სან-სალვადორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 55:
==გეოგრაფია==
[[File:Lago Ilopango desde Cojutepeque 2011.jpg|thumb|left|ილოპანგოს ტბისა და აღმოსავლეთ სან-სალვადორის ველის ხედი|250px]]
ქალაქი მდებარეობს ბოკურონის ვულკანის ველზე, სეისმურად აქტიურ ტერისოტირაზე. ქალაქის საშუალესაშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 659 მეტრია; ქალაქის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1186 მეტრი სიმაღლეზეა, ხოლო უდაბლესი - 596 მეტრზე. მუნიციპალიტეტი გარშემორტყმულია ბუნებრივი ლანდშაფტებით: სამხრეთით - ''Cordillera del Balsamo'' (ბალზამის მთის ქედი), დასავლეთით - ბოკურონის ვულკანი და ''Cerro El Picacho'' (მუნიციპალიტეტის უმაღლესი წერტილი, ზღვის დონიდან 1929 მეტრი სიმაღლესიმაღლეზეა). 1917 წელს ამოფრქვევის შემდეგლშემდეგ ელ ბოკურანოს ვულკანი მიძინებული იყო, თუმცა, იგი ახლახანს გააქტიურდა. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით მდებარეობს სან -ჯაკინტოს გორაკები და [[კალდერას ილოპანგოს ტბა]], უდიდესი წყლის ბუნებრივი აუზი 72 კვადრატული კილომეტრი ფართობით. ვულკანი კალდერა სეისმურად აქტიურია, თუმცა [[1880]] წლის შემდეგ არ ამოფრქვეულა.
 
===კლიმატი===
[[კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია|კიოპენის კლასიფიკაციის]] მიხედვით სან-სალვადორს აქვს [[ტროპიკული სავანის კლიმატი|ტროპიკული სველი და მშრალი კლიმატი]]; მთელი წლის განმავლობაში ქალაქში ცხელი ამინდია; საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ნოემბრიდან თებერვალის ჩათვლით სეზონური მშრალი ქარების გამო ამინდი სხვა სეზონებთან შედარებით გრილია.; ამ პერიოდში საშუალო ტემპერატურა 22.2 გრადუსია. ყველაზე ცხელი თვე აპრილი და მაისია, პერიოდი, როცა მშრალ სეზონს (ნოემბრიდან აპრილამდე) წვიმების სეზონი (მაისიდან ოქტომბრამდე) ცვლის. აპრილსა და მაისში საშუალო ტემპერატურა 32.2 გრადუსია. ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, 38.5 გრადუსია, ხოლო უდაბლესი - 8.2 გრადუსი. წვიმების სეზონზე ხშირია ჭექა-ქუხილი, უმეტესად შუადღით და ღამით; დილით ცა იწმინდება და დღეც მზიანია მანამ, სანამ შუადღით შტორმი დაიწყება.
 
==დემოგრაფია==
პრაკტიკულად ყველა მცხოვრები [[ესპანური ენა|ესპანურ ენაზე]] საუბრობს. აშშ-ის კულტურული გავლენისა (განსაკუთრებით გასართობი ღონისძიებების) და აშშ-დან სალვადორელი ემიგრანტების დიდი რაოდენობის დაბრუნების გამო ქალაქში ახლა უფრო მეტი მცხოვრები საუბრობს [[ინგლისური ენა|ინგლისურად]], ვიდრე წარსულში. მოსახლეობის 86% [[მეტისები|მეტისია]]; 12%-ში შედის თეთრკანიანები და [[კრეოლები]] (ძირითადად ესპანეთის წინაპრები და რამდენიმე ფრანგული ან გერმანული წარმოშობის ინდივიდები).{{ფაქტი||26|07|2020}} თეთრკანიანთა პოპულაციაშ სხვა მცირე ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთნება: შვეიცარიელების, იტალიელების, სირიელების, ებრაელების (ძირითადად სეფარდიელები) და ქრისტიანი პალესტინელების წინაპრები.
 
===რელიგია===
სან-სალვადორის მოსახლეობა ძირითადად რომაელი კათოლიკეა, პროტესტანტების მნიშვნელოვანი უმცირესობით. ქალაქი რელიგიის მხრივ უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე [[ლათინური ამერიკა|ლათნური ამერიკის]] უმეტესუმეტესი ქვეყანაშიქვეყანა. პროტესტანტი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ევანგელისტია. ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი პროტესტანტული ეკლესია არის ''Iglesia Cristiana Josue'' („ღვთის შეკრებიდან“); კიდევ ერთია ''Tabernaculo Biblico Bautista, Amigos de Israel'' („ბიბლიის ბაპტისტური კარავი, ისრაელის მეგობრები“). საგულისხმოა [[უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია]]ც, რომლის წევრიც მოსახლეობის დიდი ნაწილია (მათ ხშირად მორმონებს უწოდებენ). მორმონის სახოგადოებამ ახლახანს ააგო მათი პირველი ტაძარი ელ-სალვადორში. აგრეთვე არსებობს გვიანდელი წმინდა სამლოცველოები პირველ და მესამე რაიონებში.
 
===კულტურა===
ხაზი 74:
==კატასტროფები==
[[File:SalvadorDelMundoCaido.jpg|thumb|150px|კვარცხლბეკიდან დაცემული ''Salvador del Mundo'']]
ქალაქმა მრავალი მძიმე მიწისძვრა გადაიტანა, რომელთაგან ყველაზე დამანგრეველი იყო 1854 წელს. სან-სალვადორის ვულკანმა 1917 წელს კვლავ ამოხეთქა,<ref>{{cite web|title=San Salvador|url=http://www.volcano.si.edu/world/volcano.cfm?vnum=1403-05=|work=Global Volcanism Program|publisher=Smithsonian Institution}}</ref> რასაც თან სამი დიდი მიწისძვრა მოჰყვა; აღნიშნულმა მიწისძვრებმა ქალაძიქალაქი ძალიან დააზიანა, ამიტომ მთავრობა იძულებული გახდა დედაქალაქი დროებით გადაეადგილებინა ქალაქ [[სანტა ტეკლა]]ში (იმ დროს ცნობილი როგორც ''Nueva San Salvador''). 1986 წლის 10 ოქტომბერს მოხდა მორიგი მიწისძვრა, რამაც მნიშვნველოვნად დააზიანა ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მიიჩნევა, რომ მიწისძვრის დროს დაიღუპა დაახლოებით 1000-1500 ადამიანი, ხოლო დაშავდა 10 000-ზე მეტი. აღნიშნული მიძისძვრისა და მომდევნო კვირაში განმეორებული მცირე ბიძგების გამო უსახლკაროდ დარჩა 200 000 ადამიანი.<ref name="Harlow">{{cite journal |url=http://bssa.geoscienceworld.org/cgi/content/abstract/83/4/1143|title=The San Salvador earthquake of 10 October 1986 and its historical context |author=Harlow, David H. (e.a.)|journal=Bulletin of the Seismological Society of America |date=August 1993 |volume=83 |issue=4 |pages=1143–1154 |accessdate=May 28, 2009 }}</ref><ref name="USGS">{{cite web|url=https://earthquake.usgs.gov/eqcenter/eqarchives/significant/sig_1986.php|title=Significant earthquakes in 1986|url-status=dead|archiveurl=https://web.archive.org/web/20090227103514/http://earthquake.usgs.gov/eqcenter/eqarchives/significant/sig_1986.php|archivedate=February 27, 2009|df=mdy-all}}</ref>
 
2001 წლის 13 იანვარსა და 13 თებერვალს მიწისძვრა მოხდა ელ-სალვადორში, რამაც ქალაქს დიდი ზიანი მიაყენალმიაყენა; განსაკუთრებით დაზიანდა ლას-კოლინასის გარეუბანი, ადაცსადაც მეწყერმა დაანგრია სახლები და იმსხვერპლა მრავალი ადამიანი.
 
ქალაქს საფრთხეს უქმნის [[ქარიშხალი|ქარიშხლები]], [[ცუნამი]] და [[მეწყერი]]. 2009 წლის ნოემბერში ქარიშხალი ''იდა'' თავს დაატყდა სან სალვადორის, სან-ვიცენტესა და კუსკატალინის განყოფილებებს. ქარიშხლის თანმდევმა ნალექმა, რომელმაც მეწყერი წარმოქმნა, მთლიანად გაანადგურა სან-ვისენტეს ვერაპაზისა და გვადალუპის მუნიციპალიტეტები. არმიამ და „წითელმა ჯვარმა“ შეძლეს დაღუპულთა უმეტესობის გადარჩენა, მაგრამ მრავალი ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. მთავრობამ საჯარო სკოლებში სამთვიანი დროებითი თავშესაფრები გახსა დაზარალებულთათვის. ქარიშხალმა გაანადგურა რამდენიმე ხიდი, ზოგი დასახლება კომუნიკაციის გარეშე დარჩა. ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა [[აშშ]], [[მექსიკა]], [[ნიკარაგუა]], [[გვატემალა]] და [[ევროკავშირი]], ელ-სალვადორის ხალხმა თანხები შეკრიბა უსახლკაროების დასახმარებლად.
 
===ტროპიკული შტორმი აგატა===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სან-სალვადორი“-დან