ქვეყნებს შორის მიანმარში მზის ენერგიის პოტენციალი ყველაზე მაღალია.
 
2013 წლის მონაცემებით, მიანმარის [[მშპ]] 56.7 მილიარდი, ხოლო მშპ [[მსყიდველობითი უნარის პარიტეტი|მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან]] მიმართებით 221.5 მილიარდი ამერიკული დოლარია. 2016 წლის მონაცემებით, [[ჰუმანური განვითარების ინდექსი|ჰუმანური განვითარების ინდექსის]] მიხედვით მიანმარი მსოფლიოს 188 ქვეყანას შორის 145-ე ადგილზე დგას.
 
==ეტიმოლოგია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიანმარი“-დან