თოხთამიშ გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
[[1604]] წელს მამამისმა, [[გაზი II გირეი]]მ სულთან [[აჰმედ I]]-ის თანხმობით დანიშნა [[კალგა]]დ, თუმცა სულთანისვე ინიციატივით [[1606]] წელს [[კალგა]] ბიძამისი, [[სელამეთ I გირეი|სელამეთი]] გახდა. მიუეხადავად ამისა, ძალაუფლება ხელში აიღო [[1607]] წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, 18 წლის ასაკში. ის გახდა [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ყველაზე ახალგაზრდა [[ხანი]]. თავად თოხთამიშმა [[კალგა]]ს ტიტული უბოძა მის უმცროს ძმას, 16 წლის სეფერ გირეის. თოხთამიშ გირეის მმართველობა მხოლოდ 4 თვემდე გაგრძელდა, რადგან მისი [[ყირიმი]]ს ხანად დამტკიცება [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სულთნითსთვის, [[აჰმედ I]]-ისთვის მოულოდნელი იყო, რადგან გაზი გირეის ურჩობის გამო [[ყირიმის სახანო]]ს ანექსირება ჰქონდა დაგეგმილი.
 
[[1608]] წელს სულთანამსულთანმა გასცა ბრძანება [[ყირიმი]]ს [[ხანი]]ს ტიტულზე თოხთამიშის ბიძის, [[სელამეთ I გირეი]]ს დამტკიცების შესახებ. თოხთამიშმა ტახტი იძულებით დათმო და იმავე წელს, თავის ძმებთან ერთად, [[სტამბოლი|სტამბოლში]] გაემგზავრა სულთნისთვის გადაწყვეტილების შეცვლის სათხოვნელად.
 
მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. [[ედირნე]]ში, [[ყირიმი]]სკენ მიმავალ გზაზე უეცრად თავს დაესხა მისი ნათესავის, სახანოს იმჟამინდელი [[კალგა|კალგის]]სა და მომავალი [[ხანი]]ს — [[მეჰმედ III გირეი]]ს არმია. სწორედ მასთან ბრძოლის დროს დაიღუპა თოხთამიში თავის ძმასთან, სეფერ გირეისთან ერთად. მისი ოჯახის წევრებიდან გადარჩა 3 უმცროსი ძმა, [[ინაიეთ გირეი|ინაიეთი]], ჰუსამი და საადათი. ინაიეთმა მოგვიანებით შეძლო [[ყირიმი]]ს [[ხანი]]ს ტიტულის მოპოვება. ჰუსამი [[კალგა]]დ, ხოლო საადათი [[ნურედინი|ნურედინად]] დაინიშნა.
 
==იხილეთ აგრეთვე==