ზაგრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 74:
ტაქსები აქტიურად გამოიყენება ქალაქში. სახელმწიფომ მრავალ სატრანსპორტო კომპანიას ბაზარზე შესვლის უფლება მისცა, შესაბამისად, ფასები საგრძნობლად დაეცა, მაშინ როდესაც მომსახურება უკიდურესად გაუმჯობესდა, ამიტომ ზაგრებში ტაქსების პოპულარობა კიდევ უფრო იზრდება.<ref>{{cite web|url=https://vlada.gov.hr/vijesti/ministar-butkovic-novim-zakonom-o-prijevozu-u-cestovnom-prometu-jeftiniji-i-dostupniji-taksi-za-sve-gradjane/23630 |title=Ministar Butković: Novim Zakonom o prijevozu u cestovnom prometu jeftiniji i dostupniji taksi za sve građane |publisher=Government of the Republic of Croatia }}</ref>
 
==გეოგრაფია==
==კლიმატი==
ზაგრების ტერიტორია პრეისტორიული პერიოდის განმავლობაში მუდმივად დასახლებული იყო, ამას მოწმობს არქეოლოგიური აღმოჩენები ვეტერნიკის გამოქვაბულში. გამოქვაბული ამჟამინდელი სოფელ „Šćitarjevo“-ში მდებარეობს.
 
მედვენიცას, ვესტინის, გრუშანისა და რემეტის ფერდობებზე მდებარე სოფლები დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ მდიდარ ტრადიციებს, მათ შორის ხალხურ ტანისამოსს.
 
ჩრდილოეთით არის მედვედნიცას მთა, მისი ყველაზე მაღალი მწვერვალი „Sljeme“-ის სიმაღლე 1 035 მეტრია. 2005 წლის იანვრის შუა რიცხვებში, „Sljeme“– ის მწვერვალზე ჩატარდა მსოფლიო სათხილამურო ჩემპიონატის პირველი ტურნირი.
 
ძველი მედვედგრადი, აშენდა მე -13 საუკუნეში მედვედნიცას გორაზე. იგი გადაჰყურებს ქალაქის დასავლეთ ნაწილს და ასევე მასზე მდებარეობს ეკლესიები, მემორიალი, სადაც მარადიული ცეცხლით არის აღბეჭდილი, რომ ხორვატია პატივს სცემს სამშობლოსთვის დაღუპულ ყველა თავის გმირს, ჩვეულებრივ, პაივს მიაგებენ ეროვნულ დღესასწაულებზე. დანგრეული შუასაუკუნეების დროინდელი ციხესიმაგრე სუსედგრადი მდებარეობს მედვენიცას გორის დასავლეთ მხარეს. იგი მიტოვებულია მე -17 საუკუნის დასაწყისიდან.
 
===კლიმატი===
ზაგრების კლიმატი კლასიფიცირდება, როგორც ოკეანეური კლიმატის მქონე ([[კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია|კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის]] მიხედვით). ზაფხულში ძლიერი წვიმებია, რომელიც შემოდგომაზე კვლავ გრძელდება. წლიური ნალექის რაოდენობა 840 მმ არის, ამიტომაც ზაგრები ევროპაში მე -9 ყველაზე მაღალი ნალექის მაჩვენებლის მქონე დედაქალაქია. ქალაქი უფრო ნაკლებ ნალექს იღებს ვიდრე [[ლუქსემბურგი]], მაგრამ უფრო მეტს ვიდრე [[ბრიუსელი]], [[პარიზი]] და [[ლონდონი]]. შემოდგომა ადრეულ ეტაპზე ხშირად თბილი და მზიანია, ზოგჯერ წვიმებიც მოდის. შემოდგომას ახასიათებს წვიმიანი დღეების ეტაპობრივად ზრდა. დილის ნისლი ხშირი არის ოქტომბრიდან იანვრის თვის ჩათვლით, ქალაქის ჩრდილოეთ უბნებში, ძირითადად მედვედნიცას მთის ძირში, აგრეთვე მდინარე სავას გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე. ზამთარი სხვა სეზონებთან შედარებით ცივია. თებერვალი ყველაზე მშრალი თვეა, ნალექების საშუალო წილი 39 მმ-ს შეადგენს. საშუალოდ, წლიურად თოვლიანი დღეესბის რაოდენობა 29 არის, ჩვეულებრივ, პირველი თოვლი დეკემბრის დასაწყისში მოდის. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, თოვლიანი დღეები მკვეთრად შემცირდა. ზამთარში საშუალო საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ია, ხოლო ზაფხულში საშუალო ტემპერატურა 22 °C-ია.<ref name= normals >{{cite web|url = http://klima.hr/k1/k1_2/zagreb_maksimir.pdf|title = Zagreb Climate Normals |accessdate = 2 December 2015|publisher = Croatian Meteorological and Hydrological Service}}</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზაგრები“-დან