ღერო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Royal Palm Trunk.jpg|250პქ|მინი]]
[[ფაილი:Redwood M D Vaden.jpg|250პქ|მინი]]
'''ღერო''' ({{lang-la|caulis}}) — [[უმაღლესი მცენარეები|უმაღლეს მცენარეთა]] ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, ღერძული ნაწილი, რომელიც [[ფოთლები|ფოთლებთან]] ერთად [[ყლორტი|ყლორტს]] შეადგენს. ღეროს აქვს საყრდენი, გამტარი (ფესვებსა და ფოთლებს შორის წყლისა და გახსნილი ნივთიერებათა გადაადგილება), დამგროვებელი ([[წყალი|წყლისა]] და სამარაგო ნივთიერებების დაგროვება) ფუნქციები. ახალგაზრდა ღეროები აქტიურად მონაწილეობენ [[ფოტოსინთეზი|ფოტოსინთეზში]]: ღეროს დატოტვისა და ფოთლების მოწესრიგებულად განლაგების საშუალებით იზრდება [[მცენარე|მცენარის]] საასიმილაციო ზედაპირი. ფორმის მიხედვით ღერო მრავალგვარია: ცილინდრული, წახნაგებიანი, ბრტყელი და სხვ. სივრცეში განლაგების მიხედვით — სწორმდგომი, მოხრილი, მხოხავი, აღმავალი, მცოცავი, მცურავი და სხვ.
 
სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ ერთ-, ორ-, და მრავალწლოვან ღეროებს. ღერო შეიძლება იყოს ბალახოვანი ან გამერქნებული. ხემცენარის ღეროს ზრო ეწოდება. ღერო იზრდება სიგრძეზე, კენწრული [[მერისტემა|მერისტემის]] (ზრდის კონუსის) ცხოველმოქმედების ხარჯზე და ინტერკალარულადაც. ღეროს პირველადი [[ანატომია|ანატომიური აგებულება]] პირველადი მერისტემის ქსოვილების დიფერენცირების შედეგია. ზრდის კონუსის უჯრედების გარეთა შრიდან ვითარდება მფარავი ქსოვილი — [[ეპიდერმისი]], რომლის შიგნით [[პარენქიმა|პარენქიმული]] [[უჯრედი|უჯრედები]] პირველად ქერქს წარმოქმნიან. ბევრი მცენარის პირველადი ქერქის გარეთა შრე გადაიქცევა მექანიკურ ქსოვილად — [[კოლენქიმა]]დ, შიდა შრე — [[ენდოდერმა]]დ, რომლის შიგნით ცენტრალური ცილინდრი ანუ სტელაა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ღერო“-დან