სოსიკო მერკვილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა სოფ. ჭალატყეში [[1854]] წელს. არ მიუღია სასკოლო განათლება. [[ხალხოსნობა|ხალხოსნური]] საქმიანობის გამო გადასახლებული იყო [[ციმბირი|ციმბირში]]. აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და აქვეყნებდა ჟურნალ „აკაკის კრებულში“, გაზეთებში: „თეატრონსა“ და „ივერიაში“. ცალკე წიგნებად გამოსცა „ხალხური ანდაზები და გამოცანები“ [[1898]] წელს, „ხალხური აბრამისა და იობის ლექსი“ [[1898]] და 1903 წლებში, ქართული ზღაპრების 2 კრებული 1902 წელს, „ხალხური ვეფხისტყაოსანი“ 1905 წელს. ჩაბმული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლაში. სოსიკო მერკვილაძეს ჰქონდა საკუთარი სტამბა „ცოდნა“, სადაც დაიბეჭდა არაერთი ნიმუში ქართველი კლასიკოსების შემოქმედებიდან, და ამავე სახელწოდების საკუთარი წიგნების მაღაზია თბილისში [[ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია|ქაშვეთის ტაძრის]] მახლობლად (ახლანდ. [[არჩილ ჯორჯაძის ქუჩა]] №5). იყო გაზეთ „სავაჭრო გზის“ რედაქტორ-გამომცემელი (1908 წ.). იყო [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] პირადი მდივანი და მეგობარი. მათ ერთად იმოგზაურეს რაჭა-ლეჩხუმში, რისი ამსახველი რამდენიმე ფოტო შემორჩა კიდეც ისტორიას.
 
სოსიკო მერკვილაძე გარდაიცვალა [[1934]] წელს [[თბილისი|თბილისში]]. დაკრძალეს 28 ივნისს, ვერის ახალ სასაფლაოზე.