ახალციხის საფაშო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ ბმული
No edit summary
ხაზი 1:
'''ახალციხის საფაშო''', ''ჩილდირის საფაშო'', ოსმალეთის ადმინისტრაციული-პოლიტიკური ერთეული მის მიერ დაპყრობილ [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოს]] ტერიტორიაზე. XVI საუკუნის I ნახევარში ოსმალებმა დაიპყრეს სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი, [[1578]] კი - აღმოსავლეთი ნაწილი. [[1579]] სულთნის ბრძანებით სამცხე-საათაბაგოს სხვადასხვა დროს დაპყრობილი ტერიტორიები გააერთიანეს და ერთი უმაღლესი ადმინისტრაციული-სამმართველო ერთეული ახალციხის (ჩილდირის) საფაშო ჩამოაყალიბებს. [[ყვარყვარე IV ჯაყელი|ყვარყვარე IV ათაბაგი]] ([[1574]]-[[1581]]) და მისი ძმა [[მანუჩარ II]] დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ სულთნის პოლიტიკას, მაგრამ უშედეგოდ. მანუჩარი იძულებელი გახდა გამაჰმადიანებულიყო. მას მუსტაფა ეწოდა და სულთანმა ახალციხის ფაშად დანიშნა. დამპყრობელებმა დაიწყეს ამ მხარის გაოსმალება. [[მანუჩარ II |მანუჩარ II ათაბაგმა]] საიდუმლო კავშირი დაამყარა ქართლის მეფე [[სიმონ I|სიმონ I-თან]] და დახმარებას უწევდა მას ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
[[1582]] მანუჩარის მეთაურობით სამცხეში დიდი აჯანყება დაიწყო. ქართველებმა გაათავისუფლეს ახალციხე და მისი სანახები. მანუჩარმა უარყო მაჰმადიანობა და სამცხის ათაბაგი გახდა. [[1587]] ოსმალებმა შეძლეს სამცხეში აჯანყების ჩაქრობა და ახალციხის ხელმეორედ დაპყრობა. [[1595]] ოსმალეთის მთავრობამ სამცხე აღწერა და [[გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი|"გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი"]] შეადგინა. [[1607]] ირანელებმა ქართველების აქტიური დახმარებით ოსმალები განდევნეს ახალციხიდან. [[აბას I|შაჰ-აბას I-მა]] ახალციხის გამგებლად მანუჩარ II-ის შვილი 15 წლის მანუჩარი დანიშნა ([[მანუჩარ III|მანუჩარ III ათაბაგი]]), მაგრამ [[1608]] ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს ახალციხე. [[1612]] ირან-ოსმალეთის ზავით ახალციხე ოსმალეთს დარჩა. ოსმალებმა მანუჩარ III-ს დაუპურისპირეს გამაჰმადიანებული მესხი ფეოდლები და განხეთქილება ჩამოაგდეს საკუთრივ ათაბაგის სახლის წევრებს შორის. [[1625]] სულთანმა ახალციხის ბეგლარბეგად დანიშნა მანუჩარ III-ის ბიძა [[ბექა III]] (საფარ-ფაშა). ამ დროიდან სამცხე-საათაბაგოს ქართულმა ფეოდალურმა სამთავრომ პოლიტიკური არსებობა შეწყვიტა.
 
ახალციხის საფაშოს პოლიტიკური ორგანიზაცია ოსმალეთის საფუძველზე იყო მოწყობილი, თუმცა ინარჩუნებდა მთელ რიგ თავისებურებებს, რომლებითაც განსხვავდებოდა ოსმალეთის სხვა პროვინციებისაგან. ახალციხის საფაშოს ოსმალეთის ჩვეულებტიოვი მოხელე კი არ განაგებდა, არამედ ათაბაგთა (ჯაყელების) საგვარეულოს გამაჰმადიანებული წარმომადგენელი. ფაშობის თანამდებობა აქ მემკვიდრეობით გადადიოდა. ეს უფლება თითქმის ახალციხის საფაშოს გაუქმრბამდე შეინარჩუნეს. ახალციხის საფაშოს ორ-ორ ან სამთუღიანი ფაშა (ბეგლარბეგი) მართავდა. იგი განაგებდა საფაშოს სამოქალაქო და სამხედრო საქმეებს, რომელთა საწარმოებლად მისი თავმჯდომარეობით დივანი ("ფაშა„ფაშა-დივანი"დივანი“) იკრიბებოდა. საფაშო საჯანყებად იყოფოდა. სანჯაყს (ლივა) სანჯაყ-ბეგი მართავდა. სანჯაყთა რაოდენობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ახალციხის საფაშო მთლიანად არ მოიცავდა სამცხე-საათაბაგოს ყოფილ ტერიტორიას. მისი ნაწილი ([[ისპირი]], [[თორთუმი]], [[პატარა არტაანი]], [[ნამერავანი]]) ოსმალებმა სხვა საფაშოებს შეუერთეს. საფარ-ფაშას დროს ოსმალებმა ხელახლა აღწერეს ახალციხის საფაშო ისინი აქ ნერგავდნენ ოსმალეთის მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის წესებს, საგადასახადო სისტემას, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს ქართული წესების მთლიანად ამოგდება.
 
ახალციხის საფაშოს ოთხი სანჯაყი ბოძებული იყო "იურთლუქისა"„იურთლუქისა“ და "ოჯაქლიქის"„ოჯაქლიქის“ წესით კერძო საკუთრებად, რომელთა გამგებლები (გამაჰმადიანებული ქართველები ბეგები) მემკვიდრეობით ფლობდნენ მათ. ეს სანჯაყები არ იყო გაერთიანებული "დავთარში"„დავთარში“, არ ექვემდებარებოდა ოსმალეთის საგადასახადო სისტემას და მათი შემოსავალი ბეგებს ეკუთვნოდა, ხოლო თვით სანჯაყ-ბეგი ადმინისტრაციული დამოუკიდებლობითა და მართლმსაჯულების უფლებით სარგებლობდა.
 
ახალციხის საფაშოში ოსმალრბმა ძალდატანებით დაიწყეს ისლამის გავრცელება. ქართველ ფეოდალების ნაწილი რენეგატობის გზას დაადგა. მხოლოდ გლეხობა ინარჩუნებდა დიდხანს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მშობლიურ ენას, ზნე-ჩვეულებებს, ეროვნულ ტრადიციებს. ახალციხის საფაშო ოსმალეთისათვის ხელსაყრელი პლაცდარმი იყო, ერთი მხრით, დასავლეთ საქართველოს სამეთვალყურეოდ და ქართლ-კახეთის წინააღმდეგ, მეორე მხრით, კავკასიის მთიელ აბრაგებთან დასაკავშირებლად. ახალციხის საფაშო იქცა ტყვეთა სყიდვის ცენტრად და მთიელი აბრაგების საბუდრად,საიდანაც ორი საუკუნის მანძილზე ავაზაკთა ბრბოები გამუდმებით თავს ესხმოდნენ და არბავდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას.
ხაზი 12:
 
[[tr:Çıldır Eyaleti]]
 
[[კატეგორია:ოსმალეთის იმპერია]]
[[კატეგორია:საქართველოს სამეფო-სამთავროები]]