საფრანგეთის რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.221.134.34-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა GiorgiXIII-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 36:
 
=== კრიზისი და აგონია ===
[[ფაილი:Musée Ingres-Bourdelle - Portrait de Louis XVI en- habitJoseph-Siffred deDuplessis - sacreJoconde06070000102.jpg|მინი|მარცხნივ|[[ლუი XVI (საფრანგეთი)|ლუი XVI]]]]
ძველი რეჟიმი საზოგადოებრივი წყობით წოდებრივი სახელმწიფო იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოება დაყოფილი იყო სამ არათანასწორუფლებიან წოდებად. პირველი (სასულიერო წოდება — კლერუსი, დაახლოებით 130 ათასი ადამიანი, შეადგენდა მოსახლეობის 0,5 %–ს) და მეორე (თავადაზნაურობა, დაახლოებით 350 ათასი ადამიანი, შეადგენდა მოსახლეობის 1 %–ზე მეტს) პრივილეგირებული წოდებები იყო, მოსახლეობის დაახლოებით 98 % კი (27 მილიონზე მეტი ადამიანი) ქმნიდა თითქმის სრულიად უუფლებო მესამე წოდებას. ეს წოდება თავისთავად არ იყო ერთგვაროვანი და აერთიანებდა ქალაქის მსხვილი, საშუალო თუ მცირე შემოსავლის მქონე [[ბურჟუაზია]]ს, გლეხობას, ქალაქის ღარიბ ფენებს და ასევე სოციალური სტატუსის არმქონე ჯგუფებს, მაგალითად მაწანწალებსა და მათხოვრებს. სწორედ ეს უკანასკნელი კატეგორია შეადგენდა მესამე წოდების 40%–ს.