გივი სვანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ბიოგრაფია ==
[[1944]] წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის [[საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი]]; [[1948]] წელს გახდა [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია|საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის]] წევრი; [[1958]]-[[1971]] წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების განყოფილებას; [[1971]] წლიდან [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის გამგეა. [[1976]] წლიდან — სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] ვიცე-პრეზიდენტი ([[1980]]).
 
გივი სვანიძემ სადოქტორო დისერტაციის თემა — „მდინარული ჩამონადენის გაანგარიშების საფუძვლები მონტე-კარლოს მეთოდით“, დაიცვა 1963 წელს.