თაფლი: განსხვავება გადახედვებს შორის

20 ბაიტი წაიშალა ,  4 თვის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
((ბოტი: Beehives.jpg შეიცვალა Beehives_in_Mankato,_Minnesota.jpg-ით))
[[ფაილი:Runny hunny.jpg|მინი|250პქ|თაფლი ქილაში]]
[[ფაილი:Сотовый мёд.jpg|მინი|250პქ|ფიჭიანი თაფლი]]
'''თაფლი''', '''ფუტკრის თაფლი''' — ძვირფასი საკვები პროდუქტი. ყველაზე ხშირად საუბრობენ ნატურალურ, ე.ი. ფუტკრის თაფლზე, რომელიც წარმოადგენს ტკბილ, სიროფისებრ ნივთიერებას, რომელსაც [[ყვავილი]]ს [[ნექტარი|ნექტრისაგან]] ან [[მანანა (გვარი)|მანანასაგან]] აგროვებს [[ფუტკარი|მუშა ფუტკარი]], გადაამუშავებს და იყენებს საკვებად; [[სკა]]ში შეტანილი ნექტრიდან ფუტკარი ახდენს აქტიურ ვენტილაციას და ზედმეტი [[წყალი]] თანდათან ორთქლდება, ხდება რთული შაქრების ინვერსია. ამ პროცესს თაფლის მომწიფება ეწოდება. საბოლოოდ თაფლში რჩება 18-22% წყალი, მარტივი შაქრები, მარილები, ვიტამინები, არომატული და მღებავი ნივთიერებები და სხვა, რომელთა შემცველობაზეც არის დამოკიდებული თაფლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები. მისი ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა. თაფლის შემადგენლობაში შედის 13-20% წყალი, 80%-ზე მეტი ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა), 0,4% ცილა, 0,3% ნაცარი, აგრეთვე ორგანული მჟავები, ფერმენტები, ასკორბინის მჟავა და სხვ. თაფლს გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო, დამაკონსერვებელი, ობის სოკოების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=12&t=13177 თაფლი — ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები]</ref>