გაზი II გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[1591]] წელს [[ნოღაის ურდო]]ს მეომრების დახმარებით დიდი ლაშქრობა მოაწყო რუსეთზე, [[1592]] წელს [[მოსკოვი|მოსკოვშიც]] კი შეიჭრა. ეს იყო [[ყირიმელი თათრები]]ს უკანასკნელი გალაშქრება [[მოსკოვი|მოსკოვზე]]. მისი წინსვლა შეჩერდა [[1593]] წელს, როცა აუჯანყდა თავისი ძმა, შაქაი მუბარექ გირეი. გაზიმ ლაშქრობა მიატოვა და მცირე ამალით [[ყირიმი]]სკენ გაეშურა. მან ოსმალების დახმარებით დაამარცხა მუბარექი და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. [[1594]] წელს მეორე ძმა, [[სელამეთ I გირეი]] აუჯანყდა. გაზის არმიამ ძმის მომხრეთა დამარცხება მარტივად მოახერხა, სელამეთი გაიქცა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთში]].
 
გაზი გირეიმ [[1596]] წელს მონაწილობა მიიღო თურქების ლაშქრობებში [[უნგრეთი|უნგრეთში]]. ოსმალთა სულთანი, [[მეჰმედ III]] შეშინებული იყო გაზის ავტორიტეტით. ამის გამო მან დიდ ვეზირ [[ქოჯა სინან-ფაშა]]ს რჩევით, სამხედრო კამპანიისას ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც გაზის თანამდებობა ჩამოეთვა და მის მაგივრად [[ყირიმი]]ს ხანად დანიშნადაინიშნა [[ფეთიჰ I გირეი]]. რამდენიმე თვის შემდეგ, განრისხებულმა გაზიმ თათრების ამბოხი მოაწყო [[ბახჩისარაი]]ში, შეიპყრო ფეთიჰი და მის ვაჟებთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმა. ტახტი კი თვითონ დაიკავა და სახანოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო, რომელშიც მალევე დამარცხდა.
 
მიუხედავად ამისა, მან განაგრძო სახანოს მართვა მკაცრი წესებით. უყვარდა [[კულტურა]], [[არქიტექტურა]]. გაყავდა საირიგაციო სისტემები, აშენებდა მეჩეთებს და ავრცელებდა [[ისლამი|ისლამს]] [[უკრაინა|უკრაინის]] ტერიტორიაზე. გაზი გირეიმ თავისი მეორე მმართველობის დროს, დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა [[რუსეთის სამეფო]]სთან და მისი დახმარებით წაართვა მცირე ტერიტორიები [[კაზაკები|კაზაკებსა]] და პოლონელებს. [[1603]] წელს მადლობის ნიშნად საჩუქრებით დატვირთული ელჩობა გააგზავნა [[ბორის გოდუნოვი]]ს კარზე.