ოლგა ტოკარჩუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
შეუსაბამო რედაქტირებების გაუქმება
ხაზი 31:
| სქოლიო =
}}
'''ოლგა ტოკარჩუკი''' ({{Lang-pl|Olga Nawoja Tokarczuk}}; დ. [[29 იანვარი]], [[1962]], სულეხუვი, [[პოლონეთი]]) — [[პოლონელები|პოლონელი]] მწერალი, [[ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში|ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში]] ([[2018]], გადაეცა [[2019]]). ცნობილია სატირული და რთულსიუჟეტიანი რომანებით, რომელიც ასახავს სხვადასხვა დროისა და ადგილის რეალობას, გაჯერებულია მითოლოგიური სიმბოლოებით. სამშობლოში დიდი პოპულარობის მიუხედავად საერთაშორისო არენაზე ტოკარჩუკი კარგად გაიცნეს მხოლოდ 2018 წელს, როდესაც ის დაჯილდოვდა მენ ბუკერის საერთაშორისო პრემიით რომანისთვის „მორბენალნი“ (''Bieguni'', [[2007]]). ტოკარჩუკი ასევე ცნობილია, როგორც მემარცხენე აქტივისტი და ფემინისტი.
2018 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა პოლონელ მწერალ ქალს ოლგა ტოკარჩუკს - ნობელის კომიტეტი მოიხიბლა „მისი თხრობითი წარმოსახვის უნარითა და ენციკლოპედიური გრძნობით, რომლითაც ავტორი ცხოვრებისეულ საზღვრებს კვეთს“. ტოკარჩუკი კომერციულად საკმაოდ წარმატებული მწერალია, რომლის წიგნები, მრავალ დიდ სალიტერატურო ენაზე თარგმნილი, მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. ტოკარჩუკი თანამედროვე პოლონური ლიტერატურის გამორჩეულ ავტორად არის აღიარებული.
ბუკერის პრემია პოლონელმა მწერალმა ოლგა ტოკარჩუკმა მიიღო. პრესტიული ლიტერატურული ჯილდო მას რომანისთვის Flights გადაეცა. ამის შესახებ BBC წერს. 
ტოკარჩუკი პირველი პოლონელი მწერალია, რომელსაც ბუკერის პრემია გადაეცა. მისი რომანი Flights-ი 2017 წელს გამოიცა. ნაწარმოებები ნოველებისა და მოგზაურობის დროს გაკეთებული ჩანაწერების აერთიანებს.
გასულ წელს ბუკერის პრემია ამერიკელმა მწერალმა ჯორჯ სანდერსმა მიიღო.
 
ოლგა ტოკარჩუკი დღესდღეობით არაერთი რომანის, პოეტური თუ პროზაული კრებულის ავტორია. მისი წიგნები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, კატალონიურ, შვედურ, ესპანურ, ჩეხურ, ხორვატიულ, ლიტვურ, დანიურ ენებზე. მოთხრობა „გლიცინია“ შესულია მწერლის 2001 წელს გამოცემულ მოთხრობების კრებულში „ბევრ დოლზე დაკვრა” (“Gra na wielu bębenkach“).
 
ზემოდან მათი თითოეული ნაბიჯის ხმა მესმოდა. და საერთოდაც, მას შემდეგ რაც გათხოვდა, სწორედ ამით ვიყავი დაკავებული – ყურის გდებით, მათი მიმოსვლის თვალთვალით, მათი ნაბიჯების თვლით და ამ ყველაფერზე დაყრდნობით წარმოსახვითი სურათებისგან რთული კონსტრუქციების აგებით. ოთახიდან სამზარეულოში, სამზარეულოდან სააბაზანოში, მერე ისევ სამზარეულოში, ისევ ოთახში, მერე საძინებელი, რომელსაც ჯერ კიდევ დედაჩემის, მისი ბებიის, ნაქონი ორ მეტრამდე სიგანის დრეკადზამბარებიანი ვეებერთელა საწოლის ჭრიჭინი მოსდევს. რა თქმა უნდა, შემიძლია მათი ნაბიჯები ერთმანეთისგან განვასხვაო.Mმისი – უფრო მსუბუქი და სწრაფი, ქმრის – ხანდახან ისე მიაფრატუნებდა ფეხებს, თითქოს იმაზე გაცილებით დიდი ზომის ფლოსტები ეცვა, ვიდრე სჭირდებოდა. ნაბიჯები, რომლებიც ერთმანეთს უახლოვდებოდნენ და შორდებოდნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ და სცილდებოდნენ. ფანჯრებსაც კი ვხურავდი, კარგად რომ მომესმინა. ახლომდებარე დეპოდან მომავალი ტრამვაის ზარის წკრიალიც ხელს მიშლიდა. ქალაქის განაპირას ვცხოვრობთ, რესპექტაბელურ უბანში, სადაც სიმწვანეში ჩაფლული ომამდელი ვილები დგას. ჩვენი სახლიც ერთ-ერთი მათგანია. გრილი სადარბაზო, პარტერი და ერთი სართული. მე ქვემოთ დავრჩი, ზედა სართული კი მათ გადავულოცე. შესასვლელში, კიბესთან, უზარმაზარი გლიცინია იზრდება, ლამაზი, მაგრამ ამავდროულად თავგასული მცენარე. ყოველ ზაფხულს ყვავილობს და ყვავილებით დახუნძლული მოგრძო მტევნები ძუძუებივით ჰკიდია. შლეგივით იზრდება, თითოეული ყლორტი წელიწადში ერთი მეტრით მაინც მატულობს, ამიტომაც ზაფხულობით ფანჯრებს და აივნის კარს ღიას ვერ ვტოვებთ – ყლორტები შიგნით მოილტვიან, სიფრიფანა მაქმანის ფარდების ფორიაქა ხვეულებში მოზრდილ ნახვრეტებს ეძებენ, ასე მგონია, საცაა შინ შემოიჭრებიან, ავეჯს გარს მოეხვევიან, მაგიდას მოუსხდებიან… ჩემი ნება რომ იყოს, საუკეთესო ფაიფურის ფინჯნით ჩაისაც მივართმევდი და მსუყე თურქული ნამცხვრითაც გავუმასპინძლდებოდი.
სიმართლე კი ის არის, რომ ჩაის მარტოდმარტო ვსვამდი, ჭერს მიშტერებული, მათ ნაბიჯებს ვაყურადებდი და ჩემს წარმოსახვაში ვხედავდი, როგორ ცხოვრობდნენ. მოსაწყენად. ერთფეროვნად. ჩანდა, ჩემი ქალიშვილი ვერ ახერხებდა მის სათანადოდ გართობას. მაღლა სიჩუმე რომ ჩამოვარდებოდა და ფეხის ხმა მიწყდებოდა, ვიცოდი, დივანზე ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. მისი ხელი ჩემი ქალიშვილის მხარზე ესვენა, თეძოები კი მჭიდროდ ეკვროდნენ ერთმანეთს. მაგიდაზე მისი ლუდით სავსე ჭიქა იდგა, გვერდით – ჩემი ქალიშვილის ფორთოხლის წვენი, იქვე – გადაშლილი სატელევიზიო პროგრამა. ჩემი ქალიშვილი ალბათ ფრჩხილებს იქლიბავდა (მოწესრიგებულ ფრჩხილებზე ყოველთვის ჭკუას კარგავდა), ის კი კითხულობდა. სამზარეულოში ჩამოვარდნილი სიჩუმე ნიშნავდა, რომ ჭამდნენ. ხანდახან, როცა რომელიმე მათგანი მარილის მოსატანად წამოდგება, სკამის გაჩოჩების ხმა თუ გაისმება. წყლის ხმაური სააბაზანოდან – ძნელი მისახვედრი არ არის, ერთ-ერთი მათგანი იბანს. მათი ერთმანეთისგან გარჩევაც ვისწავლე – ჩემი ქალიშვილი სწრაფად ბანაობდა, ის კი  საჭიროზე მეტხანს იდგა შხაპის ქვეშ. ნეტა რას აკეთებდა ცხელი წყლის ქვეშ საპონივით სველი და გლუვი? ზურგს იხეხავდა? თავს იბანდა? იქნებ უძრავად იდგა და შიშველ სხეულზე ჩამოცურებულ წყლის წვეთს ადევნებდა თვალს? ისევ სიჩუმე, წყლის შეწყვეტილი ჩხრიალი. ალბათ სარკის წინ დგას და პირს იპარსავს. ამ სცენის დაწვრილებით წარმოდგენა ვისწავლე – როგორ იქაფებს ლამაზ პირისახეს და მერე ნელა, ნელა ჩამოისვამს სამართებელს, რომელიც ქაფწასმულ ლოყაზე სუფთა, ვარდისფერ კვალს ტოვებს. თეძოებზე პირსახოცშემოხვეული, ფეხშიშველი, წყლის წვეთებით დანამული, თითქოს ახლიდან იშვაო. ამ დროს წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ წამიერად უკნიდან ვეკვრი, რომ უხორცო ვარ, უსხეულო, მე მას შევიგრძნობ, ის კი მე ვერა. ის უდანაშაულოა, მე კი თეძოებზე ხელებს ვხვევ და მის წინ მუხლებზე ვეშვები. მერე, პირის პარსვას რომ მორჩებოდა, მისი ცოლი მოდიოდა, ნაზად უსვამდა კრემს, თან ალბათ გამომწვევად უყოფდა ხელს პირსახოცის ქვეშ და ამის შემდეგ საძინებლისკენ მიმავალი ნაბიჯების ხმა შეუმჩნევლად გადადიოდა მოძველებული ზამბარების ჭრიალში. ბოლოს და ბოლოს, ცოლ-ქმარი იყვნენ. ეს ყველაფერი ხომ სავსებით ნორმალურია-მეთქი, – ვუმეორებდი თავს. გავდიოდი ბაღში. რეზინის ხელთათმანებს ვიცვამდი და კვლებს ვმარგლავდი.
 
== ბიოგრაფია ==
ტოკარჩუკი დაიბადა მასწავლებლების ოჯახში ქალაქ სულეხუვში, პოლონეთის დასავლეთ ნაწილში, 1962 წელს. გაიზარდა პროგრესულ ინტელექტუალურ გარემოში. სწავლობდა ფსიქოლოგიას ვარშავის უნივერსიტეტში. ამ დროს დაინტერესდა [[კარლ იუნგი]]ს ნაშრომებით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, [[1985]] წელს მუშაობდა დაიწყო კლინიკურ ფსიქოლოგად, მაგრამ პროფესიულ საქმიანობას მალე დაანება თავი და დროებით სამუშაოებზე სამოგზაურო ვიზით იმყოფებოდა [[ლონდონი|ლონდონში]]. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, [[1989]] წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი წიგნი. [[1993]] წელს მან დაწერა თავისი პირველი რომანი „წიგნის მაძიებელთა მოგზაურობა“ (''Podróż ludzi księgi''), რომლის იგავური სიუჟეტი XVII საუკუნის საფრანგეთსა და ესპანეთში ვითარდება. რომანს საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში პოლონეთის გამომცემელთა საზოგადოების მიერ დაწესებული ჯილდო ხვდა წილად. მესამე რომანმა „პირველყოფილი და სხვა დროები“ (''Prawiek i inne czasy'', [[1996]]) ავტორს პოლონეთში საყოველთაო აღიარება მოუტანა. ეს არის XX საუკუნის რამდენიმე თაობის ცხოვრების ამსახველი საგა გამოგონილ პოლონურ სოფელში. [[1998]] წელს ტოკარჩუკმა გამოაქვეყნა „სახლი დღისა, სახლი ღამისა“ (''Dom dzienny, dom nocny''), პირველი რომანების რიგიდან, რომელსაც თავად ავტორმა „თანავარსკვლავედების რომანები“ უწოდა და გადმოსცემდა თხრობის ერთი შეხედვით ფრაგმენტირებულ სიუჟეტს.<ref name="ბრიტ">[https://www.britannica.com/biography/Olga-Tokarczuk Olga Tokarczuk], Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 17 თებერვალი, 2020.</ref>
Line 50 ⟶ 39:
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
* {{Nobelprize}} including the Nobel Lecture on 7 December 2019 ''The Tender Narrator''
*[https://lithub.com/nobel-prize-winner-olga-tokarczuk-in-conversation-with-john-freeman/ Nobel Prize-Winner Olga Tokarczuk in Conversation with John Freeman] on [[Literary Hub]], 10 October 2019.
*[http://books.guardian.co.uk/impac/story/0,14959,1285756,00.html Review of ''House of Day, House of Night''] in [[The Guardian]]
*[https://web.archive.org/web/20120920101958/http://www.polishwriting.net/?s=author&c=tokarczuk Short biography] at www.polishwriting.net
*[http://noblib.internet-box.ch/NLEW.php?authorid=145 List of Works]
*[https://web.archive.org/web/20100217153042/http://www.salon.eu.sk/article.php?article=1386-travel-files Travel Files, article by Olga Tokarczuk] January 2010, English, originally published in Polityka
*[http://www.twistedspoon.com/tokarczuk.html Olga Tokarczuk at Twisted Spoon Press]
*[https://culture.pl/en/artist/olga-tokarczuk Olga Tokarczuk] at Culture.pl
*short-listed for second Booker Prize 4/2019 [https://www.seattletimes.com/entertainment/polish-novelist-nominated-for-back-to-back-booker-prize/ Polish novelist nominated for back-to-back Booker Prize]
* [http://www.fondation-janmichalski.com/en/prix-jan-michalski/ Jan Michalski Prize for Literature], official website
 
{{Nobel Prize in Literature}}
{{2018 Nobel Prize winners}}
{{Man Booker Prize}}
 
{{DEFAULTSORT:Tokarczuk, Olga}}
[[Category:1962 births]]
[[Category:Living people]]
[[Category:20th-century Polish novelists]]
[[Category:20th-century Polish poets]]
[[Category:20th-century Polish women writers]]
[[Category:21st-century Polish novelists]]
[[Category:21st-century Polish poets]]
[[Category:21st-century Polish women writers]]
[[Category:Man Booker International Prize winners]]
[[Category:Nike Award winners]]
[[Category:Nobel laureates in Literature]]
[[Category:People from Sulechów]]
[[Category:Polish atheists]]
[[Category:Polish Nobel laureates]]
[[Category:Polish psychologists]]
[[Category:Polish screenwriters]]
[[Category:Polish women novelists]]
[[Category:Recipients of the Silver Medal for Merit to Culture – Gloria Artis]]
[[Category:The Greens (Poland) politicians]]
[[Category:Women Nobel laureates]]
[[Category:Polish people of Ukrainian descent]]
 
==რესურსები ინტერნეტში==
Line 94 ⟶ 46:
{{ნობელის პრემია ლიტერატურაში}}
{{ნობელის პრემია 2018}}
{{Authority control}}
{{DEFAULTSORT:ტოკარჩუკი, ოლგა}}
 
Line 111 ⟶ 62:
[[კატეგორია:პოლონელი ქალი რომანისტები]]
[[კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით]]
*Ruth Franklin, "Past Master: An experimental novelist and the battle for Poland's national narrative", ''[[The New Yorker]]'', 5 & 12 August 2019, pp.&nbsp;20–26. "Her role, as she sees it, is to force her readers to examine aspects of history – their own or their nation's – that they would rather avoid. She has become, she says, a 'psychotherapist of the past.'" (p.&nbsp;26.)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოლგა_ტოკარჩუკი“-დან