ინაიეთ გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
მმართველობის დაწყებიდანვე შეეცადა რეფორმების გატარებასა და სტაბილიზაციის პროცესის დაჩქარებას. [[კალგა]]დ და [[ნურედინი|ნურედინად]] დანიშნა ჰუსამი და საადათი. ის აქტიურად ჩაერთო საგარეო პოლიტიკაში. მონაწილეობა მიიღო [[ირან-ოსმალეთის ომი (1623-1639)|ირან-ოსმალეთის ომში]], [[1636]] წელს დაამარცხა [[დონი]]ს [[კაზაკები]], იმავე წელს სამშვიდობო ხელშეკრულებები დადო [[რუსეთის სამეფო]]სთან და [[პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა|პოლონეთ-ლიტვა]]სთან.
 
ინაიეთის დროს მაინც ვერ დასტაბილურდა სახანო, რადგან ხანობის პრეტენდენტი გახდა მანსურების კლანის ბელადი, უზ-თემური, რომელმაც სასტიკად დაამარცხა [[ყირიმელი თათრები]]ს არმია და დიდი საფრთხე შეუქმნა [[გირეის დინასტია]]ს. პარალელურად, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] [[სულთანი]], [[მურად IV]] [[კავკასია]]ში გასალაშქრად. ინაიეთისგან ჯარის გამოყვანას ითხოვდა. ინაიეთ გირეი საგონებელში ჩავარდა. მაშინვე გაემგზავრა [[სტამბოლი|სტამბოლში]] სულთნისთვის პრობლემების ასახსნელად.
 
[[1637]] წელს, [[თოფქაფის სასახლე]]ში მისულმა ინაიეთ გირეიმ სულთანს მოთხოვა მეომრებით დახმარება, რის გამოც [[მურად IV]]-მ სიკვდილით დასაჯა. ეს იყო პირველი შემთხვევა [[ყირიმის სახანო]]ს ისტორიაში, როდესაც ოსმალთა სულთანმა [[ხანი]] მოაკვლევინა. ამ ფაქტმა დიდი არეულობა გამოიწვია სახანოში, რის გამოც თურქებმა [[ყირიმი]]ს ტახტზე აიყვანეს ოსმალური ორიენტაციის მქონე [[ბაჰადირ I გირეი]].
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ყირიმის სახანო]]