კინგსტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Lukabarbakadze|Lukabarbakadze]].|30|07|2020}}
 
 
{{ინფოდაფა დასახლება
Line 80 ⟶ 79:
ქალაქში მრავალი ქრისტიანული ეკლესიაა; უმეტრსობა [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტური]] სტილისაა. ძირითად სახეებს მიეკთვნება: [[ღმერთის ეკლესია]], [[ბაპტიზმი]], [[ანგლიკანიზმი]], [[მეთოდიზმი]], [[რომის კათოლიკური ეკლესია|კათოლიციზმი]], [[მეშვიდე დღის ავენდისტობა]] და [[ორმოცდაათიანელობა]].
 
ქალაქშსი არსებობს ძლიერი კათოლიკური საზოგადოება, რომელთა ცენტრი [[წმინდა სამების ტაძარი (კინგსტონი)|წმინდა სამების ტაძარია]]; ტაძარი მიტროპოლიტენის მთავარეპისკოპოსის ადგილსამყოფელია; იგი აკურთხეს 1911 წელს, რამდენიმე კათოლიკურ სკოლასა და ინსტიტუტებთან (უკვდავი კონცეფციის საშუალო სკოლა, წმ. ფრენსის დაწყებითი და ჩვილ ბავშვთა სკოლა, წმიდა ბავშვობის საშუალო სკოლა) ერთად. აღსანიშნავია აფრო-ქრისტიანული [[რელიგიური სინკრეტიზმი|სინკრეტიზმიც]], რომელსაც ქალაქში მრავალი მიმდევარი ჰყავს.
 
[[იამაიკელი ებრაელები|კინგსტონის ებრაელ]] მოსახლეობას [[შაარ შალომის სინაგოგა (კინგსტონი)|შაარ შალომის სინაგოგა]] ემსახურება. ქალაქში ეგრეთვე ვხვდებით [[ბუდიზმი|ბუდისტებისა]] და [[მუსლიმი|მუსლიმების]] საზოგადოებებს.
 
==გეოგრაფია და კლიმატი==
[[File:Kingston, Jamaica by Hodoyoshi-1.jpg|thumb|კინგსტონი (კოსმოსიდან გადაღებული ფოტო)]]
კიგსტონი შემოსაზღვრულია [[ლურჯი მთები (იამაიკა)|ლურჯი მთებით]], [[წითელი გორაკები (იამაიკა)|წითელი გორაკებით]], [[გრძელი მთები (იამაიკა)|გრძელი მთებითა]] და [[კინგსტონის ნავსადგური]]თ. ქალაქი განლაგებულია ლიგუანას დაბლობზე, მდინარე ჰოპის გასწვრივ. კინგსტონში ხშირად ხდება მიწისძვრები, მათ შორისაა 1907 წელს მომხდარი მიწისძვრა.
 
კინგსტონს ახასიათებს ტროპიკული კლიმატი, უფრო კონკრეტულად ტროპიკული სავანის კლიმატი, რომელიც ცხელ, ნაწილობრივ მშრალ კლიმატს ერწყმის. კუნძულზე ვხვდებით წვიმების სეზონს (მაისიდან ნოემბრამდე), რომელიც ემთხვევა ქარიშხლების სეზონს, და მშრალ სეზონს (დეკემბრიდან აპრილამდე). XXI საუკუნეში კინსტონში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა 38.8 გრადუსია, ხოლო ყველაზე დაბალი - 13.4 გრადუსი. 1895-1990 წლებში ნალექების საშუალო მაჩვენებელი 813 მმ-ია; ყველაზე მაღალი ნალექების საშუალო მაჩვენებელი ოქტომბერში (177 მმ), ხოლო ყველაზე დაბალი მარტში (18 მმ) ფიქსირდება.<ref>[https://web.archive.org/web/20120916010717/http://www.metservice.gov.jm/documents/Mean_Climatological_Data.pdf "Mean Climatological Data"] (PDF). Meteorological Service (Jamaica). Archived from [http://www.metservice.gov.jm/documents/Mean_Climatological_Data.pdf the original] (PDF) on 16 September 2012. Retrieved 1 September 2016.</ref> ნისლი, სეტყვა, ჭექა-ქუხილი და ტორნადოები კინგსტონში ძალიან იშვიათია.<ref>{{cite web |url=http://voodooskies.com/weather/jamaica/kingston/monthly/climate |title=Voodoo Skies - Kingston Monthly Climate weather history |last=VoodooSkies.com |publisher= }}</ref>
 
==საცხოვრებელი==
[[File:Kingston City.jpg|thumb|ახალი კინგსტონი]]
1848 წელს იამაიკის მთავრობამ ახალი სახლების ასაშენებლად კინგსტონი დასავლეთით, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით გააფართოვა. ეს საცხოვრებელი რასისა და კლასის თვალსაზრისით მკაცრად განცალკევებული ადგილი გახდა; 1860 წლისთვის თეთრი ელიტის უმეტესი ნაწილი ქალაქის სწორედ ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდა.<ref name=":0">{{Cite web|url=https://mappingkingston.wordpress.com/2012/08/18/urban-growth-and-town-expansion/|title=Urban Growth and Town Expansion|date=18 August 2012|website=Kingston, Jamaica|access-date=10 November 2016}}</ref>
 
კინგსტონის მოსახლეობის ზრდამ არსებული დასახლებები ძალიან გადატვირთა; პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჭაობები ამოაშრო, რათა ახალი საცხოვრებლები აეშენებინათ. 1935 წლისთვის, მოსახლეობა და სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ ზრდას განაგრძობდა, რამაც ქალაქის აღმოსავლეთით და დასავლეთით მიყრუებული, შედარებით უკონტროლო ადგილების წარმოქმა გამოიწვია. მოგვიანებით ეს ტერიტორიები მთავრობის გადაწყვეტილებით დაანგრიეს, ხოლო მოსახლეობა დაბა დენჰამში გადაასახლეს. აწ უკვე დანგრეულ უბნებში ჯამში 3000 ადამიანზე გათვლილი სახლები აიგო; მიუხედავად ამისა, გადასახლებული მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილი არ ეყო - მათი მეექვსები უსახლკაროდ დარჩა. მოსახლეობის ზრდა მთელს ქალაქის ტერიტორიაზე გაგრძელდა; მეტად გადატვირთულმა საცხოვრებელმა მდგომარეობამ კი ქალაქში ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია.<ref name=":0" />
 
1960-იან წლებში სუბურბანიზაცია უკვე შესამჩნევი გახდა: საცხოვრებელი ადგილი ლურჯი მთების აღმოსავლეთისკენ გავრცელდა. მოგვიანებით, სირცის ნაკლებობის გამო დასახლებულმა ტერიტორიამ ლურჯი მთების მთლიანი აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავა.<ref>{{Cite journal|last=Clarke|first=Colin|last2=Howard|first2=David|date=1 June 2006|title=Contradictory socio-economic consequences of structural adjustment in Kingston, Jamaica|journal=Geographical Journal|language=en|volume=172|issue=2|pages=106–129|doi=10.1111/j.1475-4959.2006.00197.x|issn=1475-4959}}</ref>
 
ამჟამად, კინგსტონის მოსახლეობის 20% ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც კანონერად მათ არ ეკუთვნით.<ref>{{Cite web|url=http://globalhousingindicators.org/en/content/kingston-jamaica|title=Kingston, Jamaica {{!}} Global Housing Policy Indicators|website=globalhousingindicators.org|access-date=10 November 2016}}</ref>
 
==პარკები==
ქალაქ კინგსტონში მოწყობილია მრავალი თანამედროვე სტილის პარკი, სადაც ხშირად აღინიშნება იამაიკის სხვადასხვა ღონისძიება თუ დღესასწაული. ყველაზე პოპულარულ პარკებში შედის: ემანსიპაცის პარკი, ჰოუპის ბაღები, დევონის სახლი, გმირთა ეროვნული პარკი, წმინდა უილიამ გრანტის პარკი და მანდელას პარკი.
 
===ჰოუპის ბაღები===
ჰოუპში მდებარე სამეფო ბოტანიკური ბაღები, რომელსაც ხშირად ჰოუპის ბაღებს უწოდებენ, ეროვნული ღირსშესანიშნაობაა. 2000 ჰექტარი მიწის ნაკვეთით, ჰოუპის ბაღების ინგლისურენოვან [[კარიბები|არიბებში]] უდიდესი ბოტანიკური ბაღია. მდებარეობს ლურჯი მთების შედარებით დაბლობ ადგილებზე; თავდაპირველად იგი მაიორ რიჩარდ ჰოუპის ეკუთვნოდა; ბაღების სახელიც სწორედ მისგან მომდინარეობს. 1880 წელს აღნიშნული მიწის 200 აკრი ფართობის ტოლი ადგილი იამაიკის მთავრობამ მიიღო; აღნიშნულ ადგილზე რგავდნენ და აკვირდებოდნენ მცენარეთა ისეთ ჯიშებს, როგორებიცაა [[ანანასი]], [[კაკაო]], [[ყავა]] და [[თამბაქო]].
 
1950-იან წლებში დედოფალი კუნძულს ესტუმრა და ბაღებით ძალიან მოიხიბლა; ამის შემდეგ, მან გასცა ნებართვა, რომ აღნიშნული ტერიტორიას სამეფო ბოტანიკური ბაღების სახელი დარქმეოდა. ბაღების ტერიტორიაზე ვხვდებით ბევრ ეგზოტიკურ ადგილს; აგრეთვე ხარობს იამაიკის რამდენიმე ენდემური ხის სახეობა. წლების განმავლობაში, ქარიშქლების და სხვა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მრავალი მნიშვნელოვანი სახეობა გაქრა. მუხედავად ამისა, ბაღებში ჯერ კიდევ ხარობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხის სახეობს. ჰოუპის გარედენში ვისიტორებს მრავალი საინტერესო ადგილის ხილვა შეუძლიათ; მათ შორისაა: ქოქოსის მუზეუმი, ჩაძირული ბაღები, ორქიდეის სახლი, ლილის აუზი, ლაბირინთი და პალმების ავენიუ.<ref>{{cite web|url=http://www.visitjamaica.com/activities/royal-botanical-gardens.aspx |title=Hope Royal Botanical Gardens, Kingston |publisher=Visitjamaica.com |accessdate=13 August 2012 |url-status=dead |archiveurl=https://web.archive.org/web/20120718133245/http://www.visitjamaica.com/activities/royal-botanical-gardens.aspx |archivedate=18 July 2012 }}</ref><ref>http://jamaicachm.org.jm/PDF/February2008.pdf</ref>
 
ჰოუპის ბაღების მიმდებარედ ვხვდებით ზოოპარკსაც, რომელსაც ჰოუპის ბაღების ზოოპარკს უწოდებენ.
 
==სპორტი==
დედაქალაში აქვთ მთავარი სათაო ოფისები [[იამაიკის საფეხბურთო პრემიერლიგა|იამაიკის პრემიერ ლიგაში]] მოთამაშე ხუთ [[ფეხბურთი|საფეხბურთო]] კლუბს. ეს კლუბებია: არნეტ გარდენსი, ბოის თაუნი, ჰარბორ ვივი, მავერლი ჰაგენდენი და ვათერჰაუს F. C.
 
==დაწესებულებები==
[[File:56hoperd.JPG|thumb|ბობ მარლის მუზეუმი, კინგსტონი]]
კინგსტონი, როგორც დედაქალაქი, არის იამაიკის ფინანსური, კულტურული, ეკონომიკური და ინდუსტრიული ცენტრი. ქალაქში მრავალი ფინანსური დაწესებულება მდებარეობს; აგრეთვე ვხვდებით საავადმყოფოებს, სკოლებს უნივერსიტეტებსა და სხვა კულტურულ დაწესებულებებს. აღსანიშნავია კინგსტონის შემდეგი ღირსშესანიშნაობები: დასავლეთ ინდოეთის უნივერსიტეტი, იამაიკის თავდაცვის ძალების მუზეუმი და [[ბობ მარლის მუზეუმი (იამაიკა)|ბობ მარლის]] მუზეუმი.
 
==დაძმობილებული ქალაქები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კინგსტონი“-დან