საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
წყაროს მითითება
ხაზი 41:
'''საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები''' წარმოადგენს [[საქართველო]]ს [[რაგბი]]ს საერთაშორისო შეჯიბრებზე. არის [[რაგბის საერთაშორისო საბჭო]]ს და [[ევროპის რაგბის ფედერაცია|ევროპის რაგბის ფედერაციის]] წევრი.
 
საქართველოს პირველი ეროვნული რაგბის გუნდი შეიქმნა [[1989]] წელს, რომელმაც 12 სექტემბერს [[ქუთაისი|ქუთაისში]] საერთაშორისო მატჩი გამართა [[ზიმბაბვე]]ს ნაკრებთან – 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი – [[ლიპარტელიანი, ოლეგ|ოლეგ ლიპარტელიანი]]. [[1990]] წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. [[1991]] წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატოვეს. [[1992]] წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი — [[ბიძინა გეგიძე]]) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. [[1997]] წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ [[სორელი, კლოდ|სორელი]]. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო [[ევროპის ერთა თასი]], რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. [[2002|2002 წლის]] 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა [[რუსეთი]]ს ნაკრები (17:13) და [[2003]] წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2003, 2007, 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. მათ შორის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. 2020 წლის თებერვლის მონაცემებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები IRB რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს. {{ფაქტი|2019-ის მონაცემებით, საქართველომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე 9-დან 5-ჯერ იასპარეზა და ხუთივეჯერ ჯგუფში ჩარჩა.|1|06|2020}}<ref>https://www.rugbyworldcup.com/teams/georgia</ref>
 
==მსოფლიო ჩემპიონატი==