გიორგი VII (საქართველოს მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
აზერბაიიჯანელების წაშლა 1400 წელს მომხდარი ფაქტებიდან, რადგან მაშინ აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანი არ არსებობდა.
ხაზი 33:
მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. გიორგი VII-ის მეფობის დროს [[1394]]-[[1403]] წლებში [[თემურლენგი]] მრავალჯერ შემოესია საქართველოს. [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|თემურლენგის საქართველოში ლაშქრობებისას]] მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთი]], ქვემო და [[შიდა ქართლი]], [[იმერეთი]]. თემურლენგის მთავარი მიზანი ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა, მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება.
 
გიორგი VII-მ თემურლენგის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა ამიერკავკასიის ხალხები (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვ.), იყენებდა ოქროს ურდოსა და თოხთამიშის დაპირისპირებას თემურლენგთან. [[1399]] წელს იგი დაუკავშირდა თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლ აჰმედ ჯალაირს, რ-ის შვილი, თაჰერი, ქართველებმა იხსნეს თემურლენგის მიერ გარშემორტყმული ალინჯის ციხიდან. 1400 წელს გიორგი VII-მ უარით უპასუხა თემურლენგის მოთხოვნას თაჰერის გადაცემის შესახებ. ამას მოჰყვა საქართველოს მორიგი აოხრება. გიორგი VII დას. საქართველოში გადავიდა, ხოლო თაჰერმა ოსმალეთს შეაფარა თავი. თემურლენგსა და გიორგი VII-ს შორის 1400 წელს დროებითი, ე. წ. შამქორის ზავი დაიდო: გიორგი VII-მ მსუბუქი ხარკი იკისრა, მაგრამ პირობა არ შეასრულა. 1401 წელს თემურლენგმა კვლავააოხრა საქართველო. გიორგი VII მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. თემურლენგთან 1403 წელს დადებული ზავი უფრო მძიმე იყო და ხარკთან ერთად სამხ. სამსახურსაც ითვალისწინებდა. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ გიორგი VII აღმ. საქართველოში გადმოვიდა და ციხესიმაგრეებიდან განდევნა თემურლენგის მიერ ჩაყენებული მეციხოვნეები. გიორგი VII-ის მეთაურობით ქართველებმა დაამარცხეს თემურიანთა ლაშქარი, დაარბიეს ნახჭევანი, განჯა და თავრიზსაც მიაღწიეს. შემდეგ ქართველებმა ნახჭევანი და განჯა დატოვეს. ეს ქალაქები დაიკავა გიორგი VII-ის მოკავშირე შირვანშაჰმა.
 
[[თემურლენგი]]ს შემდეგ [[საქართველოს სამეფო]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს [[ყარა-ყოინლუ|შავბატკნიანი თურქმანთა]] ურდოები მოადგნენ. [[1407]] წელს გიორგი VII დანგრეულ და დასუსტებულ ქვეყანაში ახალი მტრის შემოსვლის ასალაგმად [[სომხეთი|სომხეთში]] დაუხვდა თურქმანებს და მათთან ბრძოლაში დაიღუპა. დაკრძალეს [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]].