მეხიკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
===აცტეკების პერიოდი===
[[File:Murales Rivera - Markt in Tlatelolco 3.jpg|thumb|left|[[ტენოჩტიტლანი]]]]
ქალაქი, რომელსაც ამჟამად მეხიკო ეწოდება, 1325 წელს მეხიკას ხალხმა დააარსა, რომლებსაც მოგვიანებით [[აცტეკები]] ეწოდათ. მეხიკების ძველი ქალაქი ამჟამად [[ტენოჩტიტლანი]]ს სახელითაა ცნობილი, აშენდა [[მეხიკოს ველი|მეხიკოს ველზე]], სადაც მდებარეობდა პატარა ქალაქი-სახელმწიფო [[ტლატელოლკო]]. სამეცნიერო ლიტერატურაში მას ხშირად „ტენოჩტიტლან-ტლატელოლკოს“ სახელით მოიხსენიებენ.<ref>Frances F. Berdan, ''The Aztecs of Mexico: An Imperial Society'', New York: Holt, Rinehart, Winston 1982, pp. 10-14.</ref> აცტეკების დიდი ბაზრობა, რომელიც ბერნალ დიას დელ კასტილიომ დაიპყრო, ამ უკანასკნელს დეტალებში აღწერს თავის ქრონიკაში „მექსიკის დაპყრობის ნამდვილი ისტორია“; დასტურდება, რომ ეს ბაზრობა ტლატელოლკოში მდებარეობდა. მეხიკას ხალხი [[ნაუატლი|ნაუატლზე]] მოლაპარაკთა ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგნლები იყვნენ, რომლებიც [[ტოლტეკები]]ს იმპერიის დაშლის შემდეგ, მეხიკოს ველის ამ ნაწილში დასახლდნენ. მათ მოსვლას წინააღმდეგობა გაუწიეს ამ მიდამოებში უკვე მოსახლე ხალხებმა, თუმცა, მეხიკას ხალხმა მაინც შესძლო [[ტესკოკო]]ს ტბის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულზე ქალაქი გაეშენებინა. თავის მხრივ, მეხიკას ხალხს ქალაქის დაარსების საკუთარი ისტორია ჰქონდა, რომლის თანახმადაც, ამ კუნძულისკენ მათ მთავარმა ღმერთმა, [[უიცილოპოჩტლი]]მ მიუთითა. ამ ისტორიის მიხედვით, ღმერთმა მათ მიანიშნა ის ადგილი, სადაც მათ თავიანთი ქალაქი უნდა აეშენებინათ. თქმულების მიხედვით, აღსრულდა უიცილოპოჩტლის დანაბარები, დაეარსებინათ ქალაქი იმ ადგილას, სადაც [[კაქტუსისებრნი|კაქტუსზე]] მჯდარ არწივს დაინახავდნენ, რომელსაც ნისკარტით გველი ეჭირებოდა, ასეთ სცენას ისინი [[ტესკოკოს ტბა|ტესკოკოს ტბაში]] მდებარე კუნძულზე წააწყდნენ. 1325-1521 წლებში ტენოჩტიტლანი გაიზარდა და გაძლიერდა, დომინანტი გახდა ტესკოკოს ტბის ირგვლივ და მთლიანად მეხიკოს ველზე მდებარე სხვა ქალაქ-სახელმწიფოებს შორის. ესპანელების გამოჩენისას, [[აცტეკების იმპერია]] [[მესოამერიკა|მესოამერიკის]] უდიდეს ნაწილზე ვრცელდებოდა, გასასვლელი ჰქონდა როგორც [[მექსიკის ყურე]]ზე, ისე [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეზე]]. 1519 წლისთვის ტენოჩტიტლანის მოსახლეობა დაახლოებით 150 000-200 000 ადამიანს შეადგენდა; ამ დროისათვის, [[ლონდონი]]ს მოსახლეობა 50 000 კაცს აღწევდა, [[პარიზი]]ს კი დაახლოებით 300 000-ს.<ref>Frances F. Berdan, ''The Aztecs of Mexico: An Imperial Society'', New York: Holt, Rinehart, Winston 1982, p. 14.</ref>
 
===ტენოჩტიტლანის დაპყრობა ესპანელთა მიერ===
[[File:Storming of the Teocalli by Cortez and His Troops.jpeg|thumb|left|კორტესისა და მისი ძალების შტურმი აცტეკთა თეოკალზე, [[ემანუელ ლოიცე]]. 1848 წლის ნახატი.]]
[[ვერაკრუსი]]ს სანაპიროსთან მიდგომის შემდეგ, [[ერნან კორტესი]]ს ყურამდე მიაღწია ხმებმა დიადი ქალაქისა და მისი მოქიშპეების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კორტესი მექსიკაში ძალზედ პატარა არმიის თანხლებით ჩავიდა, მან ადვილად მოახერხა დაერწმუნებინა მრავალი ადგილობრივი ტომი, რომ მას [[ტენოჩტიტლანი]]ს დანგრევაში დახმარებოდნენ.<ref name="ciudadmexico">{{cite web|url=http://www.ciudadmexico.com.mx/historia.htm|title=Historia de la Ciudad de México|language=Spanish|accessdate=October 14, 2008}}</ref> ესპანელმა კორტესმა ტენოჩტიტლანი პირველად 1519 წლის 8 ნოემბერს იხილა.<ref name="Marroqui">{{Cite book|title=La Ciudad de Mexico|last=Marroqui|first=Jose Maria|year=1969|publisher=Ayuntamiento del Distrito Federal|location=Mexico City|pages=21–25}}</ref> ქალაქის მშვენებამ და ზომამ კორტესსა და მის ამალაზე თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა. ესპანელები იმ ქვაფენილს მიუყვებოდნენ, რომელმაც ისინი ქალაქ ისტაპალპაში მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი [[მონტესუმა II|მონტესუმა]] ტენოჩტიტლანის ცენტრიდან მათ შესახვედრად და საჩუქრების გასაცვლელად დაიძრა, მათ შორის მეგობრობამ დიდხანს ვერ გასტანა.<ref name="pbs1">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_e00.html |title=Conquistadors – Cortés. November 1519, The Most Beautiful Thing in the World|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> კორტესმა იმპერატორი შინაპატიმრობაში გამოკეტა იმ იმედით, რომ მისი ხელით იბატონებდა.<ref name="pbs2">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_f00.html|title=Conquistadors – Cortés. November, 1519 – Montezuma Arrested|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> დაძაბულობა 1520 წლის 30 ივნისის ღამემდე გაგრძელდა, ღამემდე, რომელიც ისტორიაში „[[მწუხარების ღამე|მწუხარების ღამის]]“ სახელითაა ცნობილი, როდესაც აცტეკები ესპანელების წინააღმდეგ აჯანყდნენ და ევროპელებისა და მათი მოკავშირე [[ტლაჰკალტეკები]] შეპყრობა და განდევნა განიზრახეს.<ref name="pbs4">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_g00.html |title=Conquistadors – Cortés. June 1520 – Massacre at Tenochtitlán|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> კორტესის ამალა ტლაჰკალტეკთან შეგროვდა. აცტეკებმა იფიქრეს, რომ ესპანელები სამუდამოდ წავიდნენ. მათ ახალ მეფედ [[კუიტლაუაკი]] აირჩიეს, თუმცა, ეს უკანასკნელი რამდენიმე თვეში ყვავილით დაავადდა და გარდაიცვალა. შემდეგი მეფე [[კუაუტემოკი]] გახდა.<ref name="pbs6">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_h00.html |title=Conquistadors – Cortés. December 1520 – Siege, Starvation & Smallpox|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> ტენოჩტიტლანზე შემდეგი იერიშის მიტანა კორტესმა 1521 წლის მაისისთვის განიზრახა. სამი თვის მანძილზე, აცტეკთა დიდებული ქალაქი საკვებისა და წყლის ნაკლებობით იტანჯებოდა, ამას თან ერთვოდა ევროპელთა მიერ მოტანილი ყვავილის ეპიდემიის გავრცელება.<ref name="ciudadmexico"/> კორტესი და მისი მოკავშირეები კუნძულის სამხრეთით გამაგრდნენ და ქალაქში შესვლას ქუჩა-ქუჩა, სახლდა-სახლ გეგმავდნენ.<ref name="pbs7">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_i00.html |title=Conquistadors – Cortés. The Last Stand: An Aztec Iliad|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> საბოლოოდ, იმპერატორი [[კუაუტემოკი]] მტერს 1521 წლის აგვისტოში ჩაბარდა.<ref name="ciudadmexico"/>
 
ხაზი 37:
 
===კოლონიური მეხიკოს ზრდა===
[[აცტეკები|აცტეკების]] იმპერიის დედაქალაქი ტენოჩტიტლანი ახლა უკვე [[ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფო|ახალი ესპანეთის]] დედაქალაქი გახდა. მექსიკის ვიცე-მეფე მთავარ მოედან სოკალოზე, სასახლეში ცხოვრობდა. მის მოპირდაპირედ აშენდა ახალი ესპანეთის არქიეპისკოპოსის სამეუფეო ტაძარი, მეხიკოს მეტროპილური კათედრალი, რომელიც ამავე დროს მისი სასახლეც იყო. მოედნის გასწვრივ ასევე მდებარეობდა ქალაქის საბჭოს შენობა. კრისტობალ ვილიალპანდოს მიერ მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო წლებში შესრულებული ნახატი „სოკალო“ ასახავს მთავარ მოედანს, რომელიც ერთ დროს აცეტეკების მთავარი საცერემონიო ცენტრი იყო. აცტეკების ცენტრალური სასახლე სამუდამოდ გარდაიქმნა საცერემონიო ცენტრად და კოლონიური ხელისუფლების სასახლედ, თანამედროვე მექსიკაში კი, დღემდე, ის ქვეყნის ცენტრალურ ადგილად რჩება.
 
[[ფაილი:Mexico City Zocalo Cathedral.jpg|250px|მინიატიურა|[[მეხიკოს საკათედრო ტაძარი]] ესპანელებმა [[აცტეკები]]ს მთავარი ტაძრის ნანგრევებზე ააგეს]]
 
ქალაქის ხელახლა აშენება ტენოჩტიტლანის ალყის შემდეგ დაიწყო და ძირითადი სამუშაოები მიმდებარე არეალებში უხვად არსებულმა ადგილობრივმა სამუშაო ძალამ დაასრულა. მექსიკის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, ფრანცისკანელი ბერი [[ტორბიო დე ბენავენტე მოტოლინი|ტორბიო დე ბენავენტე მოტოლინია]], რომელიც ახალ ესპანეთში [[1524]] წელს მოვიდა, ქალაქის ხელახლა აშენების პროცესს ადრეული პერიოდის ერთ-ერთ საშინელ უბედურებად მოიხსენიებს:
 
<blockquote>„მეშვიდე ჭირი გახლდათ დიდი ქალაქის, მეხიკოს მშენებლობა, რაც ადრეულ წლებში მიმდინარეობდა. ამ პროცესში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე იერუსალიმის მშენებლობაში. მუშათა ჯგუფები იმდენად მრავალრიცხოვანი და დიდი იყო, რომ მიუხედავად ფართო ქუჩებისა, როდესაც ერთი ჯგუფი გადაადგილდებოდა, მეორეს მოძრაობა უჭირდა. მრავალი ადამიანი დაიღუპა მზის დარტყმისგან, სიმაღლიდან ჩამოვარდნით, ზოგიც ძველი შენობების დანგრევის დროს, რომლებსაც ახლიდან აშენებდნენ“.<ref>Toribio de Benavente Motolinia, ''Motolinia's History of the Indians of New Spain,'' translated and edited by Elizabeth Adnros Foster. Wesport: Greenwood Press, (1950) 1973, pp. 41-42</ref></blockquote>
ხაზი 74:
დიასის გეგმები მთლიან ქალაქს შეეხებოდა და გულისხმობდა მის თანდათან გარდაქმნას, ხელახლა აშენებას პორფირიანულ-ფრანგულ სტილში, თუმცა სულ მალე დაიწყო მექსიკის რევოლუცია და დიასის გეგმებმა დღის სინათლე ვეღარასოდეს იხილა, მრავალი დაწყებული პროექტი შუაგზაზე შეჩერდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მექსიკის რევოლუციის მონუმენტი. თავდაპირველად, ჩაფიქრებული იყო, რომ ეს მონუმენტი უნდა ყოფილიყო დიასის ახალი სენატის შენობის მთავარი გუმბათი, თუმცა, რევოლუციის დაწყების დროს, დასრულებული იყო მხოლოდ სენატის გუმბათი და მისი საყრდენები. ბევრი მექსიკელისათვის ეს დიასის ეპოქის დასასრულის სიმბოლოდ გაიგივდა და შესაბამისად, ნაგებობა დიასზე გამარჯვების მონუმენტად გარდაიქმნა.
 
სწრაფი მოდერნისტული განვითარება საბოლოოდ [[მექსიკის რევოლუცია]]მ ჩაანაცვლა.<ref name="citydata"/> ქალაქისთვის ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო „[[ათი ტრაგიკული დღე]]“, 1913 წლის გადატრიალება [[მექსიკის პრეზიდენტი|პრეზიდენტ]] [[ფრანსისკო იგნასიო]] მადეროსა და მისი ვიცე-პრეზიდენტის, [[ხოსე მარია პინო სუარესი|ხოსე მარია პინო სუარესის]] წინააღმდეგ. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა მიეცა ფედერალური არმიის უფროს გენერალ ვიქტორიანო უერტას, რომელმაც მადეროსა და სუარესს გადადგომა აიძულა. მოგვიანებით, ორვე მათგანი მოკლეს, როდესაც ციხეში გადაჰყავდათ.<ref name="redescolar">{{cite web|url=http://redescolar.ilce.edu.mx/redescolar/act_permanentes/historia/histdeltiempo/mexicana/sigloxx/xx_dece.htm|title=La Decena Trágica, febrero de 1913|language=Spanish|accessdate=October 19, 2008}}</ref>
 
=== XX საუკუნიდან დღემდე ===
ხაზი 89:
სამი წლის შემდეგ, 1968 წლის სტუდენტური მოძრაობის ყოფილი წევრების ორგანიზებით მაესტროს გამზირზე გამართული დემონსტრაცია ძალისმიერი გზით დაშალა გასამხედროებულმა ჯგუფმა სახელად „ლოს ალკონესმა“, რომელიც ბრბოსა და მრავალი სპორტული კლუბის წევრი ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომლებიც წვრთნებს აშშ-ში გადიოდნენ.
 
1985 წლის 19 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 7:19 საათზე, მეხიკოში [[რიხტერის სკალა|რიხტერის სკალით]] 8,1 [[მაგნიტუდა|მაგნიტუდის]] სიმძლავრის [[მიწისძვრა]] მოხდა.<ref name="Campus">{{Cite news|first=Yunnven|last=Campus|title=A 20 años del sismo del 85|url=http://www.esmas.com/noticierostelevisa/terremoto/475688.html|publisher=Televisa|location=Mexico City|date=September 19, 2005|accessdate=October 4, 2008|language=Spanish}}</ref> მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწისძვრა ისეთივე დამანგრეველი და გამანადგურებელი არ ყოფილა, როგორც თუნდაც [[აზია|აზიისა]] და [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] სხვა ნაწილებში მოჰყოლია მსგავსი სიძლიერის ბიძგებს,<ref name="Moreno">{{Cite journal|last=Moreno Murillo|first=Juan Manuel|year=1995|title=The 1985 Mexico Earthquake|periodical=Geofisica Coumbia|publisher=Universidad Nacional de Colombia|issue=3|pages=5–19|issn=0121-2974}}</ref> იგი ერთპარტიული სისტემის ხელისუფლებისათვის ნამდვილად აღმოჩნდა გამანადგურებელი. ბიუროკრატიისა და კორუფციის გამო ხელისუფლება პარალიზებული იყო, შესაბამისად, მოქალაქეებს დანგრეული საცხოვრებლების აღდგენა საკუთარი ძალებით მოუხდათ.<ref name="haber">{{cite encyclopedia|last=Haber|first=Paul Lawrence|encyclopedia=Concise Encyclopedia of Mexico|title=Earthquake of 1985|year=1995|publisher=Taylor & Frances Ltd.|pages=179–184}}</ref> ამ ყველაფრის ბოლო 1988 წლის არჩევნები აღმოჩნდა. საპრეზიდენტო კანდიდატები იყვნენ მოქმედი ეროვნული რევოლუციური პარტიიდან [[კარლოს სალინას დე გორტარი]] და მემარცხენე მიმართულების პარტიათა კოალიციიდან [[კუაუტემოკ კარდენასი]] - ყოფილი პრეზიდენტის, [[ლასარო კარდენასი|ლასარო კარდენასის]] ვაჟი. ხმების დათვლის დროს, ვითომ შემთხვევით, გაითიშა ელექტროენერგია, ხოლო როდესაც სინათლე მოვიდა, აღმოჩნდა, რომ არჩევნებში გამარჯვებული სალინასი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარდენასს უფრო მეტი მხარდაჭერა გააჩნდა. გაყალბებული არჩევნების შედეგად, კარდენასი დემოკრატიული რევოლუციური პარტიის წევრი გახდა. მან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღო, თუმცა, 1997 წელს ის მეხიკოს მერად აირჩიეს. კარდენასის დაპირება მეტად დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბება იყო, მისი პარტია კი კრიმინალის, დაბინძურებისა და სხვა ძირითადი პრობლემების აღმოფხვრის პირობასაც დებდა. 1999 წელს კარდენასი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
 
==გეოგრაფია==
ხაზი 111:
 
===კლიმატი===
[[File:Cumbres del Ajusco.jpg|thumb|[[კუმბრეს-დელ-ახუსკოს ეროვნული პარკი]]]]
ტროპიკული და [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] მდებარეობის მაღალი მაჩვენებლის გამო, მეხიკოს კლიმატი [[ოკეანური კლიმატი|ოკეანურია]]. მეხიკოს ველის ყველაზე დაბალ რეგიონში უფრო ნაკლები ნალექი მოდის, ვიდრე სამხრეთის მაღალ რეგიონებში; ისეთი დაბალი უბნები, როგორებიცაა: ისტაპალპა, ისტაკალკო, ვენუსტიანო-კარანსა და გუსტავო-ა.-მადეროს დასავლეთი ნაწილი, შედარებით მშრალი და თბილია, ვიდრე მაღლა მდებარე სამხრეთი უბნები - ტლალპანი და მილპა-ალტა, ასევე პინეს მთიანი რეგიონი.
 
ხაზი 170:
 
== გარემო==
[[File:BabyPlantsViverosCoyoacanDF.JPG|thumb|left|[[მიგელ ანხელ დე კევედო|მიგელ ანხელ დე კევედოს]] მიერ დაარსებული ვივეროს-დე-კოიოაკანის პარკი.]]
[[File:Parque Tezozomoc.jpg|thumb|[[ტესოსომოკის პარკი]]]]
[[File:MexCityPolution.JPG|thumb|მეხიკოს ხედი]]
[[File:EL IZTACCIHUATL Y EL POPOCATEPETL.jpg|thumb|left|[[პოპოკატეპეტლი]]სა და [[ისტაქსიუატლი]]ს ვულკანები ]]
ხაზი 299:
 
===მეტროპოლიური არეალი===
დიდი მეხიკო მოიცავს ფედერალურ რაიონს, მეხიკოს შტატის 60 მუნიციპალიტეტს და იდალგოს შტატის 1 მუნიციპალიტეტს. დიდი მეხიკო უდიდესი მეტროპოლიური არეალი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა მექსიკაში. 2009 წელს, ურბანულ აგლომერაციაში 21 163 226 ადამიანი ცხოვრობდა, საკუთრივ მეხიკოში კი 8 841 916. მოსახლეობის მიხედვით, დიდი მეხიკოს ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტებია (თავად მეხიკოს გარდა):<ref>[http://www.inegi.org.mx/sistemas/TabuladosBasicos/preliminares2010.aspx Censo de Población y Vivienda 2010 Resultados preliminares (choose drop down Mexico for state)] {{wayback|url=http://www.inegi.org.mx/sistemas/TabuladosBasicos/preliminares2010.aspx |date=20141103004900 }}</ref>
 
*[[სიუდად-ლოპეს-მატეოსი]] (მოსახლ. 489 775)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეხიკო“-დან