მეხიკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19:
დიდი მეხიკოს [[მთლიანი შიდა პროდუქტი]] 2011 წელს 411 მილიარდი აშშ დოლარი იყო და შესაბამისად, ქალაქ მეხიკოს ურბანული აგლომერაცია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი არეალია მთელ მსოფლიოში.<ref>[http://www.brookings.edu/research/interactives/global-metro-monitor-3 Global MetroMonitor | Brookings Institution]. Brookings.edu. Retrieved on April 12, 2014.</ref> ამავე წლის მონაცემებით, ქალაქი აწარმოებდა [[მექსიკა|მექსიკის]] მთლიანი შიდა პროდუქტის 15,8%-ს, მეტროპოლიური არეალი კი ეროვნული მშპ-ის 22%-ს.<ref name="GDP">{{cite web|url=http://www.mexicocityexperience.com/business_center/key_economic_facts_and_figures/|title=Mexico City GDP as compared with national GDP|accessdate=August 19, 2010}}</ref> 2013 წელს, ცალკე აღებული ქალაქი მეხიკო [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]] მეხუთე უდიდესი ეკონომიკის მქონე იყო, ხუთჯერ მეტი ვიდრე მთლიანად [[კოსტა-რიკა|კოსტა-რიკის]] ეკონომიკა და თითქმის იგივე ზომის, რაც [[პერუ]]ს ეკონომიკა.<ref>{{cite web|last=Parish Flannery|first=Nathaniel|title=Mexico City Is Focusing On Tech Sector Development|url=http://www.forbes.com/sites/nathanielparishflannery/2013/12/23/mexico-city-is-focusing-on-tech-sector-development/|publisher=[[Forbes]]|accessdate=December 27, 2013}}</ref>
 
მეხიკო უძველესი დედაქალაქია [[დასავლეთი ნახევარსფერო|დასავლეთ ნახევარსფეროში]], ამავე დროს, [[კიტო]]სთან ერთად, იგი იმ ორ დედაქალაქს შორისაა, რომლებიც ადგილობრივმა [[ინდიელები|ინდიელებმა]] დააარსეს. თავდაპირველად, 1325 წელს, ქალაქი [[ტესკოკო]]ს ტბაში მდებარე კუნძულზე [[აცტეკები|აცტეკებმა]] დააფუძნეს და მას [[ტენოჩტიტლანი]] უწოდეს. თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, 1521 წელს [[ტენოჩტიტლანის ალყა|ტენოჩტიტლანის ალყის]] დროს ქალაქი თითქმის მთლიანად დაინგრა. ამის შემდეგ, ქალაქი ხელახლა დაპროექტდა და აშენდა ესპანური ურბანული სტანდარტებით. 1524 წელს შეიქმნა მეხიკოს მუნიციპალიტეტი, რომელსაც „მეხიკო-ტენოჩტიტლანი“ ეწოდებოდა,<ref name=gobdf/> 1585 წელს კი ოფიციალურად ქალაქი მეხიკო დაერქვა.<ref name=gobdf>{{cite web|author=Government of the Federal District |title=History of Mexico City |url=http://www.df.gob.mx/wb/gdf/historia_de_la_ciudad_de_mexico |accessdate=December 27, 2009|language=es}}</ref> მეხიკო [[ესპანეთის კოლონიური იმპერია|ესპანეთის კოლონიური იმპერიის]] საკმაოდ დიდი ნაწილის პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსური ცენტრის ფუნქციებს ასრულებდა.<ref name=UN>{{cite web|author=United Nations |title=Mexico City, Mexico |url=http://www.un.org/cyberschoolbus/habitat/profiles/mexico.asp |accessdate=December 27, 2009|language=es}}</ref> მას შემდეგ, რაც [[ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის|მექსიკამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა]] მოიპოვა, 1824 წელს შეიქმნა მეხიკოს ფედერალური რაიონი.
 
1997 წელს მეხიკოს მაცხოვრებლებს უფლება მიეცათ საყოველთაო არჩევნების გზით, პირდაპირ აირჩიონ მთავრობის მეთაური და ერთპალატიანი საკანონმდებლო ასამბლეის წარმომადგენლები. ამ დროიდან მოყოლებული, ხელისუფლების ორივე შტოს მართავს მემარცხენე მიმართულების დემოკრატიული რევოლუციის პარტია.<ref>Daniel C. Schechter, Josephine Quintero. ''Lonely Planet Mexico City, City Guide [With Pullout Map]''. Third Edition. Lonely Planet, 2008. p. 288 (p. 20-21). ISBN 978-1-74059-182-9.</ref> ბოლო წლებში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლიბერალური პოლიტიკა გაატარა, მათ შორის, დააკანონა თანხმობა [[აბორტი|აბორტის]] მოთხოვნის შემთხვევაში, [[ევთანაზია|ევთანაზიის]] შეზღუდული ფორმა, განქორწინება ორივე მხარის თანხმობის გარეშე და [[ერთსქესიანთა ქორწინება|ერთსქესიანთა ქორწინება]].
ხაზი 26:
===აცტეკების პერიოდი===
[[File:Murales Rivera - Markt in Tlatelolco 3.jpg|thumb|left|[[ტენოჩტიტლანი]]]]
ქალაქი, რომელსაც ამჟამად მეხიკო ეწოდება, 1325 წელს მეხიკას ხალხმა დააარსა, რომლებსაც მოგვიანებით [[აცტეკები]] ეწოდათ. მეხიკების ძველი ქალაქი ამჟამად [[ტენოჩტიტლანი]]ს სახელითაა ცნობილი, აშენდა [[მეხიკოს ველი|მეხიკოს ველზე]], სადაც მდებარეობდა პატარა ქალაქი-სახელმწიფო [[ტლატელოლკო]]. სამეცნიერო ლიტერატურაში მას ხშირად „ტენოჩტიტლან-ტლატელოლკოს“ სახელით მოიხსენიებენ.<ref>Frances F. Berdan, ''The Aztecs of Mexico: An Imperial Society'', New York: Holt, Rinehart, Winston 1982, pp. 10-14.</ref> აცტეკების დიდი ბაზრობა, რომელიც [[ბერნალ დიას დელ კასტილიო|ბერნალ დიას დელ კასტილიომ]] დაიპყრო, ამ უკანასკნელს დეტალებში აღწერს თავის ქრონიკაში „მექსიკის დაპყრობის ნამდვილი ისტორია“; დასტურდება, რომ ეს ბაზრობა ტლატელოლკოში მდებარეობდა. მეხიკას ხალხი [[ნაუატლი|ნაუატლზე]] მოლაპარაკთა ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგნლები იყვნენ, რომლებიც [[ტოლტეკები]]ს იმპერიის დაშლის შემდეგ, მეხიკოს ველის ამ ნაწილში დასახლდნენ. მათ მოსვლას წინააღმდეგობა გაუწიეს ამ მიდამოებში უკვე მოსახლე ხალხებმა, თუმცა, მეხიკას ხალხმა მაინც შესძლო [[ტესკოკო]]ს ტბის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულზე ქალაქი გაეშენებინა. თავის მხრივ, მეხიკას ხალხს ქალაქის დაარსების საკუთარი ისტორია ჰქონდა, რომლის თანახმადაც, ამ კუნძულისკენ მათ მთავარმა ღმერთმა, [[უიცილოპოჩტლი]]მ მიუთითა. ამ ისტორიის მიხედვით, ღმერთმა მათ მიანიშნა ის ადგილი, სადაც მათ თავიანთი ქალაქი უნდა აეშენებინათ. თქმულების მიხედვით, აღსრულდა უიცილოპოჩტლის დანაბარები, დაეარსებინათ ქალაქი იმ ადგილას, სადაც [[კაქტუსისებრნი|კაქტუსზე]] მჯდარ არწივს დაინახავდნენ, რომელსაც ნისკარტით გველი ეჭირებოდა, ასეთ სცენას ისინი [[ტესკოკოს ტბა|ტესკოკოს ტბაში]] მდებარე კუნძულზე წააწყდნენ. 1325-1521 წლებში ტენოჩტიტლანი გაიზარდა და გაძლიერდა, დომინანტი გახდა ტესკოკოს ტბის ირგვლივ და მთლიანად მეხიკოს ველზე მდებარე სხვა ქალაქ-სახელმწიფოებს შორის. ესპანელების გამოჩენისას, [[აცტეკების იმპერია]] [[მესოამერიკა|მესოამერიკის]] უდიდეს ნაწილზე ვრცელდებოდა, გასასვლელი ჰქონდა როგორც [[მექსიკის ყურე]]ზე, ისე [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეზე]]. 1519 წლისთვის ტენოჩტიტლანის მოსახლეობა დაახლოებით 150 000-200 000 ადამიანს შეადგენდა; ამ დროისათვის, [[ლონდონი]]ს მოსახლეობა 50 000 კაცს აღწევდა, [[პარიზი]]ს კი დაახლოებით 300 000-ს.<ref>Frances F. Berdan, ''The Aztecs of Mexico: An Imperial Society'', New York: Holt, Rinehart, Winston 1982, p. 14.</ref>
 
===ტენოჩტიტლანის დაპყრობა ესპანელთა მიერ===
[[File:Storming of the Teocalli by Cortez and His Troops.jpeg|thumb|left|კორტესისა და მისი ძალების შტურმი აცტეკთა თეოკალზე, [[ემანუელ ლოიცე]]. 1848 წლის ნახატი.]]
[[ვერაკრუსი]]ს სანაპიროსთან მიდგომის შემდეგ, [[ერნან კორტესი]]ს ყურამდე მიაღწია ხმებმა დიადი ქალაქისა და მისი მოქიშპეების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კორტესი მექსიკაში ძალზედ პატარა არმიის თანხლებით ჩავიდა, მან ადვილად მოახერხა დაერწმუნებინა მრავალი ადგილობრივი ტომი, რომ მას [[ტენოჩტიტლანი]]ს დანგრევაში დახმარებოდნენ.<ref name="ciudadmexico">{{cite web|url=http://www.ciudadmexico.com.mx/historia.htm|title=Historia de la Ciudad de México|language=Spanish|accessdate=October 14, 2008}}</ref> ესპანელმა კორტესმა ტენოჩტიტლანი პირველად 1519 წლის 8 ნოემბერს იხილა.<ref name="Marroqui">{{Cite book|title=La Ciudad de Mexico|last=Marroqui|first=Jose Maria|year=1969|publisher=Ayuntamiento del Distrito Federal|location=Mexico City|pages=21–25}}</ref> ქალაქის მშვენებამ და ზომამ კორტესსა და მის ამალაზე თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა. ესპანელები იმ ქვაფენილს მიუყვებოდნენ, რომელმაც ისინი ქალაქ [[ისტაპალპა|ისტაპალპაში]] მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი [[მონტესუმა II|მონტესუმა]] ტენოჩტიტლანის ცენტრიდან მათ შესახვედრად და საჩუქრების გასაცვლელად დაიძრა, მათ შორის მეგობრობამ დიდხანს ვერ გასტანა.<ref name="pbs1">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_e00.html |title=Conquistadors – Cortés. November 1519, The Most Beautiful Thing in the World|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> კორტესმა იმპერატორი შინაპატიმრობაში გამოკეტა იმ იმედით, რომ მისი ხელით იბატონებდა.<ref name="pbs2">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_f00.html|title=Conquistadors – Cortés. November, 1519 – Montezuma Arrested|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> დაძაბულობა 1520 წლის 30 ივნისის ღამემდე გაგრძელდა, ღამემდე, რომელიც ისტორიაში „[[მწუხარების ღამე|მწუხარების ღამის]]“ სახელითაა ცნობილი, როდესაც აცტეკები ესპანელების წინააღმდეგ აჯანყდნენ და ევროპელებისა და მათი მოკავშირე [[ტლაჰკალტეკები]] შეპყრობა და განდევნა განიზრახეს.<ref name="pbs4">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_g00.html |title=Conquistadors – Cortés. June 1520 – Massacre at Tenochtitlán|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> კორტესის ამალა ტლაჰკალტეკთან შეგროვდა. აცტეკებმა იფიქრეს, რომ ესპანელები სამუდამოდ წავიდნენ. მათ ახალ მეფედ [[კუიტლაუაკი]] აირჩიეს, თუმცა, ეს უკანასკნელი რამდენიმე თვეში [[ყვავილი (დაავადება)|ყვავილით]] დაავადდა და გარდაიცვალა. შემდეგი მეფე [[კუაუტემოკი]] გახდა.<ref name="pbs6">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_h00.html |title=Conquistadors – Cortés. December 1520 – Siege, Starvation & Smallpox|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> ტენოჩტიტლანზე შემდეგი იერიშის მიტანა კორტესმა 1521 წლის მაისისთვის განიზრახა. სამი თვის მანძილზე, აცტეკთა დიდებული ქალაქი საკვებისა და წყლის ნაკლებობით იტანჯებოდა, ამას თან ერთვოდა ევროპელთა მიერ მოტანილი ყვავილის ეპიდემიის გავრცელება.<ref name="ciudadmexico"/> კორტესი და მისი მოკავშირეები კუნძულის სამხრეთით გამაგრდნენ და ქალაქში შესვლას ქუჩა-ქუჩა, სახლდა-სახლ გეგმავდნენ.<ref name="pbs7">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_i00.html |title=Conquistadors – Cortés. The Last Stand: An Aztec Iliad|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> საბოლოოდ, იმპერატორი [[კუაუტემოკი]] მტერს 1521 წლის აგვისტოში ჩაბარდა.<ref name="ciudadmexico"/>
 
===ქალაქის ხელახლა აშენება მეხიკოს სახელით===
[[File:Oldmexicocity.jpg|thumb|მეხიკოს ნახატი, 1628 წ.]]
დაპყრობისას, ბოლო ალყისა დროს, ესპანელებმა [[ტენოჩტიტლანი]] პრაქტიკულად გაანადგურეს. [[კორტესი, ჰერნან|კორტესი]] თავდაპირველად [[კოიოაკანი|კოიოაკანში]] დასახლდა და გადაწყვიტა, [[აცტეკები]]ს ქალაქი ხელახლა აეშენებინა ისე, რომ წინა მმართველობის ყველანაირი კვალი წაეშალა.<ref name="Marroqui"/> კორტესს თავისი პირადი მმართველობით დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია, იგი ლოიალური რჩებოდა ესპანეთის სამეფოს მიმართ. პირველი ვიცე-მეფე ახალ სამფლობელოში თოთხმეტი წლის შემდეგ მოვიდა. ამ დროისათვის მეხიკო კვლავ ქალაქი-სახელმწიფო გახდა, რომლის ძალაუფლებაც ქალაქის საზღვრებს ბევრად სცდებოდა.<ref name="EncMex2000">{{cite encyclopedia|last=Alvarez|first=Jose Rogelio|encyclopedia=Enciclopedia de Mexico|language=Spanish|title=Mexico, Ciudad de|year=2000|publisher=Encyclopædia Britannica|volume=9|pages=5242–5260}}</ref> მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა ტენოჩტიტლანის საწყისი დაგეგმარება შეინარჩუნეს, აცტეკების ძველი ტაძრების ადგილას მათ კათოლიკური ტაძრები ააშენეს, ასევე მიითვისეს საიმპერატორო სასახლე.<ref name="EncMex2000"/> ტენოჩტიტლანს სახელი შეუცვალეს და „მეხიკო“ უწოდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სახელს ესპანელები ადვილად წარმოთქვამდნენ.<ref name="Marroqui"/>
 
===კოლონიური მეხიკოს ზრდა===
ხაზი 57:
დიდგვაროვანთა ცნება ახალ ესპანეთში ამერიკის დანარჩენი ტერიტორიების პრაქტიკისგან განსხვავებული გზით წავიდა. ესპანელები ისეთ საზოგადოებაში აღმოჩნდნენ, სადაც კეთილშობილის ცნება საკუთრივ მათ ირეკლავდა. ისინი პატივს სცემდნენ დიდგვაროვნების ადგილობრივ ადათს. მომდევნო საუკუნეებში, დიდგვაროვნის სტატუსი მექსიკაში არ ასოცირდებოდა ძლევამოსილ პოლიტიკურ ძალაუფლებასთან, პირიქით, ასეთი ძალაუფლება შეზღუდული იყო.<ref name="Ladd">{{Cite book|title=Artes deMexico Palacios de la Nueva España The Mexican Nobility|last=Ladd|first=Doris M|year=1998|publisher=Artes de Mexico y del Mundo|location=Mexico City|isbn=978-968-6533-61-3|pages=84–86}}</ref> მართალია, დიდგვაროვნის ცნება მექსიკაში პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებდა, მაგრამ იგი წარმოადგენდა ძალზედ კონსერვატიულ ესპანურ სოციალურ გაგებას, რაც ოჯახის ღირსებაზე იყო დაფუძნებული. ამგვარ ოჯახთა უმეტესობა საკუთარ ღირსებას იმყარებდა მეხიკოს გარეთ მიღებული შემოსავლებით, შემდეგ კი ამ თანხებს დედაქალაქში სხვადასხვა მიზნით ხარჯავდნენ, აშენებდნენ ეკლესიებს, ეწეოდნენ ქველმოქმედებასა და იშენებდნენ მდიდრულ სასახლეებს. მსგავსი დიდებული სასახლეების შენების მანიამ მწვერვალს XVIII საუკუნის ბოლოს მიაღწია. ბევრი მათგანის ხილვა დღემდე შესაძლებელია და რის გამოც, [[ალექსანდერ ჰუმბოლდტი|ალექსანდერ ჰუმბოლდტმა]] მეხიკოს ზედმეტსახელად „სასახლეების ქალაქი“ უწოდა.<ref name="Marroqui"/><ref name="EncMex2000"/><ref name="Ladd"/>
 
1810 წლის 16 სექტემბერს, გუანახუატოსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ [[გრიტო-დე-დოლორესი|გრიტო-დე-დოლორესთან]] ინციდენტი მოხდა, რამაც დასაბამი მისცა [[ომი დამოუკიდებლობისათვის მექსიკაში|მექსიკის ომს დამოუკიდებლობისათვის]]. ომი ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, 1821 წლის 27 სექტემბერს, დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე გამოცხადდა მექსიკის დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან.<ref name="Iturbide">{{cite web|url=http://www.casaimperial.org/augustin.htm|title=Don Agustín de Iturbide|accessdate=October 20, 2008}}</ref> მიუხედავად ამისა, არეულობა შემდეგ ათწლეულებშიც გაგრძელდა, რადგან მექსიკაზე კონტროლის დამყარებას სხვადასხვა ჯგუფები ცდილობდნენ.<ref name="citydata">{{cite web|url=http://www.city-data.com/world-cities/Mexico-City-History.html|title=Mexico City History|accessdate=October 17, 2008}}</ref>
 
ახალმა მთავრობამ შექმნა მეხიკოს ფედერალური რაიონი და ხელი მოაწერა მის კონსტიტუციას, რომელშიც ფედერალური რაიონის კონცეპტი [[აშშ-ის კონსტიტუცია|აშშ-ის კონსტიტუციიდან]] იყო აღებული.<ref name="Countries of the World">{{Cite book|first=Thomas E.|last=Weil|title=Mexico: Chapter 3B. Evolution of a Nation|work=Countries of the World|publisher=Bureau Development, Inc.|date=January 1, 1991|accessdate=October 20, 2006}}</ref> ამ მომენტამდე, ქალაქი მეხიკო წარმოადგენდა როგორც შტატის, ისე მთლიანი სახელმწიფოს ხელისუფლების ადგილსამყოფელს. მეხიკოს შტატის დედაქალაქები გახდა [[ტესკოკო]] და [[ტოლუკა]].<ref>{{Cite book|first=Ashoka|last=Mody|title=Infrastructure Delivery|work=Countries of the World|publisher=World Bank Publications|date=October 31, 1996|page=187|isbn=978-0-8213-3520-8|accessdate=October 20, 2006}}</ref>
ხაზი 63:
===მეხიკოს ბრძოლა===
[[File:Mexico nebel.jpg|thumb|250px|მეხიკოს ოკუპაცია ამერიკელთა მიერ 1847 წ.]]
მას შემდეგ, რაც [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულმა შტატებმა]] მექსიკის სიღრმეში საბრძოლო დანაყოფები შეიყვანა, ხოლო აშშ-ს არმიის 1-ლმა, მე-2, მე-3 და მე-4 დანაყოფებმა ქალაქი [[ვერაკრუსის ოკუპაცია|ვერაკრუსი]] და მეხიკო დაიკავეს, ორი ქვეყანა [[ამერიკა-მექსიკის ომი|ომის ზღვარზე აღმოჩნდა]].<ref name="Cerro">{{cite web|url=http://www.pbs.org/kera/usmexicanwar/war/cerro_gordo.html|title=The Battle of Cerro Gordo|accessdate=October 18, 2008}}</ref> თავდასხმის კულმინაცია იყო შტურმი მეხიკოში მდებარე [[ჩაპულტეპეკის სასახლე|ჩაპულტეპეკის სასახლეზე]].<ref name="storming">{{cite web|url=http://www.pbs.org/kera/usmexicanwar/war/chapultepec_pillows_attack.html|title=The Storming of Chapultepec (General Pillow's Attack)|accessdate=October 18, 2008}}</ref> ქალაქის დღევანდელ ჩრდილოეთ ნაწილში ხელი მოეწერა [[გვადალუპე-იდალგოს ხელშეკრულებასხელშეკრულება]]<nowiki/>ს.<ref name="treaty">{{cite web|url=http://www.pbs.org/kera/usmexicanwar/war/wars_end_guadalupe.html|title=Treaty of Guadalupe Hidalgo|author=Richard Griswold del Castillo|accessdate=October 18, 2008|archiveurl= http://www.webcitation.org/5nE7IO7rN |archivedate= February 1, 2010|deadurl=no}}</ref> ისეთმა მოვლენებმა, როგორიც იყო მაგალითად [[რეფორმის ომი]], მეხიკო ხელუხლებელი დატოვა. ქალაქი ზრდას განაგრძობდა, განსაკუთრებით კი [[პორფირიო დიასი]]ს პრეზიდენტობის დროს. ამ პერიოდში, ქალაქში განვითარდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა — გზები, სკოლები, ტრანსპორტი და საკომუნიკაციო სისტემები. თუმცა, მთავრობას მთლიანი რესურსები მხოლოდ მეხიკოსკენ ჰქონდა მიმართული, ქვეყნის დარჩენილი ნაწილი კი კვლავ სიღატაკეში რჩებოდა.
 
===რევოლუცია===
ხაზი 93:
==გეოგრაფია==
[[File:Mexico City, Mexico.JPG|thumb|მეხიკოს თანამგზავრული ხედი]]
ქალაქი მდებარეობს [[მეხიკოს ველი|მეხიკოს ველზე]]. ეს ველი თავის მხრივ მდებარეობს [[ტრანს-მექსიკური ვულკანური სარტყელი|ტრანს-მექსიკურ ვულკანურ სარტყელში]], სამხრეთ მექსიკის მაღალ პლატოზე.<ref name="PorruaCuenca">{{Cite book|title=Diccionario Porrua de Historia, Biografia y Geografia de Mexico 6th ed. – Mexico, Cuenca de|year=1995|publisher=Editorial Porrua|location=Mexico City|language=Spanish|isbn=978-968-452-907-6|page=2238|volume=3}}</ref><ref name="casestudy">{{cite web|url=http://casestudies.lead.org/index.php?cscid=100|title=Mexico City: Opportunities and Challenges for Sustainable Management of Urban Water Resources|date=December 2004|accessdate=November 25, 2008|archiveurl= http://web.archive.org/web/20081207190625/http://casestudies.lead.org/index.php?cscid=100 |archivedate= December 7, 2008|deadurl=yes}}</ref> მისი მინიმალური სიმაღლე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2 200 მეტრია და გარშემორტყმულია მთებითა და ვულკანებით, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 5 000 მეტრს აჭარბებს.<ref name="natresearch">{{Cite book|title=Mexico City's Water Supply: Improving the Outlook for Sustainability.|author=National Research Council Staff|year=1995|publisher=National Academies Press|location=Washington, D.C., USA|isbn=978-0-309-05245-0}}</ref> ამ ველს, მთებიდან წამოსული წყლის გასასვლელი ბუნებრივი აუზი არ გააჩნია, რის გამოც მეხიკო წყალდიდობებისა და დატბორვების საფრთხის ქვეშაა. სადრენაჟო სისტემა არხებისა და გვირაბების გამოყენებით XVII საუკუნეში ააგეს.<ref name="PorruaCuenca"/><ref name="natresearch"/> ხშირია [[სეისმოლოგია|სეისმური]] აქტივობა.<ref name="yip">{{Cite journal|last=Yip|first=Maricela|author2=Madl, Pierre|title=Air Pollution in Mexico City|page=16|publisher=University of Salzburg, Austria|date=April 16, 2002|url=http://biophysics.sbg.ac.at/mexico/air.htm|accessdate=November 25, 2008}}</ref> დღეისათვის აღარაფერია შემორჩენილი [[ტესკოკო]]ს ტბიდან, რომელზეც თავდაპირველად იყო გაშენებული მეხიკო, თუმცა ყოფილი ტბის ტერიტორიის თიხნარი ამჟამად ქალაქს მთლიანად აქვს ათვისებული. ეს საკმაოდ რბილი ნიადაგი, მიწისქვეშა წყლების მოქმედების შედეგად, ხშირად იშლება.<ref name="natresearch"/><ref name="yip"/> მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ზოგიერთ ადგილებში მეხიკომ ცხრა მეტრით დაბლა დაიწია. ყოფილი ტბის აუზი ამჟამად მთლიანად მოასფალტებულია ან დაფარულია ტყეებით, მეხიკოს სამხრეთ გარეუბნებში: [[მილპა-ალტა|მილპა-ალტაში]], [[ტლაპლანი|ტლაპლანსა]] და [[შოჩიმილკო]]ში.<ref name="yip"/>
 
<div class="center">
ხაზი 112:
===კლიმატი===
[[File:Cumbres del Ajusco.jpg|thumb|[[კუმბრეს-დელ-ახუსკოს ეროვნული პარკი]]]]
ტროპიკული და [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] მდებარეობის მაღალი მაჩვენებლის გამო, მეხიკოს კლიმატი [[ოკეანური კლიმატი|ოკეანურია]]. მეხიკოს ველის ყველაზე დაბალ რეგიონში უფრო ნაკლები ნალექი მოდის, ვიდრე სამხრეთის მაღალ რეგიონებში; ისეთი დაბალი უბნები, როგორებიცაა: [[ისტაპალპა]], [[ისტაკალკო]], [[ვენუსტიანო-კარანსი|ვენუსტიანო-კარანსა]] და გუსტავო-ა.-მადეროს დასავლეთი ნაწილი, შედარებით მშრალი და თბილია, ვიდრე მაღლა მდებარე სამხრეთი უბნები - [[ტლალპანი]] და [[მილპა-ალტა]], ასევე [[პინე|პინეს]] მთიანი რეგიონი.
 
საშუალო წლიური ტემპერატურა 12 to 16 °C-ს შორის მერყეობს, რაც დამოკიდებულია ამა თუ იმ უბნის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ტემპერატურა იშვიათადაა 3 °C-ზე ნაკლები და 30 °C-ზე მეტი.<ref name=weatherspark>{{cite web|title=Average Weather for Mexico City|url=http://weatherspark.com/averages/32574/Mexico-City-Distrito-Federal|publisher=Weather Spark|accessdate=October 29, 2013}}</ref> ყველა დროის ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც მეხიკოში დაფიქსირებულა, არის −4.4 °C, ყველაზე მაღალი კი 33.9 °C.<ref name="Extreme temps">{{cite web|url=http://www.mherrera.org/temp.htm|title=Extreme temperatures around the world |publisher=Herrera, Maximiliano |accessdate=March 2, 2012}}</ref>
ხაზი 174:
[[File:MexCityPolution.JPG|thumb|მეხიკოს ხედი]]
[[File:EL IZTACCIHUATL Y EL POPOCATEPETL.jpg|thumb|left|[[პოპოკატეპეტლი]]სა და [[ისტაქსიუატლი]]ს ვულკანები ]]
თავდაპირველად, ხეობის უდიდესი ნაწილი [[ტესკოკო|ტესკოკოს ტბის]] ურთიერთდაკავშირებული მლაშე და მტკნარი წყლების სისტემას იყენებდა. მტკნარი წყლის გამოცალკევების მიზნით, [[აცტეკები]] რაბებს აშენებდნენ, შემდეგ კი წყალს ხელოვნურ კუნძულებზე — [[ჩინამპები|ჩინამპებზე]] მოსავლის მოსაყვანად იყენებდნენ; გარდა ამისა, რაბები ხელს უშლიდა წყალდიდობასაც. ისინი ტენოჩტიტლანის ალყის დროს განადგურდა, თუმცა შემდეგ, კოლონიურ პერიოდში, წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით, ესპანელები რეგულარულად ახდენდნენ ტბის წყლის დრენირებას. ჩვენამდე ტბის მხოლოდ მცირე ნარჩენმა მოაღწია, რომელიც ფედერალური რაიონის გარეთ, [[მეხიკოს შტატი|მეხიკოს შტატში]], [[სან-სალვადორ-ატენკო|სან-სალვადორ-ატენკოს]] რაიონში მდებარეობს. ბოლო წლებში, არქიტექტორებმა [[თეოდორო გონსალეს დე ლეონი|თეოდორო გონსალეს დე ლეონმა]] და [[ალბერტო კალაჩი|ალბერტო კალაჩმა]], მექსიკელ ურბანისტთა ჯგუფთან, ინჟინრებთან და ბიოლოგებთან ერთად შეიმუშავეს ქალაქის ტბების აღდგენის პროექტის გეგმა. გეგმა მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა. იგი ხელს შეუწყობს მეხიკოს ველის წყალმომარაგებას ბუნებრივი წყაროებიდან, შექმნის ახალ ბუნებრივ სივრცეებს და გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს.
 
ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესამსუბუქებლად, ფედერალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე გეგმა შეიმუშავა, მათ შორისაა გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი.<ref name=clean>{{cite news|url=http://www.msnbc.msn.com/id/28391130/wid/18298287/page/2/|title=Mexico City cleans up its reputation for smog|date=December 26, 2008}}</ref> იმ შემთხვევაში, თუ ატმოსფეროს დამაბინძურებელი აირების დონე კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ჩატარდება შესაბამისი საპასუხო ღონისძიებები, მათ შორის ქარხნების დახურვა, სკოლებში სასწავლო საათების შეცვლა, და პროგრამა „დღე მანანის გარეშე“. ჰაერის დაბინძურების კონტროლის მიზნით, მთავრობამ შეიმუშავა გაუმჯობესებული ინდუსტრიული ტექნოლოგიები - სატრანსპორტო საშუალებების მკაცრი ინსპექცია, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება.<ref name=clean/> მეხიკოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 36 სადგურის მონაცემების თანახმად, 1990 წლიდან დღემდე დონე 95%-ით დაეცა, [[გოგირდის დიოქსიდი|გოგირდის დიოქსიდის]] დონემ დაიწია 86%-ით, [[ნახშირჟანგი|ნახშირჟანგმა]] 74 %-ით, [[ოზონი]]ს დონემ კი 57 %-ს მიაღწია.<ref name=clean/> 1990 წელს, პატრისია საად სოტომაიორი მეხიკოს ყოველდღიურ გამოცემა „''Excélsior''“-ში, პრეზიდენტ სალინასისადმი მიძღვნილ მოხსენებაში იუწყებოდა, რომ :„მეხიკოს მეტროპოლიურ არეალში, ჰაერის დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 100 000 ბავშვი კვდება, 250 000 ადამიანი დაავადებებით იტანჯება...“. „National Environmentalist Groups“-ის მონაცემების თანახმად კი, სიცოცხლის ხანგრძლივობა ათი წლით შემცირდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეხიკო“-დან