მიანმარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 171:
 
2006 წლის შემდეგ, აშშ-ში 55,000 ბირმელი ლტოლვილი გადავიდა საცხოვრებლად. 2009 წლის მონაცემებით, ტაილანდის ლტოლვილთა ბანაკებში 110,000 ბირმელი ლტოლვილი ცხოვრობდა.
 
===რელიგია===
მიანმარში მოსახლეობის უმრავლესობა ბუდისტური აღმსარებლობისაა. მათი ძირითადი ნაწილი თერავადას სკოლის მიმდევარია. ქვეყანაში 500,000 ბუდისტი ბერი და 75,000 მონაზონია.
 
2014 წლის კვლევის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 87.9% ბუდიზმის მიმდევარია, 6.2% – ქრისტიანობის, 4.3% – ისლამის, 0.5% – ინდუიზმის, 0.2% – სხვა რელიგიების, ხოლო 0.1% თავს არც ერთი რელიგიის მიმდევრად არ თქვის.
 
===განათლება===
იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის 2000 წლის კვლევის მიხედვით, მიანმარში წიგნიერების დონე 90%.
 
ქვეყანაში 146 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მათ შორის 101 უნივერსიტეტი, 12 ინსტიტუტი და 33 კოლეჯი. რაც შეეხება სკოლებს, მიანმარში 2047 საშუალო, 2605 საბაზო და 29944 დაწყებითი სკოლაა.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიანმარი“-დან