კონდენსირებული გარემოს ფიზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კონდესირებული გარემოს ფიზიკა''' არის ფიზიკის ნაწი...
(განსხვავება არ არის)

05:52, 2 აგვისტო 2020-ის ვერსია

კონდესირებული გარემოს ფიზიკა არის ფიზიკის ნაწილი რომელიც სწავლობს ე.წ. კონდესირებულ მდგომარეობაში მყოფ მასალებს. უპირველესად ესაა მყარი სხეულები, ასევე სითხეები. კონდესირებულ მდგომარეობათა რიცხვში ასევე მოაზრება ზეგამტარული და ზედენადი ფაზა, ბოზე-აინშტაინის კონდესატი და ა.შ.

კონდენსირებული გარმოს ფიზიკა არის ფიზიკის ყველაზე პოპულარული ნაწილი. ამერიკელი ფიზიკოსების დაახლოებით ერთი მესამედი სწორედ ამ მიმართულებით მოღვაწეობს[1]. ფიზიკის ეს მიმართულება მჭიდროდაა შეკავშირებული ქიმიასთან, მასალათმცოდნეობასთან, ინჟინერიასა და ნანოტექნოლოგიებთან.

მეოცე საუკუნის 40-იან წლებში, ისეთი დისციპლინები როგორიცაა კრისტალოგრაფია, მეტალურგია და მაგნეტიზმი ცალკეულ დარგებად მიიჩნეოდა. თუმცა მოგვიანებით ისინი გაერთიანდნენ ერთ დარგში - მყარი სხეულის ფიზიკა. 60-იანი წლებიდან ამ სიას დაემატა სითხეების ფიზიკაც რის შემდეგაც აქტუალობა დაკარგა ტერმინმა "მყარი სხეულის ფიზიკა" და უფრო მისაღები გახდა "კონდესირებული გარემოს ფიზიკა"[2].

  1. https://web.archive.org/web/20090327141400/http://www.physicstoday.org/jobs/seek/condensed_matter.html
  2. https://web.archive.org/web/20130825164926/http://nanoelectronics.unibas.ch/education/ModernPhysics/KohnCondMat.pdf