მიანმარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 123:
 
ქვეყნის ჩრდილოეთით ჩინეთ-ტიბეტის მთები მდებარეობს, რომელიც ბუნებრივი ბარიერის ფუნქციას ასრულებს და მიანმარს ჩინეთისგან გამოყოფს. ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია კაკაბო რაზი, რომელიც ზღვის დონიდან 5,881 მეტრზე მდებარეობს. მიანმარის უგრძესი მდინარეა ირავადა, რომელიც 2,170 კილომეტრის სიგრძისაა და ანდამანის ზღვაში, მარტაბანის ყურეში ჩაედინება. მიანმარის მოსახლეობის უმრავლესობა ირავადას ხეობაშია დასახლებული.
 
===კლიმატი===
მიანმარის უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთის ტროპიკსა და ეკვატორს შორისაა მოქცეული. ქვეყანა აზიის მუსონების რეგიონში მდებარეობს. მის სანაპირო რეგიონებში წლიურად 5,000 მმ ატმოსფერული ნალექი ფიქსირდება. ეს რიცხვი დელტის რეგიონში 2,500 მმ, ხოლო ცენტრალური მიანმარის მშრალ ზონაში 1,000 მმ-ზე ნაკლებია. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში საშუალო ტემპერატურა 21 °C, ხოლო დელტისა და სანაპირო რეგიონებში 32 °C-ია.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიანმარი“-დან