ოთარ ონიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
[[1935]] წელს დაამთავრა [[კიროვის სახელობის [[ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი]]. [[1936]]-[[1944]] წლებში მუშაობდა მოსკოვისა და თბილისის საპროექტო დაწესებულებებსა და სამშენებლო ორგანიზაციებში. [[1947]] წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში სამშენებლო მექანიკისა და კონსტრუქციების განყოფილებას. ო. ონააშვილის სამეცნიერო შრომებს, მიძღვნილს გარსების დინამიკისა და სეისმომედეგობისადმი, ფუძემდებლური მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარგის განვითარებაში. მან საფუძველი ჩაუყარა აგრეთვე გარსთა ტექნიკური თეორიის ქართულ სკოლას, ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს თაღოვანი კაშხლების გაანგარიშებისა და კიდულ სისტემათა თეორიაში. იყო სივრცითი კონსტრუქციების საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი აღმასკომის წევრი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიისა და მყარი სხეულის მექანიკის მიღწევების, ინგლისური გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
 
დაჯილდოვებული იყო შრომის [[წითელი დროშის ორდენი]]თ და მედლებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_ონიაშვილი“-დან