გაზი II გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 47:
[[1591]] წელს [[ნოღაის ურდო]]ს მეომრების დახმარებით დიდი ლაშქრობა მოაწყო რუსეთზე, [[1592]] წელს [[მოსკოვი|მოსკოვშიც]] კი შეიჭრა. ეს იყო [[ყირიმელი თათრები]]ს უკანასკნელი გალაშქრება [[მოსკოვი|მოსკოვზე]]. მისი წინსვლა შეჩერდა [[1593]] წელს, როცა აუჯანყდა თავისი ძმა, შაქაი მუბარექ გირეი. გაზიმ ლაშქრობა მიატოვა და მცირე ამალით [[ყირიმი]]სკენ გაეშურა. მან ოსმალების დახმარებით დაამარცხა მუბარექი და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. [[1594]] წელს მეორე ძმა, [[სელამეთ I გირეი]] აუჯანყდა. გაზის არმიამ ძმის მომხრეთა დამარცხება მარტივად მოახერხა, სელამეთი გაიქცა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთში]].
 
გაზი გირეიმ [[1596]] წელს მონაწილობა მიიღო თურქების ლაშქრობებში [[უნგრეთი|უნგრეთში]]. ოსმალთა სულთანი, [[მეჰმედ III]] შეშინებული იყო გაზის ავტორიტეტით. ამის გამო მან დიდ ვეზირ [[ქოჯა სინან-ფაშა]]ს რჩევით, სამხედრო კამპანიისას ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც გაზის თანამდებობა ჩამოეთვა და მის მაგივრად [[ყირიმი]]ს ხანად დაინიშნა [[ფეთიჰ I გირეი]]. რამდენიმე თვის შემდეგ, განრისხებულმა გაზიმ თათრების ამბოხი მოაწყო [[ბახჩისარაი]]ში, შეიპყრო საკუთარი ძმა, ფეთიჰი და მის ვაჟებთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმა. ტახტი კი თვითონ დაიკავა და სახანოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო, რომელშიც მალევე დამარცხდა.
 
მიუხედავად ამისა, მან განაგრძო სახანოს მართვა მკაცრი წესებით. უყვარდა [[კულტურა]], [[არქიტექტურა]]. გაყავდა საირიგაციო სისტემები, აშენებდა მეჩეთებს და ავრცელებდა [[ისლამი|ისლამს]] [[უკრაინა|უკრაინის]] ტერიტორიაზე. გაზი გირეიმ თავისი მეორე მმართველობის დროს, დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა [[რუსეთის სამეფო]]სთან და მისი დახმარებით წაართვა მცირე ტერიტორიები [[კაზაკები|კაზაკებსა]] და პოლონელებს. [[1603]] წელს მადლობის ნიშნად საჩუქრებით დატვირთული ელჩობა გააგზავნა [[ბორის გოდუნოვი]]ს კარზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაზი_II_გირეი“-დან