ვაჩნაძიანის ყველაწმინდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Watschnadsiani,sw.jpg|მინიატიურა|ვაჩნაძიანის ყველაწმინდა]]
'''ვაჩნაძიანის ყველაწმინდა''' — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[ვაჩნაძიანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)|ვაჩნაძიანიდან]] (ყოფ. სოფ. შრომა) 8 [[კილომეტრი|კმ]]-ზე. VI–[[VI საუკუნე|VI]]–[[VII საუკუნე]]ებში იქ [[სამეკლესიიანი ბაზილიკა]] მდგარა. ჩამოზვავებულ მიწას ჩაუტანია ნაგებობის დასავლეთი ნახევარი (შემორჩენილია ნანგრევები). შემდეგ, VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში, აუგიათ ყველაწმინდის გუმბათოვანი ეკლესია. ნაშენია [[რიყის ქვა|რიყის ქვითა]] (კედლები, ზოგი კამარა, კონქები) და აგურით (ზოგი [[თაღი]] და [[კამარა]], [[გუმბათის ყელი]], [[ტრომპი|ტრომპები]] და სხვა). ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ნავს, რომლის ცენტრში აღმართულია გრძივი კედლის შვერილებზე დაყრდნობილი [[გუმბათი (არქიტექტურა)|გუმბათი]]. შუა ნავის გარშემო გარშემოსავლელი, სადიაკვნე და სამკვეთლოა. წინა დროის ძეგლებთან შედარებით ([[ჯვარი (მცხეთა)|ჯვარი]], [[წრომის ტაძარი|წრომი]], [[ატენის სიონი|ატენი]]), თვალს ხვდება ინტერიერში პროპორციათა სრული შეცვლა: ჩანს ზესწრაფვა, სივრცე დავიწროებული და ამაღლებულია, გრძივი ღერძებიც უფრო მკაფიოდ ხაზგასმული. ჩნდება ახალი კონსტრუქციული ელემენტი — [[აფრა (არქიტექტურა)|პანდატივები]]. საერთო აღნაგობა, ნაწილთა ურთიერთშეთანხმება ჰარმონიულია. ვაჩნაძიანი ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ხანის (VIII ს. - X საუკუნის I ნახევარი) ყველაზე მნიშვნელოვან და მაღალმხატვრულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. სამონასტრო ნაგებობათაგან შემორჩენილია აგრეთვე [[სატრაპეზო]]სა და სხვა შენობათა ნანგრევები. გუმბათიანი ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე ოთახია, მათგან ერთი — გეგმით კვადრატული, ყრუკედლებიანი სათავსი ზემოდან ნათდებოდა. სავარაუდოა, რომ აქ მონასტრის [[ბიბლიოთეკა]] იყო. აქვეა წყაროს კამაროვანი ნაგებობა. მონასტრის მაღალ [[გალავანი|გალავანს]] დასავლეთ მხარეს ჰქონდა ჭიშკარი.
 
[[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.