გაზი II გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[1579]] წელს ოსმალეთის არმიას შეუერთდა 20,000 მეომრით და მარბიელი ლაშქრობები მოაწყო [[შირვანი|შირვანზე]]. [[1584]] წელს თავის უფროს ძმებს შორის მიმდინარე ბრძოლებში მხარი დაუჭირა [[ისლამ II გირეი]]ს. იმავე წელს ისლამი გახდა [[ხანი]] და გაზი მის [[კალგა]]დ დაინიშნა. [[1586]] წელს გაზი გირეიმ გაილაშქრა [[პოლონეთი|პოლონეთზე]], დაარბია, გაძარცვა და გადაწვა ქალაქი [[კრაკოვი]].
 
[[1588]] წელს გარდაიცვალა ლაშქრობაში მყოფი, [[ისლამ II გირეი]] მოულოდნელად გარდაიცვალა. გაჩაღდა ტახტისათვის ბრძოლა. გაზიმ თავის უფროს ძმებს დაასწრო [[ბახჩისარაი]]ში ჩასვლა და [[ხანი]]ს ტიტულის მიღება. მალევე მისი მმართველობა დაამტკიცა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სულთანმა, [[მურად III]]-მ.
 
გაზიმ სახანოს მართვა თავისი რამდენიმე ძმის დახოცვით დაიწყო. პირადად მისი ბრძანებით, [[1589]] წელს, სიკვდილით დაისაჯნენ ჰაჯი გირეი, ხასფულად გირეი და შარდან გირეი. გაზიმ თავის დანარჩენ ძმებს სიცოცხლე შეუნარჩუნა, უფრო მეტიც მათ სხვადასხვა თანამდებობები დაურიგა. გაზი გირეიმ დაიწყო სასტიკი წესების დანერგვა, მის დროს აღზევდა [[ისლამი]] მთელი სახანოს ტერიტორიაზე. [[1591]] წელს [[კაზაკები|კაზაკების]] დამარცხების შედეგად გაზი გირეიმ ხელში ჩაიგდო ქალაქ [[კიევი]]ს შემოგარენი.
მიუხედავად ამისა, მან განაგრძო სახანოს მართვა მკაცრი წესებით. უყვარდა [[კულტურა]], [[არქიტექტურა]]. გაყავდა საირიგაციო სისტემები, აშენებდა მეჩეთებს და ავრცელებდა [[ისლამი|ისლამს]] [[უკრაინა|უკრაინის]] ტერიტორიაზე. გაზი გირეიმ თავისი მეორე მმართველობის დროს, დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა [[რუსეთის სამეფო]]სთან და მისი დახმარებით წაართვა მცირე ტერიტორიები [[კაზაკები|კაზაკებსა]] და პოლონელებს. [[1603]] წელს მადლობის ნიშნად საჩუქრებით დატვირთული ელჩობა გააგზავნა [[ბორის გოდუნოვი]]ს კარზე.
 
[[1606]] წელს ხარკი არ გადაუხადა ოსმალებს, რის გამოც [[აჰმედ I]]|აჰმედ I-მა]] სახანოს საბოლოო ანექსირება გადაწყვიტა, მაგრამ გაზიმ კავკასიელები შემოიკრიბა და აუბუნტა თურქებს [[საქართველო]]ს ტერიტორიაზე. იმავე წელს გაზის ნათესავმა, [[მეჰმედ III გირეი|მეჰმედ გირეიმ]] ოსმალების დახმარებით ალყაში მოაქცია [[ბახჩისარაი]], მაგრამ გაზის მიერ სწორად განლაგებული მეციხოვნეების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.
 
[[1607]] წელს გაზი გირეი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ სახანოში დაიწყო რეგრესი, რომელიც [[1783]] წლამდე, [[ყირიმი]]ს საბოლოო დაცემამდე გაგრძელდა. გაზის მემკვიდრე გახდა მისი უფროსი ვაჟი, [[თოხთამიშ გირეი]], რომელიც თავის ძმასთან ერთად მალევე შეეწირა ოსმალების ინტრიგებს. მოგვიანებით გაზის ვაჟებიდან ერთ-ერთმა, [[ინაიეთ გირეი|ინაიეთმა]] მოახერხა [[ხანი]]ს ტიტულის მიღება, თუმცა [[გირეის დინასტია]] გაზის ძმის, [[სელამეთ I გირეი|სელამეთის]] შთამომავლებმა გააგრძელეს. გაზის შემდეგ [[ყირიმის სახანო]]ს მმართველები აღარ იყვნენ მისსავით ძლიერები და სუვერენიტეტის მოპოვებით დაინტერესებულნი. მათი მთავარი მიზანი მარტო ტახტისა და ძალაუფლების შენარჩუნება გახდა.