მეხიკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
===ტენოჩტიტლანის დაპყრობა ესპანელთა მიერ===
[[File:Storming of the Teocalli by Cortez and His Troops.jpeg|thumb|left|კორტესისა და მისი ძალების შტურმი აცტეკთა თეოკალზე, ემანუელ ლოიცე. 1848 წლის ნახატი.]]
[[ვერაკრუსი]]ს სანაპიროსთან მიდგომის შემდეგ, [[ერნან კორტესი]]ს ყურამდე მიაღწია ხმებმა დიადი ქალაქისა და მისი მოქიშპეების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კორტესი მექსიკაში ძალზედ პატარა არმიის თანხლებით ჩავიდა, მან ადვილად მოახერხა დაერწმუნებინა მრავალი ადგილობრივი ტომი, რომ მას [[ტენოჩტიტლანი]]ს დანგრევაში დახმარებოდნენ.<ref name="ciudadmexico">{{cite web|url=http://www.ciudadmexico.com.mx/historia.htm|title=Historia de la Ciudad de México|language=Spanish|accessdate=October 14, 2008}}</ref> ესპანელმა კორტესმა ტენოჩტიტლანი პირველად 1519 წლის 8 ნოემბერს იხილა.<ref name="Marroqui">{{Cite book|title=La Ciudad de Mexico|last=Marroqui|first=Jose Maria|year=1969|publisher=Ayuntamiento del Distrito Federal|location=Mexico City|pages=21–25}}</ref> ქალაქის მშვენებამ და ზომამ კორტესსა და მის ამალაზე თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა. ესპანელები იმ ქვაფენილს მიუყვებოდნენ, რომელმაც ისინი ქალაქ ისტაპალპაში მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი [[მონტესუმა II|მონტესუმა]] ტენოჩტიტლანის ცენტრიდან მათ შესახვედრად და საჩუქრების გასაცვლელად დაიძრა, მათ შორის მეგობრობამ დიდხანს ვერ გასტანა.<ref name="pbs1">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_e00.html |title=Conquistadors – Cortés. November 1519, The Most Beautiful Thing in the World|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> კორტესმა იმპერატორი შინაპატიმრობაში გამოკეტა იმ იმედით, რომ მისი ხელით იბატონებდა.<ref name="pbs2">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_f00.html|title=Conquistadors – Cortés. November, 1519 – Montezuma Arrested|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> დაძაბულობა 1520 წლის 30 ივნისის ღამემდე გაგრძელდა, ღამემდე, რომელიც ისტორიაში „[[მწუხარების ღამე|მწუხარების ღამის]]“ (La Noche Triste) სახელითაა ცნობილი, როდესაც აცტეკები ესპანელების წინააღმდეგ აჯანყდნენ და ევროპელებისა და მათი მოკავშირე [[ტლაჰკალტეკები]] შეპყრობა და განდევნა განიზრახეს.<ref name="pbs4">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_g00.html |title=Conquistadors – Cortés. June 1520 – Massacre at Tenochtitlán|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> კორტესის ამალა ტლაჰკალტეკთან შეგროვდა. აცტეკებმა იფიქრეს, რომ ესპანელები სამუდამოდ წავიდნენ. მათ ახალ მეფედ [[კუიტლაუაკი]] აირჩიეს, თუმცა, ეს უკანასკნელი რამდენიმე თვეში ყვავილით დაავადდა და გარდაიცვალა. შემდეგი მეფე [[კუაუტემოკი]] გახდა.<ref name="pbs6">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_h00.html |title=Conquistadors – Cortés. December 1520 – Siege, Starvation & Smallpox|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> ტენოჩტიტლანზე შემდეგი იერიშის მიტანა კორტესმა 1521 წლის მაისისთვის განიზრახა. სამი თვის მანძილზე, აცტეკთა დიდებული ქალაქი საკვებისა და წყლის ნაკლებობით იტანჯებოდა, ამას თან ერთვოდა ევროპელთა მიერ მოტანილი ყვავილის ეპიდემიის გავრცელება.<ref name="ciudadmexico"/> კორტესი და მისი მოკავშირეები კუნძულის სამხრეთით გამაგრდნენ და ქალაქში შესვლას ქუჩა-ქუჩა, სახლდა-სახლ გეგმავდნენ.<ref name="pbs7">{{cite web|url=http://www.pbs.org/conquistadors/cortes/cortes_i00.html |title=Conquistadors – Cortés. The Last Stand: An Aztec Iliad|publisher=PBS|accessdate=April 17, 2011}}</ref> საბოლოოდ, იმპერატორი [[კუაუტემოკი]] მტერს 1521 წლის აგვისტოში ჩაბარდა.<ref name="ciudadmexico"/>
 
===ქალაქის ხელახლა აშენება მეხიკოს სახელით===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეხიკო“-დან